თბილისი:
მანჩესტერი:
4-01-2015, 16:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2246,
კომენტარები: 5
რას ავალებს ვან გაალი დი მარიას
დი მარია ვან გაალის მითითებებს გვაცნობს.
რას ავალებს ვან გაალი დი მარიას
ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულში ჩაიბარა და კლუბში რამდენიმე ფეხბურთელი მოიყვანა. ანხელ დი მარია ერთ-ერთი მათგანია.

"ლუის იგივე სურს ჩვენგან, რაც სხვა მწვრთნელებს, მაგრამ ვან გაალი უფრო მომთხოვნია. მას სურს, რომ მოწინააღმდეგეზე მუდმივ პრესინგს ვახდენდეთ. ვან გაალს მიაჩნია, რომ თუ საჯარიმოში ბურთს სწრაფად ჩავიტანთ, გოლის გატანის შანსი უფრო მეტი გვექნება.

მომწონს სხვის საჯარიმოსთან ახლოს თამაში. მომწონს ვან გაალის სამწვრთნელო სტილი და ვფიქრობ, რომ ახლა მისი გეგმები პრაქტიკაში აისახება. თუ ყოველ მატჩში მისი მითითებების შესაბამისად ვიმოქმედებთ, კარგი შედეგები გვექნება.

ის დაცვაში მუშაობას მთხოვს. ამას ყოველთვის ვაკეთებ. ყოველ ჯერზე, როცა ბურთს ვიღებ, მას სურს, რომ ფლანგზე გადავიდე და თამაში გავაგრძელო ისე, როგორც გამომდის. ძალიან მიხარია, რომ პარტნიორებთან ურთიერთგაგებას მივაღწიე. ცოტა ხანია, რაც აქ ვარ და იმედი მაქვს ყველაფერი გამომივა."


ანხელ დი მარიამ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ახალი ცხოვრება დაიწყო. ზაფხულში მას ამერიკის თასის გათამაშება ელოდება და გულშემატკივარს იმედი აქვს, რომ ის ნებისმიერ გუნდს მოუტანს სარგებელს, სადაც არ უნდა თამაშობდეს.

"მოედანზე გასვლისას რაც ყველაზე მეტად მინდა, ეს არის თასების მოგება. მე აქ ტიტულების მოსაგებად და "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვერვალზე დასაბრუნებლად მოვედი."

"მოედანს მიღმა კი ვცდილობ ვიყო ის, ვინც ყოველთვის ვიყავი - დროს ოჯახთან ერთად ვატარებ. იმედი მაქვს, რომ მანჩესტერში ჩემი ოჯახი ბედნიერია და იმედი მაქვს, რომ მალე შემომიერთდება. ახლა მარტოსულად ვგრძნობ თავს, სასტუმროში ვცხოვრობ, მაგრამ მალე საკუთარ სახლში გადავალ. მათ შეეძლებათ ჩამოვიდნენ და ჩემთან ერთად იცხოვრონ."
- განაცხადა დი მარიამ.



წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
4 იანვარი 2015 17:34
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
"მოედანზე გასვლისას რაც ყველაზე მეტად მინდა, ეს არის თასების მოგება. მე აქ ტიტულების მოსაგებად და "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვერვალზე დასაბრუნებლად მოვედი."


როდის გამოჯანმრთელდები, დაუბრუნდები ძველ ფორმას და ითამაშებ ჩვეულ ფეხბურთს?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
4 იანვარი 2015 18:03
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,
წეღან დეპეშით მომწერა 11დანო lol
0
№3
ავტორი: Jorbe-Jorbe
4 იანვარი 2015 22:38
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
დიმარია ჩემი ოცნების ტრანსფერი იყო !
ახლა ჰუმელსის ჯერია love
0
№4
ავტორი: GeorgeBest
5 იანვარი 2015 01:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მერე ამ ვარჯიშებზე რას გაკეთებინებს რო სულ დამტვრეული ხარ შე დალოცვილო areyoukiddingme დაცვაში თამაშს მოსთხოვს და ბურთის ამოტანა სწრაფად გადასვლა შეტევაზე როცა დიმარიაა მოედანზე კარგად გამოგვდის. ბოლო დროს ძაან იმედებს გვიცრუებს მარა იმედია დროებითია
0
№5
ავტორი: DiMaria
5 იანვარი 2015 02:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
რას ავალებს და ტრავმის მიღებას
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top