თბილისი:
მანჩესტერი:
3-01-2015, 21:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2104,
კომენტარები: 8
სქოულზი ჯერარდის შესახებ
პოლ სქოულზი ჯერარდის გადაწყვეტილების შესახებ.
სქოულზი ჯერარდის შესახებ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, პოლ სქოულზი სტივენ ჯერარდის გადაწყვეტილების შესახებ საკუთარ აზრს გვიზიარებს.

"ლივერპულის" ლეგენდარულმა კაპიტანმა, სტივენ ჯერარდმა სეზონის ბოლოს კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც მოსალოდნელია, ჯერარდი სეზონის ბოლოს მერსეისაიდულ კლუბს შეელევა და კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს.

პოლ სქოულზი აცხადებს, რომ მას არასდროს გასჩენია მსგავსი სურვილი, მაგრამ სტივენის ესმის.

"ადრეც მითქვამს, რომ ჯერარდს კიდევ რამდენიმე სეზონის განმავლობაში შეეძლო "ლივერპულის" რიგებში მაღალ დონეზე თამაში. ზაფხულში კლუბის დატოვება მისთვის რთული გადაწყვეტილებაა. ყველაზე რთული ის არის, რომ გადაწყვიტო, თუ როდის წახვიდე. საკუთარ თავს ეკითხები: "შემიძლია ჩემპიონატში 15-25 მატჩის მაღალ დონეზე ჩატარება და მუზეუმის ღირსშესანიშნაობად ქცევა?"

"ასეთი რამ მეც გამომივლია და პირველად ძალიან ადრე დავასრულე კარიერა. ჩემი გადაწყვეტილება "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში იყო და არაფერი სხვა. არასდროს მინდოდა სხვა კლუბში თამაში ან შტატებში გადასვლა, მაგრამ ჯერარდის მესმის. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჯერარდი "ლივერპულში" დარჩებოდა, შემდეგ კი მწვრთნელის თანამდებობას დაიკავებდა. ისე, როგორც ეს რაიან გიგზმა გააკეთა "მანჩესტერ იუნაიტედში".

"დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრების ამერიკულ სტილსა და ევროპულ კლუბში თამაშს თავისი მიმზიდველი მხარეები აქვს. ჯერარდი შეერთებულ შტატებში ფეხბურთზე დიდ გავლენას მოახდენს. ამასთან ერთად, სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ დიდი დროა და შეიძლება ის გაკვირვებული დარჩეს, რადგან მისი გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს, რამდენადაც არ უნდა მიაჩნდეს, რომ ის საბოლოოდ მიღებულია."

"სტივენი უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საუკეთესო ფეხბურთელია და ამაში არავითარი ეჭვი არ არსებობს. ასეთი დონის ფეხბურთელმა არაერთხელ უნდა მოიგოს ჩემპიონატი. მიუხედავად იმისა, რომ "ლივერპული" ხშირად ცდილობდა ამას - ჟერარ ულიეს, რაფა ბენიტესისა და ბრენდან როჯერსის დროს - ისინი არასდროს ტოვებდნენ ისეთი გუნდის შთაბეჭდილებას, რომელიც მომავალი ჩემპიონი იქნებოდა."


სქოულზი ჯერარდის შესახებ


"მე, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგს მიჭირს თქმა: "ვწუხვარ, რომ ჯერარდმა პრემიერ ლიგა ვერ მოიგო." უფრო იოლია თქმა - მას პრემიერ ლიგის ოქროს მედალი ეკუთვნის. თუ კი სტივენს კლუბის დატოვების დრო ოდესმე ჰქონდა, ეს იყო 2005 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, როცა მისით "ჩელსი" ინტერესდებოდა. ყოველთვის მქონდა ისეთი შეგრძნება, რომ ჩელსი ტიტულს ერთზე მეტჯერ მოიგებდა."

"მოიძებნება ისეთი ადამიანებიც, ვინც იტყვის, რომ "ჩელსის" რიგებში ტიტულის მოგებას ნაკლები მნიშვნელობა ექნებოდა, მაგრამ არ დაგეთანხმებით. ტრანსფერები - ფეხბურთის ნაწილია. გამიმართლა, რომ ჩემი კლუბი საკმაოდ ძლიერი იყო და "იუნატიედთან" ერთად ჩემი ამბიციების დაკმაყოფილება შევძელი. მაგრამ, როცა ტიტულს იგებ, გრძნობა ერთი და იგივეა იმ კლუბშიც, რომელშიც კარიერა დაიწყე და იმ კლუბშიც, რომელშიც 30 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ გადახვედი."

"მეჩვენება, რომ მის მიერ "ლივერპულის" დატოვების გადაწყვეტილებაზე კლუბის ამჟამინდელმა მდგომაროებამაც იმოქმედა - წინა სეზონთან შედარებით, კლუბი გაცილებით შორსაა ჩემპიონობისგან, შარშან სულ სხვა სიტუაცია იყო."
- აცხადებს პოლ სქოულზი.

წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
3 იანვარი 2015 21:09
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მიუხედავად იმისა, რომ "ლივერპული" მეზიზღებდა და იმასაც ვერ ვიტან, რომ მასთან წითელი ფერი და ინგლისი გვაკავშირებს, ჯერარდი არის ფეხბურთელი, რომელიც პატივისცემას იმსახურებს. არ მწყენია ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღო, მაგრამ თითქმის მჯერა, რომ ის კი არ გააგდეს, თვითონ წავიდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
3 იანვარი 2015 21:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ტრანსფერები - ფეხბურთის ნაწილია. გამიმართლა, რომ ჩემი კლუბი საკმაოდ ძლიერი იყო და "იუნატიედთან" ერთად ჩემი ამბიციების დაკმაყოფილება შევძელი


რაღაც არამგონია პოლს იუნაიტედის დატოვებაზე ეფიქრა. იუნაიტედი ასეთი ძლიერი რომ არ ყოფილიყო იფიქრებდა წასვლაზე რო? belay

მაგრად გამიტყდა ყველაფრის მიუხედავად ჯერარდის წასვლის ამბავი. ჩემთვის ლივერპული ეს კაცია. არ ვიცი ამაზე უკეთეს ვის მოიყვანენ ან ჰენდერსონმა რა ნამუსით უნდა აიღოს კაპიტნის საკმლაური. როგორც იუნაიტედის გულშემატკივარს უნდა მიხაროდეს ლივერპულის ესეთი მდგომარეობა მარა ამ კაცის წასვლით იმაზე დიდად იზარალებენ ვიდრე სუარესის ან ნებისმიერის გადასვლით. გაიგებენ ამის ფასს
0
№3
ავტორი: Count Alucard
3 იანვარი 2015 21:43
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მეცოდება სტივი მედალი, რომ არ აქვს, წავიდეს მლს მაინც მოიგოს lol
0
№4
ავტორი: Jorbe-Jorbe
3 იანვარი 2015 23:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ჯერარდი არის ნათელი მაგალითი გუნდის სიყვარულის და თავდადებისა. მაგრამ ეს ხომ ლივერპულია... ეხლა ვერ აფასებენ სათანადოდ? გავა დრო და დააფასებენ !
0
№5
ავტორი: Malboro463
4 იანვარი 2015 01:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5856
რა ცუდი სატრანსფერო პოლიტიკა აქვთ. ისეთ ფეხბურთელებს მოიაზრებენ ამის შემცვლელად რომ გააფრენ კაცი. ჰენდერსონი გუნდში ეხლა არა გასაჩერებელი და მაგისთვის კაპიტნის სამკაული და 8 ნომერი ძან ზედმეტი ფუფუნება იმედია როჯერსი ამხელა შეცდომას არ დაუშვებს და ღირსეულ შემცვლელს იპოვის.

Jorbe-Jorbe,
ლივერპულელები არ აფასებენ ამ კაცს? ეგრე რომ არ იყოს აქამდე დატოვებდა გუნდს. თვითონ ტოვებს გუნდს თორე გუნდიდან არავინ აგდებს
0
№6
ავტორი: Best 7
4 იანვარი 2015 01:45
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Cudiaa stivi ro midis martlac guli damwyda
0
№7
ავტორი: dati-mata
4 იანვარი 2015 02:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 172
Gerad magra ar mevasebodi arasdros anda rogor unda mevasebode manches pans magram pativs qcem uzomot shen da gigsi imis magalitixart rogori unda iyos pexburteli tavisi karieris ganmavlobashi shen xar legeda romelsac bevrjer gaumcarebivar
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Tu mkitxaven romeli mirchevnia old tranfordze 40 metridan golis gatana tu mis msopliostan gamis gatareba gamijirdeba pasuxi.magram ra kargia orive ro gaketwbuli maqvs!!!
George best#7
№8
ავტორი: AkkRed
4 იანვარი 2015 09:45
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჯეროს გინდ აქედან რამე უქენით გინდ იქიდან მაინც არაფერი შველის, ისე სქოულზს ეგ არ უნდა ეკადრებინა და არ უნდა ეთქვა ჩელსიში უნდა გადასულიყო როცა თვითონ იყო ჩვენი გუნდის ერთგული
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top