თბილისი:
მანჩესტერი:
4-01-2015, 13:51
ავტორი: Jorbe-Jorbe,
ნანახია: 1921,
კომენტარები: 8
მანჩესტერელების კომენტარები "იოვილთან" მატჩამდე
ლუის ვან გაალმა და რამდენიმე ფეხბურთელმა, იოვილთან გასამართ მატჩზე კომენტარი გააკეთეს.
მანჩესტერელების კომენტარები
ვან გაალი: „ შენ არასდროს იცი, თუ რა მოხდება თასის მატჩში. შენ უნდა მოიგო, იმიტომ რომ წაგების შემთხვევაში გამოეთიშები ამ გათამაშებას. ჩვენ უნდა მოვუგოთ "იოვილს", მაგრამ ეს რთული იქნება - ინგლისში ხომ ყველას სურს "იუნაიტედის" დამარცხება. ყოველთვის რთულია ქვედა დივიზიონის გუნდთან თამაში.“

ანდერ ერერა: „ მე ვიცი, რომ FA Cup ყველაზე მეტჯერ "იუნაიტედს" აქვს მოგებული, ისევე როგორც პრემიერლიგა. ეს არის მნიშვნელოვანი გათამაშება ჩვენთვის და გვსურს, რომ მოვიპოვოთ ის კიდევ ერთხელ.“

ფილ ჯონსი: „ ეს არ იქნება ადვილი მატჩი. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ჩვენ გვექნება ადვილი გასეირნება "იოვილში", მაგრამ მე მათ არ ვეთანხმები. ეს იქნება რთული მატჩი და ჩვენ ამისთვის უნდა მოვემზადოთ.“

ლუკ შოუ: „ ეს არის ახალი გამოწვევა ჩემთვის. ველოდები, რომ იქნება რთული მატჩი, და მოუთმენლად ველოდები მატჩის დაწყებას. "იოვილი" არის პატარა, მჭიდრო ადგილი, სადაც ძალიან უყვართ ეს გუნდი და მხურვალედ ქომაგობენ მათ. მაგრამ ჩვენ აქ მხოლოდ გამარჯვებისთვის ჩამოვედით.“

კრის სმოლინგი: „FA Cup ინგლისელი, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უცხო არ არის. ეს არ იქნება ადვილი მატჩი, "იოვილის" ფეხბურთელებს ხომ არაფერი აქვთ დასაკარგი. ჩვენ აქ ჩამოვედით, რომ ვაჩვენოთ ჩვენი კლასი.“

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Jorbe-Jorbe
4 იანვარი 2015 13:52
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
გადავურბინოთ უნდა. ბევრით ნოლი.
0
№2
ავტორი: AkkRed
4 იანვარი 2015 14:03
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Jorbe-Jorbe,
არა მგონია ადვილად მოვუგოთ. დიდი ბრძოლაა საჭირო და სანერვიულოც მგონი ბევრი გვექნება
0
№3
ავტორი: abrama
4 იანვარი 2015 15:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Ara brat 1-4 uechvelia
0
№4
ავტორი: RojoDiablo
4 იანვარი 2015 16:09
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
კარგია, რომ არ აღიქვამენ მარტივ მატჩად. მეტოქის არ დაგასებას ყოველთვის უარყოფითი შედეგი მოჰყვება ხოლმე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: GeorgeBest
4 იანვარი 2015 16:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეს არ იქნება ადვილი მატჩი. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ჩვენ გვექნება ადვილი გასეირნება იოვილში, მაგრამ მე მათ არ ვეთანხმები. ეს იქნება რთული მატჩი და ჩვენ ამისთვის უნდა მოვემზადოთ


რთული იმ შემთხვევაშია ხოლმე როცა მეტოქეს სათანადოდ ვერ აფასებენ. არადა ესეთი გუნდები ორმაგად მოტივირებულები არიან ხოლმე
0
№6
ავტორი: LizarD
4 იანვარი 2015 17:18
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
დაძაბული თამაში იქნება და ალბათ უხეშიც, მეტოქის მხრიდან. ასეთ მატჩებში სწრაფი გოლია საჭირო.
0
№7
ავტორი: PaLoMo
5 იანვარი 2015 03:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
Jorbe-Jorbe,
0:2 sakmarisi iyo
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
17 ივნისი 2016 22:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 154
ლიჟბი მოიგოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ თუ მე ვიცი რა არის სიყვარული, ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა მანჩესტერ !!!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top