თბილისი:
მანჩესტერი:
2-01-2015, 23:09
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1446,
კომენტარები: 6
ლუი ვან გაალის FA-ს გათამაშებაში წარმატების მიღწევას გეგმავს
ლუის ვან გაალის ინტერვიუ.
ლუი ვან გაალის FA-ს გათამაშებაში წარმატების მიღწევას გეგმავს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ლუი ვან გაალს, იმედი აქვს რომ, ლიგის თასზე რანგით დაბალი დივიზიონის გუნდთან, "მილტონ კეინსთან", მიღწეული შედეგი აღარ განმეორდება და მისი გუნდი მოახერხებს შემდეგ ეტაპზე გასვლას.

სეზონის სტარტზე, წითლები რადუკალურად შეცვლილი შემადგენლობით "მქ სტეიდიუმს" ესტუმრნენ და სამარცხვინო მარცხი იწვნიეს. კარლ რობინსონის შეგირდებმა მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს და პირში ჩალა გამოვლებული დატოვეს. დე ხეას კარი ორ-ორჯერ აიღეს უილ გრიგმა და ბენიკ აფობემ.

მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და 10-მატჩიანი წაუგებელი სერიით, "ოლდ ტრაფორდის" ბინადარნი "ჰუიშ პარკს" მიაშურებენ, FA-ს გათამაშების მესამე რაუნდის მატჩისთვის. მიუხედავად ასეთი კარგი შედეგისა, ჰოლანდიელი სპეციალისტი მაინც უფრთხის მომავალ მეტოქეს და არ სურს 26 აგვისტოს განცდილი მარცხის განმეორება.

"ასეთ გუნდებთან თამაშის გამოცდილება უკვე მაქვს, "მილტონ კეინიც" ლიგა ერთის გუნდია. თასის მატჩებში ვერაფერს იწინასწარმეტყველებ, შენ აუცილებლად უნდა გაიმარჯვო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გავარდები. ჩვენ უნდა დავამარცხოთ "იოვილი", თუმცა ინგლისის ყველა გუნდს სურს "იუნაიტედთან" გამარჯვების მოპოვება, ამიტომ რთული მატჩი იქნება.

დაბალი ლიგის გუნდთან თამაშისას ყველაფერი განსხვავებულია - მოედანი, საფარი. მოთამაშეთათვის რთულია ასეთ პირობებში მატჩისთვის მომზადება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საშობაო პერიოდში ასეთი გადატვირთული გრაფიკი გაქვს გამოვლილი."



წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
2 იანვარი 2015 23:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კარგია რომ ასეთი სერიოზულობით უყურებს ლუი ამ გათამაშებას, მაგრამ იმედია ეს ყველაფერი ახალი ტრამვების მიზეზი არ გახდება...
0
№2
ავტორი: RojoDiablo
2 იანვარი 2015 23:19
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
დავაყენოთ შემადგენლობა, რომელიც ითამაშებს მოსაგებად და არა შემადგენლობა, რომელიც ფეხბურთელების ტესტი იქნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: RedGirl
2 იანვარი 2015 23:21
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
გაასწორებდა ამ ტიტულის მოგება რა. თან კაი ხანია არ მოგვიგია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№4
ავტორი: GeorgeBest
2 იანვარი 2015 23:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედია მართლა სერიოზულად მოეკიდებიან და 4-0 არ წავაგებთ ამათთანაც wink
0
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
3 იანვარი 2015 09:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ფერგიც ასე ამბობდა ხოლმე, რომ თასი მნიშვნელოვანია და ასე შემდეგ, მაგრა ბოლოს მაინც იკიდებდა. იმედია ესეც ესე არ იქნება და 3-4 ბურთის სხვაობით მოიგებენ, რაც კარგია თვითონ გუნდისთვის, თავდაჯერებულობა მოემატებათ.
0
№6
ავტორი: AkkRed
3 იანვარი 2015 12:01
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რაღაც მგონია რომ პენლებამდე მივა თამაში :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top