თბილისი:
მანჩესტერი:
1-01-2015, 21:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1893,
კომენტარები: 8
ევანსი: "რთული ბრძოლა იყო"
ჯონი ევანსი მატჩის შემდგომ.
ევანსი:
ჯონი ევანსი თვლის, რომ "სტოკ სიტისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩში ერთი ქულა ორივე გუნდმა დაიმსახურა და აცხადებს, რომ მისმა კლუბმა დიდი ბრძოლა გადაიტანა.

"ვერ ვითამაშეთ ისე კარგად, როგორც ბოლო მატჩებში. აქ ჩამოსვლა რთულია და ამინდი კიდევ უფრო ართულებდა თამაშს, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში, როცა ქარი ჩვენ საწინააღმდეგოდ ქროდა. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ფრე სამართლიანი შედეგია."

"არ არის კარგი გოლის ადრე გაშვება, მაგრამ ვფიქრობ, პირველი ტაიმის მიწურულს კარგად ვითამაშეთ, თამაშს ვაკონტროლებდით და გოლიც დავიმსახურეთ."


მასპინძლებს შეეძლოთ ორ ბურთიანი უპირატესობით გასულიყვნენ წინ, როცა მამე ბირამ დიუფმა ჯონი ევანსს ბურთი წაართვა და მცველის ფეხებს შორის გატარების შემდეგ მეკარის პირისპირ დარჩა, მაგრამ დიუფმა კარს ააცილა. "ვფიქრობ, ყველამ შვებით ამოისუნთქა, განსაკუთრებით მე!"

"რთული პირობები იყო და ჰაერში მყოფ ბურთს ქარი უშლიდა ხელს, ასე რომ, მიმართულების გამოცნობა რთული იყო. როცა ბურთი ჩემი თავის სიმაღლეზე ავიდა, ვფიქრობდი, რომ თავზე მომხვდებოდა, მაგრამ შემდეგ ცოტათი წინ წავიდა. უკეთესად უნდა მემოქმედა, მაგრამ გამიხარდა, როცა დავინახე, რომ ბურთი კარს ასცდა."
- განაცხადა ევანსმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
1 იანვარი 2015 21:15
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ამ თამაშში კრაუჩმა გვაწვალა თავით. დიუფს ასეთი მომენტი კი უნდა გაეტანა და მერე რაღა გვეშველებოდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Wardell
1 იანვარი 2015 21:20
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
აუუუ ეს გაათრიეთ რაააააააა აღარ შემიძლია ამის ატანააა :@ :@
0
№3
ავტორი: Jorbe-Jorbe
1 იანვარი 2015 21:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
როგორ მძულს ნეტა იცოდეთ, ტიპს რო აქვს ბურთი იმენა მეშინია, ეს რატოა საერთოდ მანჩესტერში, რა კრიტერიუმს აკმაყოფილებს ნეტა რა... გაათრიეთ
0
№4
ავტორი: Manchester_M
1 იანვარი 2015 22:28
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
წადი ევანს დაისვენე :) ლამის წავაგეთ ამის შეცდომების გამო :X
0
№5
ავტორი: დავითი
1 იანვარი 2015 23:34
  • სიახლეები: 13
  • კომენტარები: 154
აუ ეს ფერდინანდს მიაყოლეთ!!! კინაღამ წაგვაგებია! როხო როდის გამოვა? დიმარიაც და გავეშვებით!
0
№6
ავტორი: RedGirl
2 იანვარი 2015 00:20
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
როდის ვიხილავ შენს ადგილას ჰუმელსს ნეტა :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№7
ავტორი: DiMaria
2 იანვარი 2015 11:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ევანსი: "ძალიან დირკა ვიყავი"
0
№8
ავტორი: GeorgeBest
2 იანვარი 2015 14:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უკეთესად უნდა მემოქმედა, მაგრამ გამიხარდა, როცა დავინახე, რომ ბურთი კარს ასცდა


მერე რა გვეშველებოდა wink ამისი და სმოლინგის ყურება areyoukiddingme
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top