თბილისი:
მანჩესტერი:
4-01-2015, 11:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1771,
კომენტარები: 4
ლოუ: "კვირას "იუნაიტედს" ვუქომაგებ"
დენის ლოუ ასოციაციის თასის შესახებ.
ლოუ:
დენის ლოუს მიაჩნია, რომ ინგლისის თასს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს განსაკუთრებული აურა, რომელიც ყოველთვის თან ახლდა გათამაშებას და ფიქრობს, რომ "იოვილ თაუნთან" "მანჩესტერ იუნაიტედს" იგივე ატმოსფერო ელოდება.

"თქვენ თვითონაც იცით, რომ არასწორი არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ინგლისის თასი აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო, მაგრამ ის ჯერ კიდევ რჩება პრესტიჟულ ტურნირად. ჩემპიონთა ლიგას უფრო მეტი ყურადღება ექცევა, მაგრამ ინგლისის თასი დაუჯერებელ მოვლენად რჩევა იმ გუნდებისთვის, რომლებიც ტურნირზე შორს მიიწევენ."

"თასის ფინალში გასვლა ჩვენი ოცნება იყო. დიდი ოცნება. მე მხოლოდ ერთხელ ვითამაშე ფინალში და ვამბობდი, რომ თუ მოვიგებდი დაე მეტად აღარ მომეგო, მაგრამ ამაზე ისევ ვოცნებობდი. როცა ფინალში ორი გუნდი გადის, ეს ყოველთვის სუპერ-მატჩი გამოდის. შენთვის სულერთია ვინ თამაშობს, რადგან ეს გრანდიოზული მატჩია."

"შესაძლოა თასის გათამაშება კიდევ უფრო დიდი გახდეს, რადგან ის BBC-ზე დაბრუნდა. ტელევიზორით დაბალი დივიზიონის რამდენიმე ფეხბურთელი მინახავს და ამით სიამოვნებას ვიღებდი. შენ ყოველთვის გინდა, რომ სუსტებმა გაიმარჯვონ. ყოველთვის საუკეთესო გუნდი ვერ იმარჯვებს. თუმცა კვირას მხოლოდ "იუნაიტედს" დავუჭერ მხარს."
- განაცხადა ლოუმ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
4 იანვარი 2015 11:25
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
კვირას ყველა იუნაიტედისკენ ვართ love
0
№2
ავტორი: Jorbe-Jorbe
4 იანვარი 2015 12:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
დღეს ბევრით ნოლს მოვიგებთ !
0
№3
ავტორი: RojoDiablo
4 იანვარი 2015 16:01
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
დღეს აუცილებლად გვჭირდება გამარჯვება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ დონსის სირცხვილია ჩამოსარეცხი, მეორეც იმიტომ, რომ ეს თასი გვჭირდება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: GeorgeBest
4 იანვარი 2015 16:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რადროს სუსტების გამარჯვებაა, ეგენი იქით wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top