თბილისი:
მანჩესტერი:
3-01-2015, 16:40
ავტორი: Jorbe-Jorbe,
ნანახია: 1450,
კომენტარები: 8
რაფაელი FA Cup - ზე საუბრობს
რაფაელის ექსკლუზიური ინტერვიუ
რაფაელი FA Cup - ზე საუბრობს
იქნება თუ არა იოვილთან მატჩი ახალი გამოცდა?

დიახ, ყოველთვის კარგია როცა შენს ცხოვრებაში ახალი და საინტერესო რაღაცები ხდება. მე არასდროს არ ვყოფილვარ იოვილში და როცა ვკითხე მეგობარს, თუ რამდენად შორს არის ის, მან მიპასუხა:"ის არის შორს, შორს ჩვენგან“. ვფიქრობ ის იქნება პატარა, ლამაზი და საინტერესო ადგილი. უკანასკნელად იუნაიტედმა ეს თასი დიდინ ხნის წინ მოიგო და ვფიქრობ დროა ეს კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. ჩვენ ძალიან სერიუზულად ვეკიდებით ამ მატჩს და მივდივართ მხოლოდ გამარჯვებისთვის.

FA Cup არის განსაკუთრებული გათამაშება ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, ასევეა შენს შემთხვევაშიც?

დიახ, ზუსტად იმიტომ, რომ მათ მიამბეს ამ თასის მნიშვნელობის შესახებ. ისინი საუბრობენ გიგზის გოლზე არსენალის კარში, რომლის შემდეგაც გიგზმა მაისური გაიხადა. როცა ამ გოლს უყურებ, უფრო კარგად აცნობიერებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს გათამაშება ინგლისში. მე მინდა ვიყო ამ პროცესში ჩართული და მისი უშუალო მონაწილე.

თუ თქვენ მოახერხებთ გოლის გატანას იოვილის კარში, თქვენც მაისურის გახდით აღნიშნავთ ?

შესაძლოა (იცინის), მაგრამ არამგონია, მენეჯერი არ იქნება ბედნიერი, თუ მე ყვითელ ბარათს ამის გამო მივიღებ.

უყურებდით თუ არა FA Cup მანამ, სანამ ინგლისში ჩამოხვიდოდით?

არა, მე უფრო მეტი გავიგე ამ თასის შესახებ მას შემდეგ რაც იუნაიტედში ჩავირიცხე. ბრაზილიაში ყოფნისას ვიცოდი FA Cup-ის არსებობის შესახებ, მაგრამ არ ვიცოდი თუ მას ამხელა მნიშვნელობას ანიჭებდნენ ინგლისში.

როგორი შეგრძნებაა შენთვის Huish Park - ზე თამაში? შენ ხარ ფეხბურთელი ვისაც უთამაშია "ოლდ ტრაფორდზე", "ენფილდზე", "ეტიჰადზე"...

ეს ჩვენთვის საინტერესო იქნება, რადგან "იუნაიტედს" ფეხბურთელთა უმეტესობა აქ არასდროს ყოფილა. ხალხისგან ვიცი, რომ მათ კარგი გულშემატკვირები ჰყავთ. ვფიქრობ, საინტერესო მატჩი იქნება.

FA Cup არის გათამაშება, რომელიც თქვენ და კიდევ ბევრ მოთამაშეს არ მოუგია. გსურთ დაამატოთ კიდევ 1 მედალი თქვენს კოლექციას?

ნამდვილად. წლების გასვლის შემდეგ, მსურს ჩემს შვილებს ვუთხრა, რომ მე მოვიგე ყველაფერი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად.

წყარო: www.manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
3 იანვარი 2015 16:42
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ იქნება ცუდი მატჩი და არც მგონია რომ მარტივი იქნება ამ გუნდის დამარცხება. თუ სერიოზულად მოეკიდებიან თამაშს და ისე არ ითამაშებენ როგორც დონსთან ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდება

ესეთ გუნდებთან თამაშის უფრო მეშინია ვიდრე პრემიერ ლიგის მატჩების, იმედია არ დაიკიდებენ და ითამაშებენ
0
№2
ავტორი: Jorbe-Jorbe
3 იანვარი 2015 16:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
რა მაგრად მევასება რაფაა <3 მომავალი კაპიტანიიი <3 უნდა მოვიგოთ აუცილებლად.. შენ ოღონდ შეაგდე და...
0
№3
ავტორი: Manchester United 14
3 იანვარი 2015 17:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
რაფაელი მაგარია რა :დ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№4
ავტორი: Svanii
3 იანვარი 2015 17:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 112
FA Cup არის გათამაშება, რომელიც
თქვენ და კიდევ ბევრ მოთამაშეს არ
მოუგია. გსურთ დაამატოთ კიდევ 1
მედალი თქვენს კოლექციას?
ნამდვილად. წლების გასვლის შემდეგ,
მსურს ჩემს შვილებს ვუთხრა, რომ მე
მოვიგე ყველაფერი მანჩესტერ
იუნაიტედთან ერთად. pasuxi ^_^ rafik <3
0
№5
ავტორი: LizarD
3 იანვარი 2015 19:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
რაფაელი არის ძალიან მაგარი ადამიანი პიროვნულად და ასეთივე მაგარი სტადიონზე, ჭკვიანია და ცოტა ხანში ჩამოყალიბდება ერთ-ერთ საუკეთესოდ. ამის გოლი ქუინს პარკთან <3 იმედია კიდე გაიტანს.
0
№6
ავტორი: RojoDiablo
3 იანვარი 2015 19:58
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
შენ ხარ ფეხბურთელი ვისაც უთამაშია "ოლდ ტრაფორდზე", "ენფილდზე", "ეტიჰადზე"...


სადაც ოლდ ტრაფორდს და ენფილდს ახსენებმ იქ ეტიჰადი რა შუაშია?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Jorbe-Jorbe
3 იანვარი 2015 21:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
RojoDiablo,
Huish Park -თან შედარებით ეტიჰადი ოლდ ტრაფორდია
0
№8
ავტორი: AkkRed
4 იანვარი 2015 09:52
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რაფჩიკა შენ უნდა მოიგო ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგაც love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top