თბილისი:
მანჩესტერი:
3-01-2015, 20:16
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1411,
კომენტარები: 4
ევანსი: "მოთმინება უნდა შეგვეძლოს"
ჯონი ევანსი კლუბს მოთმინებისკენ მოუწოდებს.
ევანსი:
ჯონი ევანსი დარწმუნებულია, რომ ზედიზედ ორი ფრის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" მოგებათა სერიას დაუბრუნდება.

"წითლებმა" "ტოტენჰემისა" და "სტოკ სიტის" წინააღმდეგ გასვლით მატჩებში ფრე ითამაშეს და როცა ევანსს ჰკითხეს, იყო თუ არა ეს დაკარგული ქულები, მან უპასუხა:

"რა თქმა უნდა. ჩვენ მოთმენის უნარი უნდა გვქონდეს, ეს მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ბოლო რამდენიმე შეხვედრაში ჩვენ უკეთ ვითამაშეთ და უფრო მეტი მონდომებით ვასპარეზობდით. გუნდში ჩვენი როლი გვესმოდა და პოზიციურად ახლა უფრო ორგანიზებულნი ვართ. მაგრამ ჩვენ მოთმენა უნდა შეგვეძლოს და იმედია შედეგები თავისით მოვა."

"იუნაიტედის" უკანასკნელი ოთხი შეხვედრიდან სამი სტუმრად გაიმართა და ლუი ვან გაალის შეგირდები მომდევნო მატჩს ასევე გასვლაზე, ინგლისის თასის რანგში გამართავენ.

"ძალიან რთულია, განსაკუთრებით გასვლაზე, რადგან ყოველთვის რთული მატჩი გელოდება. მწვრთნელს რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავდა, რაც როტაციის საშუალებას კიდევ უფრო უმცირებს და იგი ვერ ახერხებს როტირებას ისე, როგორც მას სურს."

ჩრდ. ირლანდიელი მცველი, რომელიც თავის 27-ე დაბადების დღეს აღნიშნავს, კლუბს მოუწოდებს ინგლისის თასისთვის იბრძოლოს.

"ისეთი კლუბი, როგორიც ეს არის და ისეთი მწვრთნელი, რომელიც კლუბში თავის პირველ სეზონს ატარებს, ტურნიზე კარგი გამოსვლითვის მზად უნდა იყოს."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
3 იანვარი 2015 20:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შენ თავს მოუწოდე ბრძოლისთვის თორე სხვები რაღაცას იზამენ

იმედია თავისებურებს არ დაიწყებს და ნორმალურად ითამაშებს
0
№2
ავტორი: RojoDiablo
3 იანვარი 2015 20:37
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მაგრამ ჩვენ მოთმენა უნდა შეგვეძლოს და იმედია შედეგები თავისით მოვა."


შედეგი თავისით არასდროს მოვა, თუ მისთვის არ გაკეთებ შესაბამის საქმეს. ვითმენთ, მაგრამ უფრო მეტი გვინდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Jorbe-Jorbe
3 იანვარი 2015 21:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ჯონი შენ თავს ვერ ატყობ რო ბოლო თამაშებს ატარებ იუნაიტედის მაისურით ?
0
№4
ავტორი: AkkRed
4 იანვარი 2015 09:49
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ეს რა ნერვებს მიშლის ტო angry
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top