მოგეხსენებათ, 4 იანვარს 19:30 წუთზე, იუნაიტედი ინგლისის თასზე "იოვილს" დაუპირისპირდება.
„იოვილმა“ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 5 მატჩის მოგება შეძლო, და ინგლისის 1 ლიგის 24 გუნდში ბოლო ადგილზე იმყოფება, მაგრამ ისინი ძალიან მოტივირებულები არიან, და „იუნაიტედის" დამარცხებას ეცდებიან.
ვან გაალმა მიმდინარე სეზონში ერთი შოკისმომგვრელი მარცხი უკვე განიცადა, როცა Capital One Cup-ზე MK DONS-თან მატჩში 4:0 დამარცხდა.მიუხედავად ამისა, ჰოლანდიელი მწვრთნელი აპირებს, რომ გუნდის რამდენიმე ლიდერი დაასვენოს და შანსი ახალგაზრდებს მისცეს.
როგორც იცით, ვან გაალი ძალიან სწუხს გადატვირთული გრაფიკის გამო, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი არ იღებს მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგაზე. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდიელი აპირებს, რომ რადამელ ფალკაო, ვან პერსი, ხუან მატა და მაიკლ კერიკი დაასვენოს. მოსალოდნელია, რომ "იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ უილსონს, ფლეჩჩერს, იანუზაის, ერერას და ბლეკეტს.