თბილისი:
მანჩესტერი:
4-01-2015, 11:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2145,
კომენტარები: 8
სილვესტრი შოუსა და როხოს შესახებ
"იუნაიტედის" ყოფილი მცველი როხოსა და შოუს შესახებ.
სილვესტრი შოუსა და როხოს შესახებ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი, მიკაელ სილვესტრი დარწმუნებულია, რომ ლუკ შოუ ტრავმის მოშუშების შემდეგ კიდევ უფრო უკეთ ითამაშებს.

ახალგაზრდა მცველი ლუი ვან გაალის ერთ-ერთი პირველი შენაძენი იყო მიმდინარე სეზონის დასაწყისში. ლუკმა ტრავმის გამო სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა და მოედანზე მხოლოდ 8-ჯერ გამოჩნდა.

ოთხშაბათს ინგლისელმა 6 კვირის განმავლობაში პირველად ჩაატარა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში და სილვესტრი დარწმუნებულია, რომ სათამაშო პრაქტიკის ფონზე ლუკის თამაში კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

"შოუმ უდროო დროს მიიღო ტრავმა, მაგრამ სეზონი გრძელია და დარწმუნებული ვარ, რომ ძველ ფორმას დაუბრუნდება. ახლა მასზე დიდ ზეწოლას ახდენენ, მაგრამ ლუკი მხარდაჭერასაც იღებს."

"ეს მისი ხასიათის გამოცდა იქნება, მაგრამ ვფიქრობ მას ყველაფერი აქვს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბებისთვის. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ფეხბურთელია და ამაში მხოლოდ პლუსებს ვხედავ. დროთა განმავლობაში მისი თამაში გაუმჯობესდება."


მიკაელს ასევე მიაჩნია, რომ "იუნაიტედის" დაცვის ხაზში მარკოს როხო უკვე გახდა წამყვანი ფიგურა: "მსოფლიო ჩემპიონატზე მის თამაშს არგენტინის ნაკრებში თავდაპირველად იშვიათად ვუყურებდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი ფიზიკური ძალა და ტექნიკა პრემიერ ლიგაში "იუნაიტედის" სათამაშო სტილს მოერგებოდა. ასე რომ, არ მიკვირს და დარწმუნებული ვარ, რომ მას ყველაფერი გამოუვა."

წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: abrama
4 იანვარი 2015 11:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Roxo Kai bichia. Maqvs magis imedi
0
№2
ავტორი: AkkRed
4 იანვარი 2015 11:56
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
როხოც სილვესტირისავით უნიათოა, არ მევასებოდა სილვესტრი თამაში და როხომაც ასე თუ გააგრძელა
0
№3
ავტორი: Jorbe-Jorbe
4 იანვარი 2015 12:45
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
სათამაშო დრო სჭირდებათ, რომ ფორმაში შევიდნენ !
0
№4
ავტორი: Wardell
4 იანვარი 2015 15:50
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
როხომ პოზიციური თამაში თუ გამოასწორა ძალიან მაგარი იქნება, ჯერ ხო სწრაფია, ძალიან მაგარი პირველი პასი აქვს, ტექნიკასთან და დრიბლინგთანაც კარგად არის, ერთ-ერთზე კარგად თამაშობს, რადგან ფიზიკურად ძლიერია და არც ორთაბრძოლაში შესვლას ერიდება. დასახვეწი აქვს ბევრი რამე მარა იმედი მაქვს ყველაფერი გამოუვა
0
№5
ავტორი: RojoDiablo
4 იანვარი 2015 16:02
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მარკოსის ტიპის მცველი ევანსს ახლავე ჯობია და მხოლოდ ამის გამო მიღირს დაბრუნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: GeorgeBest
4 იანვარი 2015 16:15
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როხოს ფლანგზე თამაში მირჩევნია მარა ვნახოთ. შოუს ტრავმა მართლა უდროო იყო და ყველაფერი უარესად არია. ჯერ ვერაფერრს ვერ აკეთებს და შორსაა იმისგან რასაც მაგისგან ველოდით მარა იმედია ყველაფერი დალაგდება
0
№7
ავტორი: DiMaria
5 იანვარი 2015 02:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
შოუმ უდროო დროს მიიღო ტრავმა, მაგრამ სეზონი გრძელია და დარწმუნებული ვარ, რომ ძველ ფორმას დაუბრუნდება.


დათარსა ტიპმა
0
№8
ავტორი: PaLoMo
5 იანვარი 2015 02:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
Showm isev tramva miigo?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top