თბილისი:
მანჩესტერი:
3-01-2015, 13:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1949,
კომენტარები: 6
პოლ სქოულზის გრაფა
პოლ სქოულზის ყოველკვირეული გრაფა.
პოლ სქოულზის გრაფა
გონებაში ჯერ კიდევ მახსენდება 1995 წელს ინგლისის თასის ფინალურ სტადიაზე ჩემი აცილება "უემბლიზე" "ევერტონის" წინააღმდეგ მატჩში. ცუდად არ დამირტყამს, მაგრამ ნევილ საუტოლისგან არასაკმარისად შორს დავარტყი, რომელმაც უპრობლემოდ იხსნა კარი. ამ მომენტში კი მთელი ჩემი ზაფხულში ჩამიშხამდა.

ეს ჩემი კარიერის ინგლისის თასის პირველი ფინალი იყო, 20 წლის ვიყავი და ლი შარპი შევცვალე, რათა ანგარიში გამეთანაბრებინა. ინგლისის თასის მესამე რაუნდის წინ მინდა ვთქვა, რომ მივეკუთვნები იმ ფეხბურთელთა რიგებს, ვისთვისაც საშინაო თასი მნიშვნელოვანი ტიტულია. ძველ "უემბლიზე" გამოსვლა უბრალოდ დაუჯერებელი იყო - იმ დროს მხოლოდ ეს იყო კარიერის მწვერვალი. ეს ტურნირი ბავშვობაშიც მიყვარდა.

მთელი ბავშვობის ყველაზე ნათელი მოგონება 1985 წლის ინგლისის თასია, როცა "ევერტონის" ფეხბურთელმა, ნორმან უაითსაიდმა "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში გამარჯვების გოლი გაიტანა, რომელიც კაცნაკლული თამაშობდა. ამის შემდეგ, 1990 წელს "ოლდჰემ ატლეტიკის" გულშემატკივართა ტრიბუნაზე ვიჯექი მამაჩემთან ერთად "იუნაიტედის" წინააღმდეგ "მეინ როუდზე" გამართულ ორ ნახევარფინალურ შეხვედრაში: გუნდებს ორჯერ მოუხდათ დამატებითი დროის თამაში ჯო როილის მიერ ბოლო წუთებზე გატანილი გოლების გამო. საბოლოოდ "იუნაიტედმა" იმარჯვა. როცა გავიზარდე და მეც გავხდი პროფესიონალი ფეხბურთელი, თავად მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია ინგლისის თასი.

ინგლისის თასის ექვს ფინალში მითამაშია და თუ მხოლოდ თამაშის ხარისხით ვიმსჯელებთ, ექვსივე მატჩი უნდა მოგვეგო. მაგრამ 1995 წელს "ევერტონთან" დავმარცხდით, 2005 წელს "არსენალთან", ხოლო 2007 წელს "ჩელსისთან". სამაგიეროდ 1996 წელს "ლივერპულს" მოვუგეთ, 1999 წელს "ნიუკასლს" - ამ ფინალში გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება მოვახერხე - 2004 წელს კი "მილუოლს". 1995 წელს, ჩემ პირველ ფინალში მე პირველად აღმოვჩნდი "უემბლიზე" და მატჩის წინ ძლიერ ვღელავდი.

ინგლისის თასის ფინალების წინ ყოველთვის ლამაზ ოტელში ვჩერდებოდით, რომელიც ვიდზორის ტბასთან მდებარეობს. ჩვეულებრივი გასვლითი მატჩები - ეს არის შაბათის მატჩისთვის მგზავრობა, მაგრამ სათასო შეხვედრებისთვის დასავლეთში ვჩერდებოდით ხუთშაბათობით. ოტელის ირგვლივ მდებარე ღობე სულ სხვაგვარი იყო. შემდეგ, შედეგისგან დამოუკიდებლად, ჩვენს ოჯახებთან ერთად წვეულებას ვაწყობდით.

პოლ სქოულზის გრაფა

ძველი "უემბლის" ტყუპი კოშკები


რა შეიცვალა? ვფიქრობ, "უემბლიზე" გასამართი მატჩების მნიშვნელობა გულშემატკივრებში და ფეხბურთელებში შესუსტდა. სიტუაციას ვერც ის შველის, რომ იქ ნახევარფინალებს ატარებენ. "ტყუპ კოშკებში" რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა. ადგილის ისტორიული მნიშვნელობა გაიძულებდა გეფიქრა, რომ ეს შენი საფეხბურთო ბედის უმნიშვნელოვანესი მომენტია. ჩვენს დროში კი ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე ფეხბურთელები იმდენად ხშირად გადიან დიდებულ სტადიონებზე, რომ "უემბლი" რაღაცნაირად მოძველდა.

მხოლოდ მაოცებს ის, რომ პრემიერ ლიგის საშუალო დონის გუნდების მწვრთნელები ინგლისის თასზე სუსტ შემადგენლობას აყენებენ. გავბედავ და ვიტყვი, რომ ამ კვირაშიც იგივეს ვიხილავთ. მაგრამ, რა უნდა გააკეთო ინგლისის თასზე მოსაგებად? თუ გადათამაშებებს არ ჩავთვლით, ეს მხოლოდ 6 მატჩია. ნებისმიერ გუნდს შეუძლია ამის გაკეთება, თუნდაც ჩემპიონატის კალენდარი გავითვალისწინოთ.

თუ "იუნაიტედის" შესახებ ვისაუბრებთ, საინტერესო იქნება იმაზე დაკვირვებაც, როგორ მიუდგება ლუი ვან გაალი "იოვილთან" მატჩს ამ კვირას. ნათელია, რომ "იოვილი" პირველ ლიგაში სირთულეებს განიცდის და ქაღალდზე ისინი ფავორიტობასთან ახლოსაც კი არ არიან. მაგრამ ეს არის სათასო შეხვედრა და ის "ჰიუიშ პარკზე" ჩატარდება.

"მანჩესტერ იუნაიტედში" ჩემი კარიერის განმავლობაში ინგლისის თასის მესამე რაუნდში მხოლოდ ერთხელ დავმარცხდით - "ლიდსთან", რომელიც 2010 წელს პირველ ლიგაში თამაშობდა. ეს "ოლდ ტრაფორდზე" მოსული გულშემატკივრისთვის საშინელი შედეგი იყო და კოშმარი მათთვის, ვისაც ესმოდა, რომ "ლიდსთან" ჩვენს წინააღმდეგობას განსაკუთრებული განხილვა არ სჭირდება. ასეთი შედეგის ახსნა რთულია, მაგრამ ყველაფერი, რაც ამის შესახებ შემიძლია ვთქვა: როცა გუნდის შემადგენლობაში დიდ ცვლილებებს აკეთებ, ყოველთვის არსებობს ალბათობა იმისა, რომ ეს ხარისხზე ცუდად აისახება.

ასეთი მატჩების პრობლემა ის გახლავთ, რომ გუნდში მოსულ რამდენიმე ფეხბურთელს არც კი ესმის ესოდენ დაძაბულ მატჩებში მონაწილეობის მიღების მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთი თავით აღემატებიან მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს, მაინც უჭირთ სათასო თამაშების რიტმისთვის აყოლა.

ერთხელ, 2005 წელს სახლში "ექსეტერ სიტის" ნოლოვანი ფრე ვეთამაშეთ და ერთი წლის შემდეგ გასვლაზე "ბერტონ ალბიონის" წინააღმდეგ იგივე შედეგი ვაჩვენეთ - ორივე მატჩი კონფერენციის კლუბების წინააღმდეგ. გასაკვირია, რომ "იუნაიტედმა" ასეთი სუსტი მეტოქის დამარცხება ვერ მაოხერხა, განსაკუთრებით სახლში, მაგრამ ასეთია რეალობა. გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა და გამარჯვება ვერ მოვახერხეთ.

2004 წელს ინგლისის თასზე "ნორთჰემპტონ თაუნის" წინააღმდეგ ვითამაშეთ და მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ კომფორტული ანგარიშით მოვიგეთ, მატჩი ნამდვილ ომს ჰგავდა. ეს იყო გასვლითი შეხვედრა გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ინგლისის საფეხბურთო იერარქიაში ჩვენზე 82 საფეხურით დაბლა იმყოფებოდა. მათ დასაკარგი არაფერი ჰქონდათ, ჩვენ კი გვინდოდა დროულად მოგვეთავებინა საქმე და წავსულიყავით.

თუ "იუნაიტედი" კარგ ფეხბურთს აჩვენებს, არ ვფიქრობ, რომ "იოვილის" წინააღმდეგ მატჩებში პრობლემები შეიქმნება. იმავეს თქმა შემიძლია "ლივერპულის" შესახებ, რომელიც "უიმბლდონს" ხვდება, "კრისტალ პალასის" და მათი დუვრში ჩასვლის შესახებ, "ვესტ ბრომვიჩის" და მათი გასვლითი მატჩის შესახებ "გეითსჰედის" წინააღმდეგ. მაგრამ თუ მწვრთნელი შემადგენლობაში ბევრ ცვლილებებს აკეთებს, ის დაბალი დივიზიონის გუნდს წაგებისგან თავის დაღწევის შანსს აძლევს, განსაკუთრებით თუ ისინი სახლში თამაშობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის თასის საწყის ეტაპებს არაფერს ვერჩი, არაფერია მის დასრულებით სტადიაზე უფრო საინტერესო. სასიამოვნოა არა მარტო თასის მოგების შანსზე ფიქრი, არამედ ამ ტურნირის სხვა რაუნდებზე ფიქრიც. 2004 წელს ნახევარფინალში "არსენალს" გამარჯვების გოლი გავუტანე. არასდროს დაგვავიწყდება 1999 წელს "ოლდ ტრაფორდზე" "ლივერპულის" წინააღმდეგ ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში ბოლო წუთებზე გატანილი ორი გოლი.

სათასო კარიერაში სამწუხარო მომენტებიც მქონდა. 2011 წელს პაბლო საბალეტას წინააღმდეგ სულელური ვარდნის გამო წითელი ბარათი მივიღე. ბურთამდე მიღწევას ვცდილობდი, მაგრამ ავცდი. არ ვამბობ, რომ ეს საბოლოო შედეგს შეცვლიდა - "სიტი" იმ დღეს უკეთესი იყო.

2005 წელს "არსენალის" წინააღმდეგ ფინალურ შეხვედრაში პენალტი ავაცილე. უნდა მოგვეგო. არ არსებობს თანაგრძნობის გამომხატველი არავითარი სიტყვა, რომელიც ასეთი ვითარებაში გეხმარება. ჩვეულებრივ, შენი თანაგუნდელები ასეთ დროს მარტო გტოვებენ. იციან, რომ მომხდარის შესახებ მთელი ზაფხულის განმავლობაში იფიქრებ.

მოიძებნება მწვრთელები, რომლებიც ჩემპიონატში გუნდების სატურნირო მდგომარეობას შეხედავენ და იფიქრებენ: არ მოვიდა დრო ზოგ ფეხბურთელს დასვენების საშუალება მივცეთ? შესაძლოა რომელიმე ფეხბურთელს გაუხარდეს. ასეთია ფეხბურთის დღევანდელი რეალობა. და მაინც, თუ ფეხბურთელები "უემბლიზე" ფინალამდე მიაღწევენ, შემიძლია გარანტია მოგცეთ - ისინი ამას ვერასდროს დაივიწყებენ.

წყარო: carrick.ru
სქოულზის გრაფა
6 კომენტარი
№1
ავტორი: Jorbe-Jorbe
3 იანვარი 2015 13:28
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
Genius !
0
№2
ავტორი: RojoDiablo
3 იანვარი 2015 13:34
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
არ ვფიქრობ, რომ რამე არასწორად თქვა. მართალია ისიც, რომ არაინგლისელ და შესაძლოა უკვე ინგლისელ ფეხბურთელსაც კი აღარ ხიბლავს ისეთი დიდი სახელები, როგორიც "ოლდ ტრაფორდი" და "უემბლი" ჰქვია. ფეხბურთელს მიზნის მისაღწევად მოტივაცია სჭირდება, თუ არ იქნება, მიზანიც ვერ მიიღწევა. იმედია ჩვენ ბიჭებს არ ექნებათ ეს პრობლემა და ითამაშებენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Mufc7
3 იანვარი 2015 13:56
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მომნატრებია ამისის წაკითხვააა♥
"როცა გუნდის შემადგენლობაში დიდ ცვლილებებს აკეთებ, ყოველთვის არსებობს ალბათობა იმისა, რომ ეს ხარისხზე ცუდად აისახება."
იმედია ჩვენს მომდევნო თამაშზეც ცუდად არ აისახება ის ცვლილებები,რასაც ლუი აპირებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: GeorgeBest
3 იანვარი 2015 16:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
და მაინც, თუ ფეხბურთელები "უემბლიზე" ფინალამდე მიაღწევენ, შემიძლია გარანტია მოგცეთ - ისინი ამას ვერასდროს დაივიწყებენ


იმედია მივაღწევთ. თითქმის აღარავინ შემოგვრჩა იმ იუნაიტედისგან რომელმაც ინგლისის თასი მოიგო. არც ლიგაზე ვართ და ტრავმების მიუხედავად საკმარისი რესურსი გვაქვს რომ ტიტულზე ვიფიქროთ. ლიდერებს დაასვენებს მაგრამ უნდა მოვიგოთ. მარტივი არ იქნება ყველაფრის მიუხედავად მაგრამ მაინც
0
№5
ავტორი: LizarD
3 იანვარი 2015 19:28
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ძველ ფეხბურთელებს რომ უსმენ, გრძნობ რომ ფეხბურთი უყვართ და ნებისმიერ დროს მზად იყვნენ გასულიყვნენ და ეთამაშათ ბოლომდე, წუწუნის გარეშე, ტრამვიანებიც კი. დღეს კი ოდნავ შეხებაზე ყველა ტირილს იწყებს და ზედმეტად 2 წუთით თამაშზე წუწუნებენ, ვიღლებითო, არადა ახლა უფროა აღმდგენი საშუალებები + მეტი ფული აქვთ ბევრად და ბევრად უკეთესი პირობები. მახსოვს სქოულზმა ადრე თქვა ფეხსაცმელებს ვუწმინდავდით პირველი გუნდის მოთამაშეებს და ავტობუსით მათთან ერთად რომ ვმგზავრობდი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდაო. შეიცვალა ფეხბურთი და არც მიკვირს რომ დიდ ყურადღებას აღარ აქცევენ ასეთ ტურნირს.
0
№6
ავტორი: DiMaria
6 იანვარი 2015 09:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ინგლისის თასი რომ ჩვენთვის საჭირო ტურნირია რა საჭიროა ამის მტკიცება. უნდა ითამაშონ ბიჭებმა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top