ბოლო ხანში დიდი იყო ვარაუდი იმისა, რომ 29 წლის ''ასტონ ვილას'' ცენტრალური მცველი რონ ვლაარი ''მანჩესტერ იუნაიტედში'' ითამაშებდა თუმცა როგორც თავად რონმა განაცხადა ეს ყველაფერი უსაფუძვლოა.
''მანჩესტერ იუნაიტედთან'' არანაირი კავშირი არ მქონია თუმცა თუ მართლა გადაწყვეტენ წითლები ჩემს შეძენას მე მათ წინადადებას დიდი სიამოვნებათ განვიხილავ''- განაცხადა რონ ვლაარმა.
თავისი მოსაზრება გამოთქვა ''ასტონ ვილას'' მთავარმა მწვრთნელმა პოლ ლამბერტმა და განაცხადა, რომ ზამთარში ყველა ფეხბურთელი ძვირია ამიტომ ის ეჭვობს შესაძლო ტრანსფერზე ვლაართან დაკავშირებით თუმცა აცხადებს, რომ თუ რომელიმე გუნდი მასში 15 მილიონზე მეტს არ გადაიხდის წინააღმდეგ შემთხვევაში ის გუნდს არ დატოვებს.