თბილისი:
მანჩესტერი:
2-01-2015, 20:42
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1541,
კომენტარები: 8
ლუკ შოუ: "არ დამასვენოთ FA-ს თასზე"
ლუკ შოუს ინტერვიუ.
ლუკ შოუ:
ახალგაზრდა მარცხენა მცველი მოხარულია მოედანზე დაბრუნებით და იმედოვნებს ტრავმები აღარ შეაწუხებს, ფორმის აღდგენაში კი მისი აზრით მას დიდი სათამაშო დაეხმარება.

"როდესაც "ბრიტანიას" სტუმრობ წინასწარ იცი რომ დიდი ბრძოლა გელის, უამრავი ჩაწოდებებით და მაღალი პასებით. ამიტომ ეს ჩემთვის დიდი გამოცდა იყო."- განაცხადა შოუმ.

"ჩვენ ყოველთვის გვსურს ქულების მაქსიმალური რაოდენობის აღება, როდესაც სახლისგან შორს ვთამაშობთ. გუშინ ეს ვერ შევძელით, ვფიქრობ ჩვენი დღე არ იყო, თუმცა ახლა შემდეგ თამაშზე უნდა ვიფიქროთ ["იოველთან" გასვლითი შეხვედრა, FA-ს თასზე].

ახლა მე სათამაშო დრო მჭირდება, მე 60 წუთი მომეცა "სტოკთან", თუმცა ეს ყველაფერი წინასწარ შეთანხმებული იყო. რომ შემძლებოდა არანაირად არ დავჯერდებოდი ამას, თუმცა ამ ეტაპზე ესეც საკმარისია. ამ ეტაპზე მიყოლებით რამდენიმე შეხვედრის ჩატარება, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ძალიან სასიამოვნო იყო იმის ყურება, თუ როგორ კარგად თამაშობდა გუნდი (ჩემს არ ყოფნაში), თუმცა ახლა მე მზად ვარ და მინდა გუნდს დავეხმარო.

მე დიდი კონკურენცია მაქვს და ვფიქრობ ეს ეშლი იანგის კარგი თამაშის დამსახურებაა. ის შესანიშნავი იყო, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გუნდის წარმატებისა. იანგი ძალიან სწუხს ტრავმის გამო, ვიმედოვნებთ სერიოზული არაფერია და მალე დაგვიბრუნდება. იმედი მაქვს დაბრუნდება და გააგრძელებს კარგ თამაშს."



წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Jorbe-Jorbe
2 იანვარი 2015 21:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
მეც მინდა რომ იყოს თასზე, რომ ფორმაში შევიდეს !
0
№2
ავტორი: GeorgeBest
2 იანვარი 2015 21:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უნდა იყოს აუცილებლად ბევრი გაუცდა. იანუზაიც თუ იქნება გაასწორებს
0
№3
ავტორი: LizarD
2 იანვარი 2015 21:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ციტატა: გიორგი
იანუზაიც თუ იქნება გაასწორებს

იანუზაიას შანსი უნდა მიეცეს, ვან გაალის ხელში იჩაგრება, ტაქტიკიდან გამომდინარე, არადა შეტევას ძალიან კარგად იწყებს და ამწვავებს კიდეც.
შოუს არ ყჰავს კონკურენტი და იმედია შევა ფორმაში bully
0
№4
ავტორი: RedGirl
2 იანვარი 2015 21:52
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
გამისწორდება ამის ნახვა თავიდანვე.

ისე ძალიან მინდა Fa Cup-ის მოგება. ტიტული გაასწორებდა წლის ბოლოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№5
ავტორი: Jubo
2 იანვარი 2015 22:56
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ვილსონსაც მიეცემა შანსი იმედია
და საერთოდაც იმედია ფინალამდე მაინც მივალთ ამ ტურნირზე, უეფაზე ჩვენ არ ვართ ქარლინგზე ჩვენ არ ვართ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
2 იანვარი 2015 23:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იანგის კარგი თამაშის არ დანახვა მართლა არ შეიძლება, მაგრამ მე მაინც 4-3-3 და შოუ მინდა.
0
№7
ავტორი: RojoDiablo
2 იანვარი 2015 23:18
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
არ დაგასვენებთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: AkkRed
3 იანვარი 2015 12:05
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
4-1-3-2 წყობით ვითამაშებთ ხვალე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top