თბილისი:
მანჩესტერი:
3-01-2015, 00:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1592,
კომენტარები: 9
ჯონსი: "ორი ქულა დავკარგეთ"
ფილ ჯონსი "სტოკთან" მატჩის შესახებ.
ჯონსი:
"ასტონ ვილასა" და "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გასვლაზე ფრედ დასრულებული მატჩების შემდეგ ახალი წელი "იუნაიტედმა" გასვლით მატჩებში ზედიზედ მესამედ ნათამაშები ფრით დაიწყო, როცა "სტოკ სიტის" წინააღმდეგ მატჩი 1-1 დაასრულა.

ლუი ვან გაალმა "ბრიტანიაზე" გამართული მატჩის წინ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ "არსენალი" და "საუთჰემპტონი" დაამარცხა გასვლით მატჩებში და რადგანაც მათ სიას არც "სტოკის" სახელი შეემატა, ჯონსი აცხადებს: "გარკვეულწილად კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ვერ შევქმენით იმდენი მომენტი, რამდენიც გვინდოდა. ვფიქრობ, საბოლოო ფრე სამართლიანი შედეგია."

როცა ჯონსს ჰკითხეს, რა უნდა მოიმოქმედოს გუნდმა, რათა ფრე გასვლით მატჩებში გამარჯვებად აქციოს, მან უპასუხა: "ვფიქრობ, მიზეზი შესაძლოა არის ბოლო პასი, უკანასკნელი ბურთი. მაგრამ "სტოკთან" რაც გავაკეთეთ, ყველაფერს შევაფასებთ და შევეცდებით გავუმჯობესდეთ"

მარკ ჰიუზისა და ვან გაალის გუნდებს, ისევე როგორც წინა წელს რთული ამინდის პირობებში მოუხდათ თამაში. 11 თვის წინ, 1 თებერვალს "ბრიტანიაზე" ასევე ქარიანი და წვიმიანი ამინდი იყო და "იუნაიტედმა" მაშინაც პირველმა გაუშვა გოლი, თუმცა განსხვავებით გუშინ გამართული შეხვედრისგან, "წითელმა ეშმაკებმა" შეხვედრა წააგეს. ამჯერად შეხვედრის უკანასკნელი გოლი ფალკაოს ანგარიშზეა და ჯონსი ეთანხმება მოსაზრებას, რომელიც გულისხმობს, რომ "იუნაიტედი" სწორ გზას ადგას.

"ვფიქრობ, სტაბილურად მოთამაშეები ვხდებით.

"ჩვენ შეიძლება დავმარცხებულიყავით კიდეც, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ორი ქულა დავკარგეთ. შესაძლოა, "ტოტენჰემთან" სამივე ქულა რომ აგვეღო, ამ შედეგს უფრო დადებითად შევხედავდით."

"საბოლოოდ, ჩვენ კიდევ ერთი ფრე ვითამაშეთ, მაგრამ არ უნდა დავღონდეთ და "იოვილის" წინააღმდეგ კარგი მატჩი ჩავატაროთ."
- განაცხადა ჯონსმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Wardell
3 იანვარი 2015 01:18
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ისე შენ რა გითხარი areyoukiddingme
0
№2
ავტორი: GeorgeBest
3 იანვარი 2015 01:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჯონსი: "ორი ქულა დავკარგეთ"


notbad
0
№3
ავტორი: RojoDiablo
3 იანვარი 2015 02:23
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ამას დაკარგვა კი არ ქულის აღება ჰქვია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Jorbe-Jorbe
3 იანვარი 2015 08:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
RojoDiablo,

გეთანხმები, სტოკთან მანჩესტერმა შეძლო ქულის აღება okay
0
№5
ავტორი: kOsTiA
3 იანვარი 2015 10:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
Wardell,
გიორგი,
RojoDiablo,
Jorbe-Jorbe,
ლუსერპულმა რა ქნა ნახეთ ? სტივი გააგდეს ბიჭებო wink ... არა ისე მართლა. მაგარი დედამო**ნული კლუბია რა...კი მეზიზღებოდა მარა ახლა ვაფშე შემზიზღდა..მე ლივერპულს კონკურეტად აგარ ვთვლი უკვე.. სტივი შემეცოდა
0
№6
ავტორი: Jorbe-Jorbe
3 იანვარი 2015 11:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
kOsTiA,
ლივერპულს სახელი შეეცვალა და დღეიდან უკვე ოფიციალურად ასე იწოდება : სასირეთი ! manutd
0
№7
ავტორი: Lev
3 იანვარი 2015 11:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
kOsTiA,
არ მევასება ჯერარდი მაგრამ თუ ფეხბურთს პატივს სცემ ეგეთი ფეხბურთელის გინება ცოტა ტეხავს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№8
ავტორი: AkkRed
3 იანვარი 2015 11:58
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ტოტენჰემთან და სტოკთან ორი ქულაც რო ავიღეთ ეგეც კსრგია
0
№9
ავტორი: GeorgeBest
3 იანვარი 2015 16:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top