თბილისი:
მანჩესტერი:
2-01-2015, 17:30
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2164,
კომენტარები: 8
"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)
"სტოკ სიტისთან" გამართული შეხვედრის ტაქტიკური განხილვა.
სტანდარტული მდგომარეობა

სტანდარტული მდგომარეობები დღევანდელი "იუნაიტედის" აქილევსის ქუსლია, "სტოკ სიტის" შემთხვევა კი ნამდვილი კოშმარი იყო.

ბევრს გაუხარდა, როდესაც ბოიანის არ ყოფნის შესახებ გახდა ცნობილი, რადგან ესპანელი მართლაც "მეთუნების" ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა პირველი შეხვედრისგან განსხვავებით პიტერ კრაუჩმა მატჩი სასტარტოში დაიწყო, რაც "იუნაიტედის" მცველებისთვის დიდი გამოცდა იყო.

კლასიკური გოლი უკვე მეორე წუთზე გავიდა.

აი ასეთი "ჰამბურგერი" შეიქმნა კუთხურის ჩამოწოდებამდე. ნათელია, რომ ასეთ შემთხვევაში მცველებმა უნდა გაინაწილონ შემტევები. ამ შემთხვევას თუ განვიხილავთ, ასეთ დუეტებს მივიღებთ: ჯონსი-შოუკროსი, შოუ-დიუფი, სმოლინგი-კრაუჩი.

"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


თითქოს ერთი შეხედვით გაიფიქრებთ, რომ შოუ პასუხისმგებელია კრაუჩზე და სწორედ მან დაკარგა პოზიცია, თუმცა თუ მომენტს განმეორებით ვნახავთ - ლუკი დიუფის მოძრაობას აკონტროლებს, სწორედ ამიტომაც არ იბრძვის ბურთისთვის. ელემენტარული ლოგიკითაც ცხადია, რომ დაბალი ინგლისელი ვერაფერს გახდებოდა ახლახ თანამემამულესან. ამ აზრს ისიც ამყარებს, რომ ყველა სხვა სტანდარტისას პიტერის მეურვე სწორედ კრისი იყო.

"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


გამოდის რომ, კუთხურის დროს კრის სმოლინგმა ვერ მოახერხა ბურთზე თამაში, რითაც ისარგებლა კრაუჩმა და გააკეთა ძალიან კარგი პასი თანაგუნდელზე.

ამ ეპიზოდში ნაკლები დანაშაული არც ჯონსს მიუძღვის, რომელმაც მიატოვა კართან ძალიან ახლოს მყოფი შოუკროსი.

***


აღსანიშნავია ისიც რომ, ეს უცნაური "ჰამბურგერი" ყოველი კუთხურის დროს იქმნებოდა და "ზედა პურის" როლს ყოველთვის პიტერ კრაუჩი თამაშობდა. უნდა ვივარაუდოთ რომ, სტანდარტის ასეთი გათამაშება ვარჯიშებზე კარგად დამუშავებული კომბინაციაა და იყენებენ მაშინ, როდესაც მოედანზე ეს გიგანტია.

"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


რთულია, რომელიმე "იუნაიტედის" ფეხბურთელი დაადანაშაულო კრაუჩთან მეორე სართულზე ბრძოლის წაგების გამო, თუმცა სახიფათო მომენტები მთელი გუნდის სუსტი და შეუხმატკბილებელმა მოქმედებებმა გამოიწვია. თუკი მოთამაშეები მეტოქეს იდივიდუალურად იყვანენ, მაშინ მათ ბოლომდე უნდა იბრძოლონ და არ გამოეთიშონ ეპიზოდს.

სტანდარტები "ეშმაკებიშთვის" ისეთივე კატასტროფაა, როგორც ტრავმები.

სხვა სტანდარტულების განხილვა არც ღირს, რადგან ყოველ მათგანს ერთი შედეგი ჰქონდა: პასი კრაუჩზე - მისი მოგებული თავური და პასი თანაგუნდელს - სახიფათო დარტყმა. "სტოკ სიტიმ" მეტოქეს თამაშიდან სხვა ვერაფერი შესთავაზა, თუ რა თქმა უნდა, არ ჩავთვლით ჯონი ევანსის ეპიზოდს, რომელიც სულ სხვა ისტორიაა...

ჯონი ევანსი

სმოლინგის და ჯონსის დადანაშაულების შემდეგ, არ შემიძლია გვერდი ავუარო მომენტის სხვა გმირებს, ვისმა ქმედებებმაც მოიტანა კუთხური საკუთარ კართან.

აუტის ჩამოწოდების დროს, "იუნაიტედის" საჯარიმოში უოლტერსს ჯონი ევანსი ეთამაშება. ასევე იქვეა მაიკლ კერიკი.

"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


თუმცა "სტოკ სიტის" ნახევარმცველი იმდენად მაღალი დონის მოთამაშე აღმოჩნდა, რომ მან შეძლო დაიძვრინა თავი ორივესგან, მიიღო ბურთი და გააკეთა პასი ფლანგზე, რაც შემდეგ უკვე კუთხური მოჰყვა.

"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


შეიძლება ვინმე თქვას, რომ ეს ცილის წამებაა, თუმცა ფაქტია რომ, "იუნაიტედის" მცველმა, რომელიც ინდივიდუალურად თამაშობდა მეტოქის წინააღმდეგ, მისცა მას საშუალება თავისუფლად მიეღო ბურთი და გაეკეთებინა ზუსტი პასი, რაც დამეთანხმებით მცველის ტოკ-კლასს ნამდვილად არ აჩვენებს.

***


კლასიკა კი, ჯონი ევანსმა მე-19 წუთზე შემოგვთავაზა.

"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


***


ხვალ ევანსის დაბადებისდღეა და რასაკვირველია ჩვენ ვულოცავთ მას ამ დღეს, თუმცა ვუსურვებთ ზაფხულში სხვა გუნდი მოძებნოს.

ფალკაო. ვან პერსი. ცვლილებები

გულშემატკივართა უმრავლესობა ძალიან გააკვირვა და ამავდროულად გააბრაზა ვან გაალის ქმედებამ, რომელმაც 64-ე წუთზე მოედნიდან რადამელ ფალკაო გაიყვანა. მათი აზრით ლოგიკური იყო თამაშიდან ვან პერსის გამოთიშვა და არა გოლის ავტორის.

მოდით ეს მომენტი განვიხილოთ.

თავიდან გადავავლოთ თვალი ფორვარდების ქმედებათა რუქას. რადამელ ფალკაომ 19 პასი გააკეთა, რომელთაგან 16 ზუსტი აღმოჩნდა. გაიტანა გოლი. ორჯერ დაარღვია თამაშის წესი, სამჯერ მოწინააღმდეგემ აიღო ფოლი მის წინააღმდეგ. რამდენიმე კარგი და ცუდი მოქმედება ორთაბრძოლებში.

"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


რობინ ვან პერსის 11-დან 9 გადაცემა აღმოჩნდა ზუსტი. მანაც ორჯერ დაარღვია თამაშის წესი და სამი დუელიდან მხოლოდ ერთში იყო გამარჯვებული.

"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


როგორც ხედავთ სტატისტიკა თითქმის იდენტურია და სუსტია.

ახლა კი ვნახოთ რა ხდებოდა თამაშში.

რადამელ ფალკაოს ქმედებები, უკან პასის დაბრუნების გარდა:

პირველ ტაიმი:

3:21 - ცუდად მიიღო ბურთი - დაკარგვა
3:44 - ცუდად მიიღო ბურთი - დაკარგვა
3:58 - მიიღო ბურთი თავისუფალ ზონაში - ჩააწოდა და ბურთი პირდაპირ ხელებში მისდის მეკარეს- დაკარგვა
9:25 - მიიღო ბურთი, კარგად მოტრიალდა და დაიწყო მოძრაობა კარისკენ, მაგრამ გააკეთა არაზუსტი პასი ვან პესიზე - დაკარგვა
13:45 - ცუდად მიიღო ბურთი - დაკარგვა
25:50 - ფალკაომ გაიტანა გოლი კერიკის პასის შემდეგ

მეორე ტაიმი:

46:06 - ცუდად მიიღო ბურთი, რის გამოც თამაშის წესების დარღვევა მოუხდა - დაკარგვა
47:48 - იღებს ბურთს შეტევაში - დაკარგვა
56:57 - გრძელი პასი ფალკაოზე. მცველთან ორთაბრძოლის შემდეგ პასს უკეთებს იანგს
58:40 - იღებს ბურთს შეტევაში, მცველი არღვევს წესებს. სახიფათო ჯარიმა.
60:50 - მიიღო მონაწილეობა შეტევაში, ერთი შეხებით მიაწოდა ბურთი შოუს
64-ე წუთი ანდერ ერერამ შეცვალა.

***


რობინ ვან პერსის ქმედებები, უკან პასის დაბრუნების გარდა:

25:17 - ევანსმა ცუდი პასი გააკეთა, თუმცა ვან პერსიმ მოახერხა ბურთისთვის ბრძოლა და მოიპოვა კუთხური.
52:20 - წინ პასი ვან პერსიზე, ჰოლანდიელმა მიიღო ბურთი და გადააწოდა რუნის.

ფალკაოს გასვლის შემდეგ:

66:45 - ხუან მატას პასი ვან პერსიზე, რთულ მდგომარეობაში ჰოლანდიელი იღებს ბურთს და ცოტა დაკლდა გოლის გატანასთან.
78:38 - იანუზაის კარის გასწვრივ ჩაწოდების შემდეგ მცველთან ორთაბრძოლაში შეძლო და დაარტყა, თუმცა ვერ მოახვედრა კარის ჩარჩოში.

***


ამ მომენტებიდან ხედავთ რომ თამაში უმეტესად ფალკაოზე მიდის, თუმცა პირველ ტაიმში კოლუმბიელის აქტიურობას უმეტესად ბურთის დაკარგვა მოსდევდა. აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ ისიც რომ, რადამელმა შეძლო და რთულ სიტუაციაში მოახერხა და აღადგინა წონასწორობა.

მეორე ნახევარში სამხრეთ-ამერიკელი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, აღარ კარგავდა ისე ხშირად ბურთს და სახიფათო ჯარიმაც მოიპოვა.

რაც შეეხება პერსის, ის უმეტესად გუნდის თამაშზე დამოკიდებული მოთამაშეა.

თვალსაჩინოებისთვის შემტევი ოთხეული შეგვიძლია გავამწესოთ როგორც კიბეები:

"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


ფალკაო და რუნი იხევენ უკან, რათა დაშალონ მეტოქის მწყობრი დაცვა და ამიტომ უფრო ხშირად იღებენ ბურთს, ვან პერსი და მატა კი ასეთ შემთხვევაში უფრო დამოკიდებული ფეხბურთელები არიან. ამიტომ, როდესაც რუნი-მატას და ფალკაო-ვან პერსის ურთიერთქმედება დაბალ დონეზეა, გუნდის შეტევაც სუსტად გამოიყურება. რაც შეეხება რუნის თამაშს, ისიც ფალკაოს მსგავსად ძალიან ხშირად კარგავდა ბურთს, რამაც საბოლოოდ გამოიწვია მომენტების სიმცირე.

რა თქმა უნდა, არც მატას და ვან პერსის ჩაუტარებიათ საოცარი მატჩი, თუმცა მიკრო ეპიზოდებში თანაგუნდელებზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ.

ამ გადმოსახედიდან რადამელის შეცლა ძალიანაც ლოგიკური ჩანს. თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ მწვრთნელი ჩვენზე უკეთ ხედავს ყველაფერს. მენეჯერის დადანაშაულება ან შექება გარკვეული გადაწყვეტილებების გამო ეს უკვე ნდობის საკითხია.

შედეგები

ორი ფრე მიყოლებით ნამდვილად არ არის მაქსიმუმი "იუნაიტედისთვის", თუმცა ყურების ჩამოყრაც არ ღირს. მეტოქეები ნამდვილად სერიოზულები იყვნენ, "ტოტენჰემმა" გუშინ დაამტკიცა თუ რა შეუძლია, როდესაც საკუთრ მოედანზე "ჩელსისგან" არაფერი დატოვა, ხოლო "ბრიტანიაზე" თამაში ყველას ძალიან უჭირს.

ორი ფრე სერიოზულ მეტოქეებთან, ყველა იმ პრობლემის გათვალისწინებით რაც "იუნაიტედს" აქვს და წაუგებელი სერიის გაგრძელება - ეს კარგი რეზულტატია. წინ გუნდს საშინაო შეხვედრები აქვს "საუთჰემტონთან", "ლესტერთან", "ბარნლისთან" და "სანდერლენდთან" ასევე გასვლაზე "ქუინს პარკთან", "ვესტ ჰემთან" და "სუონსისთან".

რა თქმა უნდა, ყველა მატჩს ვერ ჩავთვლით გასეირნებად, თუმცა ეს სეზონის ის პერიოდია, სადაც "იუნაიტედს" შეუძლია მაქსიმალური ქულების დაგროვება და ლიდერებთან კიდევ უფრო მიახლოვება. შესაძლოა ამ შეხვედრების შემდეგ უკვე ცხადი გახდეს იბრძოლებენ თუ არა წითლები ჩემპიონობისთვის.


წყარო: carrick.ru
სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
2 იანვარი 2015 18:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
Diufi chvenskenaa ori tamashia ver iyenebs momentebs

Evansi katastrofaaa
0
№2
ავტორი: I L C
2 იანვარი 2015 19:19
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
დაცვა არ ვარგა...ეს 3 ფორვარდი ქაოსია.. ჯობია ისევ კერიკი საყრდენი იყოს და რუნი ფალკაო ფორვარდები ეს ვან პერსი აღარაა საძირითადე რეებს მაზავს areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№3
ავტორი: Mufc7
2 იანვარი 2015 19:23
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
გუშინდელი ანგარიშების ფონზე ინგლისში, ჩვენი მოგება ათასჯერ მეტად უფრო გამახარებდა recourse წაუგებელ სერიას გავაგრძელებთ იმედია და იმის იმედიც მაქვს, ფრეს არ დავჯერდებით მომდევნო შეხვედრებში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: RojoDiablo
2 იანვარი 2015 19:42
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
პირველ რიგში, მადლობა ლაშას, რომ სიახლე დაწერა თვენთვის და ჩემთვის.

თამაშის ზოგადი მიმოხილვით თავს არც მე შეგაწყენთ, რადგან კორენევსაც "დაეზარა" ამაზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ არ შემიძლია ჩვენი გუნდი ერთი ხასიათი არ გამოვყო. როცა გოლს ვუშვებთ, გუნდი ერთი-ორად ინდომებს გოლის გატანასა და შესაბამისად მოქმედებს, მაგრამ როცა გასვლაზე ანგარიში თანაბარია, ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ კმაყოფილდება ამაზე გუნდი და ზედმეტს აღარ ინდომებს.

იგივე რამ მოხდა ამ მატჩიც. როცა გოლი გაგვიტანეს, ინიციატივა ასე თუ ისე ჩვენ ვიგდეთ ხელთ და როცა მიზანს მივაღწიეთ, ანგარიში გავათანაბრეთ, გუნდმა დათმო თამაში პირველ ნომრად და გადააბარა სტოკს. რატომ უნდა ითამაშო სტოკთან ასეთი ფეხბურთი არ მესმის, მაგრამ თავისებური მიზეზები ამასაც აქვს.

ქარი - ერთ-ერთი ფაქტორი ჩვენი პასების უზუსტობისა, მაგრამ განსხვავებით ტოტენჰემთან მატჩისა, ჩვენი გუნდი გუშინ უფრო მეტად მიმართავდა გრძელ გადაცემებს, რაც ქარიან ამინდში მეტად გაუმართლებელი ქმედებაა. ტოტენჰემთან უფრო იყო მოკლე პასები შენიშვნადი. იგივე რუნის პასები იანგზე. რამდენიმე ისეთი გადაცემა გააკეთა, რომელსაც მოჰყვებოდა შეტევა, რომ არ არა ქარის გამო უზუსტო პასი და იანგის მიერ ვერ მიღება.

ევანსზე სალაპარაკო არაფერია. ეს კაცი უბრალოდ მაოცებს თამაშების დროს. საოცარ უაზრობებს მიმართავს და მიუხედავად იმისა, რომ ახსნა, რატომ გაეპარა დიუფის მომენტი, ვერაფრით გამიგია, რატომ უნდა დაგემართო ასეთი გამოცდილების მცველს ასეთი რამ. ჩვენდა საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.

ფალკაოს შეცვლით უკმაყოფილო ადამიანებმა იმედია მიიღეს პასუხი თავიანთი უკმაყოფილების შესახებ, მაგრამ მე მაინც მგონია, რადამელის შეცვლის მთავარი მიზეზი იყო დაღლა, რომელიც ყოველი მატჩის მიწურულს იჩენს თავს და ამას მე ვაბრალებ მის აქტიურ თამაშს.

ასეა თუ ისე, ვწუხვარ რომ ფრედ დასრულდა მატჩი, მაგრამ საბედნიეროდ არ წავაგეთ, რისი ალბათოიბაც ძალიან დიდი იყო ძელიდან მოყოლებული არ დადებულ პენალტამდე დასრულებული.

სოტონი წამოგვეწია, ტოტენჰემი წამოგვეწია და ეს უფრო მეტადაა ჩვენი საზრუნავი, ვიდრე სიტი და ჩელსი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Wardell
2 იანვარი 2015 19:51
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
იმედია მთელი წელი ისეთი არ იქნება როგორც დაიწყო.

სტანდარტულები, რომ ჩვენი თავისტკივილი გახდა რიოს და ვიდას წასვლის შემდეგ ეს ცხადზე ცხადლია, თუმცა ამის გამოსწორება შესაძლებელია, სხვადასხვა გზით, რადგან ყველა გუნდს კრაუჩი არ ჰყავს და მათ უკვე აღარ ექნებათ ამხელა უპირატესობა სიმაღლეში.

ძალიან გამიხარდებოდა, მხოლოდ კუთხურებიდან რო შექმნილიყო საფრთხე და სხვა ყველაფერი კარგად ყოფილიყო, რადგან როგორც უკვე ვტყვი ყველას კრაუჩი არ ჰყავს, თუმცა ეს ასე არ იყო და მცველები ძალიან უწყინარი სიტუაციებიდანაც კი საფრთხეს ქმნიდნენ საკუთარ კართან.

სამი მცველით თამაშისას, მეტოქე გუნდი, რომელიც პირველ ნომრად თამაშს არ აპირებს შუაში ძალიან დიდ სივრცეს ტოვებს, რის გამოც ნებით თუ უნებლიედ ცენტრალური მცველი ცდუნებას ვერ იკლავს და წინ მიდის თანაც ძალიან შორს, ამ დროს კერიკი იწევს მის ადგილას, თუმცა მეტოქემ ეს იცის და უცაბედად ატყდება მცველს თავზე ისე რომ კერიკმაც ვერ მოასწროს ბოლომდე დაზღვევა და შეიქმნას კონტრ-შეტევაზე გაქცევის შესაძლებლობა. საბედნიეროდ გუშინ არნაუტოვიჩმა და დიუფმა ეს ვერ შეძლეს.

მოდი მცველებს შევეშვები თავისი გაჭირვებიათ და ცოტა წინ წავიწევ. ნახევარდაცვა "დამჯდარია" როგორც ელემენტი, ამას ახალი სისხლი უნდა გუშინაც კარგად გამოჩნდა ერერას შემოსვლამ როგორ გამოაცოცხლა ისინი. კერიკი აღარ არის 20 წლის ბიჭი, რომელიც 10-12 მატჩს ჩაატარებს, თანაც ისე რომ შეუცვლელი იყოს. ამას ემატება ისიც რომ მაიკლი უფრო ხშირად დაცვით ფუნქციებს ასრუელბს და ამ ყველაფრის ერთობლიობა გვაძლევს უფანტაზიო, ნელ და უაზრო შეტევებს.

ფერგის დროს ზოგს არ მოსწონდა მისი არჩევანი, მაგალითად როდესაც "რეალის" წინააღმდეგ უელბეკი დააყენა და რუნი სკამზე დატოვა, თუმცა მე ამას ყოველთვის გაგებით ვეკიდებოდი, რადგან არ მგონია ყველა თამაშის ერთი შემადგენლობით თამაში შეძლო, რადგან მეტოქეს უნდა შეურჩიო შემადგენლობა და არა შემადგენლობას მეტოქე. ჩემი აზრით ასეთ შეხვედრებში უკვე შემობერებული ვან პერსის თამაში მიუღებელია, რადგან საჭიროა სიჩქარე და ქარიზმა, რადგან მხოლოდ კლასი არ გამოგადგება. 16-ჯერ შეხება იმდენად საგანგარშო არ არის, რამდენადაც ის რომ, მხოლოდ 3-ჯერ მომიხდა მისი ქმედების დაწერა სიახლეში. უმჯობესი იქნებოდა ფალკაო-უილსონის გამწესება, რომლებიც ძალიან მებრძოლი, ჯან-ღონით სავსე შემტევები არიან, ასევე უილსონს აქვს საოცარი სისწრაფე, რაც მას ფლანგზე გადასვლაში დაეხმარება.

ასეა თუ ისეა ეს უკვე წარსულია და წინ უნდა გავიხედოთ. მართლაც ძალიან კარგი კალენდარი გვაქვს და ამით უნდა ვისარგებლოთ, რადგან შემდეგ უკვე იქნება "ჩელსი" და "ევერტონი" მიყოლებით, ასევე "ენფილდზე" გასვლა და ასე შემდეგ.
0
№6
ავტორი: Jorbe-Jorbe
2 იანვარი 2015 21:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
სტოკთან იუნაიტედს რაც ყველაზე მეტად აკლდა, ჩემი აზრით ეს არის კრეატიულობა და მეტი ფანტაზიის უნარი !
და იმედია რომ ეს ევანსის ბოლო სეზონია მანჩესტერში !
0
№7
ავტორი: RedGirl
2 იანვარი 2015 21:47
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ევანსი -_-
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№8
ავტორი: bziki
3 იანვარი 2015 04:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
27 ში დავწერე რო თუ ამ 2 მატჩს მოვიგებდით ჩემპიონობის ამბიცია მომეძალებოდა, მარა რეალობა ისაა რო 6 ის მაგიერ მხოლოდ 2ია და ამ ეტაპზე ეს უნდა ვიკმაროთ იმიტო რო მეტი ფიზიკურად არაა. აქ უნდა გამოჩენილიყო ჩვენი ჩემპიონობის ამბიცია რამდენად რეალური იყო მაგრამ სამწუხაროდ ის დავინახე რო მხოლოდ სამეულს უნდა დავჯერეთ წელს.

ბევვრი პოზიტივია შანშარდელთან შედარებით, წლევანდელ თამაშებში "ბალანსის" მატება იგრძნობა რაზეც ამახვილებდა ყურადღებას ვან გაალი

მაგრამ ვაღიაროთ წელს საჩემპიონო სასტავი არ ვართ ბევრი ხარვეზია, რაც დროის სიმცირით აიხსნება შეუთამაშებლობა,ურთიერთ ვერ გაგება, და რაც მთავარია ტრამვები, სწორედ ტრამვებმა მოგვიღო ბოლო შარრშანაც ტრამვები რო არა უკეთესი შედეგი გვექნებოდა მაგრამ ტრამვებიც ფეხბურთის ნაწილია და მზად უნდა იყო ტრამვებისთვისაც. ტავტოლოგიაა მარა გაატარეთ

შეიკვრება კამნდა, გამოჩნდება ძირითადი ბირთვი რაც ყველაზე მთავარია და შედეგიც ბევრად უკეთესი იქნება

რაღაც ფეერული თამაშის ხარისხი არ აქ ვან გაალის გუნდებს მარა შედეგი აქ, რაც ამ ეტაპზე უფრო მნიშველოვანია. უპირველესი საზრუნავი "ელიტაში" დაბრუნებაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top