მოგეხსენებათ, ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია გარეთ ბეილის შესაძლო ტრანსფერზე, თუმცა თავად უელსელმა განაცხადა, რომ იგი გუნდის დატოვებას არ აპირებს და ბედნიერია ''მადრიდში'' ცხოვრებით.
''მე ესპანეთში ბედნიერი ვარ. რაც მთავარია მაქვს ყველა ის პირობა, რაც ნებისმიერ ფეხბურთელს სურს, ამიტომ მე ჩემი სურვილით ''რეალში'' მანამ ვითამაშებ, სანამ ჩემი კონტრაქტი არ დამთავრდება 2019 წელს. ახლა ჩემი ერთადერთი მიზანი გუნდის დახმარებაა წარმატების მიღწევაში და არ ვაპირებ გუნდის გამოცვლას''-დაასრულა ბეილმა
ბეილის ტრანსფერზე თავისი განცხადება გააკეთა ფლორენტინო პერესმა, რომელშიც ისაუბრა უელსელის ''მადრიდში'' ყოფნის მნიშვნელობაზე.
''გარეთი ''სამეფო კლუბისთვის'' მნიშვნელოვანი ფიგურაა და ვერ წარმომიდგენია მის გარეშე ''რეალის'' თამაში, ამიტომ ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი შემოთავაზების განხილვას რა თანხაზეც არ უნდა იყოს ლაპარაკი ''-დაასრულა პერესმა.