2014 წელი "იუნიატედისთვის" უტიტულო აღმოჩნდა და აქედან გამომდინარე წარმოუდგენელია ეს წელი დადებითად შეაფასო, თუმცა ყველა დაღმართს აღმართი მოყვება და დარწმუნებული ვარ სულ მალე კვლავ დავბრუნდებით მწვერვალზე. მაქამდე კი, გავიხსენოთ გასული წლის გამორჩეული მოვლენები.
1) ხუან მატას ტრანსფერი 2014 წლის 24 იანვარს ხუან მატამ "იუნაიტედთან" ოთხ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. "წითელ ეშმაკუნებს" მისი გამოსყიდვა 38 მილიონი ფუნტ-სტერლინგი დაუჯდათ. მანჩესტერის ფანებისთვის წარუმატებელი და აწ უკვე დათხოვნილი დევიდ მოიესისგან მატას ტრანსფერი ნამდვილად კარგი საჩუქარი იყო. ესპანელმა ნახევარმცველმა იანვრიდან მოყოლებული 2013-14 სეზონის დასრულებამდე "იუნიატედის" შემადგენლობაში 15 თამაში ჩაატარა და 6 გოლის გატანა მოახერხა. დღეის მონაცემებით, ეს შედეგი 32 თამაშში თერთმეტ გოლს უდრის. ხუანიტომ ფანების სიმპატია ძალიან მალე დაიმსახურა, რაშიც საკუთარ ბლოგზე პერიოდულად გამოქვეყნებული წერილებიც დაეხმარა.
2) დევიდ მოიესის გადადგომაწარუმატებელი ასპარეზობისა და "იუნიატედისთვის" უჩვეულო მეშვიდე ადგილზე ყოფნის შემდეგ "მანჩესტერის" ხელმძღვანელობამ სერ ალექს ფერგიუსონის მემკვიდრე, შოტლანდიელი დევიდ მოიესი დაითხოვა. ამ გადაწყვეტილებამ გულშემატკივრების დიდი ნაწილი ძალიან გაახარა, რადგან მათი აზრით, მოიესი არ იყო ის პიროვნება, ვისაც ამ დონის გრანდის გაწვრთნა ღირსეულად შეეძლო. სწორედ მისი წასვლის შემდეგ დაიწყო გუნდში ძირეული ცვლილებების განხორციელება. შოტლანდიელის ხანმოკლე მოღვაწეობის განმავლობაში "იუნიატედი" გამოვარდა ფეხბურთის ასოციაციის თასის გათამაშებიდან, ასევე ადგილობრივი თასის გათამაშებიდან. მისი ხელმძღვანელობით "წითელი ეშმაკუნები" პრემიერ ლიგის ოთხეულს მიღმა დარჩნენ და ჩემპიონთა ლიგის საგზურიც ვერ მოიპოვეს.
3) რაიან გიგზმა კარიერა დაასრულალეგენდარულმა უელსელმა ფეხბურთელმა, რაიან გიგზმა 24 წლიანი კარიერა 41 წლის ასაკში, 2014 წლის მაისში დაასრულა. ამ ხნის განმავლობაში "იუნიატედის" მაისურით მან ჩაატარა 953 ოფიციალური თამაში, გაიტანა 168 გოლი, მოიგო 3 ტიტული, მათ შორის ცამეტი პრემიერ ლიგა, ორი ჩემპიონთა ლიგა და ოთხი ინგლისის ასოციაციის თასი. გიგზზე საუბარი უსასრულოდ შეიძლება - 2011 წელს იგი აღიარეს "იუნიატედის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად და ეს ფაქტი ყველაფერზე მეტყველებს. გარდა საფეხბურთო კარიერისა, უელსელი მთავარი მწვრთნელის მოვალების დროებითი შემსრულებელიც იყო. მან ოთხ მატჩში უხელმძღვანელა გუნდს და შესაძლო 12 ქულიდან, შვიდის მოპოვება შეძლო. ამჟამად, "იუნიატედის" ცოცხალი ლეგენდა ვან გაალის ასისტენტობითაა დაკავებული და აგრძელებს თავისი წვლილის შეტანას გუნდის განვითარებაში.
ფაქტია, რაიან გიგზი ფეხბურთის უდიდესი მოვლენაა და ამაში ეჭვი არავის შეაქვს. უელსელი არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ფერგიუსონის განუმეორებელ ეპოქაში თავიდან-ბოლომდე ჩანს.
4) ვან გაალის "იუნიატედის" მთავარ მწვრთნელად დანიშვნადევიდ მოიესის დათხოვნის შემდეგ დაანონსდა, რომ გუნდს ჰოლანდიელი მწვრთნელი, ლუის ვან გაალი ჩაიბარებდა. მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულად ასპარეზობის შემდეგ, ვან გაალმა უარი თქვა არდადეგებზე და მაშინვე მანჩესტერში ჩაფრინდა, სადაც კონტრაქტი შეათანახმა და ოფიციალურად მიიღო მთავარი მწვრთნელის სტატუსი. მას ევალება "იუანატედისთვის" ძველი დიდების დაბრუნება, ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება და რაც მთავარია, ტიტულების მოპოვება. ამის გარეშე "მანჩესტერი" წარმოუდგენელია და ეს ვან გაალსაც კარგად ესმის.
დღეისთვის ვან გაალის მიერ გაწვრთნილი გუნდი პრემიერ ლიგის ცხრილში მესამე ადგილს იკავებს და დღითიდღე პროგრესირებს. მუდმივი ტრავმიანობის ფონზე, ჰოლანდიელის გუნდს არ ეძლევა საშუალება ბოლომდე გამოავლინოს თავისი პოტენციალი, მაგრამ იმედს ვიტოვებთ რომ ტრავმიანობა ჩაივლის და გუნდი საბოლოოდ იპოვნის თავის სათამასო სტილს.
5) დი მარიას ტრანსფერიჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვების შემდეგ, არგენტინელი ვინგერი, ანხელ დი მარია მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანიც გახდა. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ მას შემდეგ რაც მადრიდის "რეალმა" ხამეს როდრიგესი შეიძინა, დი მარიას ესპანეთში დარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ამ შესაძლებლობით ისარგებლა "იუნიატედის" ხელმძღვანელობამ და თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი თავის გუნდში მოიყვანა. არგენტინელი პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირი შენაძენი აღმოჩნდა. ანხელმა ლეგენდარული შვიდი ნომერი მოირგო და ფანებს დაპირდა, რომ თავის მაქსიმუმს გააკეთებს გუნდის წარმატებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელს ხშირი ტრავმიანობა აწუხებს და უკვე რამდენიმე მატჩია ვერ ახერხებს გუნდის დახმარებას, მაინც კარგი სტატისტიკა აქვს. ანხელმა 12 მატჩში სამ გოლსა და ექვს ასისტის მოუყარა თავი, რაც ნორმალური შედეგია. იმედს ვიტოვებ, რომ არგენტინელი დაიბრუნებს ოპტიმალურ ფორმას და გააუმჯობესებს საკუთარ სტატისტიკას.
სტატიის ავტორი : დიმიტრი სანაია