თბილისი:
მანჩესტერი:
4-01-2015, 13:15
ავტორი: Jorbe-Jorbe,
ნანახია: 1464,
კომენტარები: 5
მატა FA Cup -ზე საუბრობს
ხუან მატა იოვილთან მატჩში მძიმე ბრძოლას ელის.
მატა FA Cup -ზე საუბრობს
MUTV-სთან საუბარში, ესპანელმა ფლეიმეიკერმა გაიხსენა ის დრო, როცა უკანსკანელად მოიგო ინგლისური ტიტული, ჩელსთან ერთად 2012 წელს. მატა ვერ ხედავს ვერანაირ მიზეზს იმისა, რომ მისმა ამჟამინდელმა გუნდმა ვერ მიაღწიოს იგივე წარმატებას, მაგრამ რა თქმა უნდა ამისათვის საჭიროა კარგ ფორმაში შეხვდნენ იოვილს.

„მე ველოდები ფიზიკურ ბრძოლას. ვფიქრობ "იოვილი" წინააღმდეგობას გაგვიწევს. ეს არის დიდი დღე მათთვის, მათთან ხომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩადის, შესაძლოა ეს გახდეს საუკეთესო დღე ამ კლუბის ისტორიაში. ეს მატჩი მათთვის ფინალის ტოლფასი იქნება, ამიტომ საჭიროა ამ მატჩს შევხვდეთ მზად, როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად."

დარენ ფლეთჩერი არის ერთადერთი ფეხბურთელი დღესდღეისობით "იუნაიტედის" რიგებში, ვისაც მოგებული აქვს ეს თასი, მაგრამ მატა დარწმუნებულია, რომ მის გუნდს შესწევს ძალა ეს ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვოს.

"FA Cup არის განსაკუთრებული გათამაშება ჩემთვის, იმიტომ რომ ეს არის პირველი ტიტული მას შემდეგ, რაც მე ჩამოვედი ინგლისში. როდესაც შენ თამაშობ ინგლისში, უკეთ აცნობიერებ თუ რამდენად მნიშვნელოვანია "უემბლიზე" თამაში, ასე რომ კარგი იქნება თუ ჩვენ მოვიგებთ ამ თასს." - დაასრულა ესპანელმა.

წყარო: http://www.manutd.com/
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Jorbe-Jorbe
4 იანვარი 2015 13:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
მატა love იმედია მოიგებთ და გაგვახარებთ love
0
№2
ავტორი: AkkRed
4 იანვარი 2015 13:23
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მუჩაჩო შენი იმედი მაქვს, მაგრამ მგონი არ გათამაშებენ
0
№3
ავტორი: abrama
4 იანვარი 2015 13:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Mara unda qnat auculeblat unda moigot
0
№4
ავტორი: RojoDiablo
4 იანვარი 2015 16:06
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ამ თამაშში ყველაზე მეტად რაც გვჭირდება არის მოტივაცია, როცა ამ ეტაპს გადავლახავთ და მომდევნო სტადიაზე გავალთ, მერე შესაბამისად ვითამაშებთ უფრო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: GeorgeBest
4 იანვარი 2015 16:11
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
17 გუნდი გამოაგდეს და მეთვრამეტეები ჩვენ უნდათ რო ვიყოთ wink ჯანზეა გუნდი მარა იოლად უნდა მოგვარდეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top