თბილისი:
მანჩესტერი:
1-01-2015, 14:38
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2063,
კომენტარები: 6
ხმა მიეცით: თვის საუკეთესო გოლი
თვის საუკეთესო გოლი.
ხმა მიეცით: თვის საუკეთესო გოლი
"მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ გატანილი დეკემბრის თვის საუკეთესო გოლისთვის 7 კანდიდატი იბრძოლებს.

ნოემბერში ამ პრიზის მფლობელი რობინ ვან პერსი გახდა, რომელმაც "ჰალ სიტის" კარი შორეული დარტყმით აიღო. რობინი დეკემბრის თვის საუკეთესო გოლის ავტორობისთვისაც იბრძოლებს.

ნომინაციაში ჰოლანდიელის მიერ "საუთჰემპტონის" კარში გატანილი მეორე გოლი და "ნიუკასლის" კარში გატანილი თავური მიიღებს მონაწილეობას. ორივე შემთხვევაში რობინს ასისტენტობა უეინ რუნიმ გაუწია.

პრიზისთვის იბრძოლებს რუნის მიერ გატანილი ორი გოლიც, რომლებიც მან "ლივერპულსა" და "ნიუკასლს" გაუტანა. პირველ შემთხვევაში რუნის საგოლე გადაცემა ვალენსიამ მიაწოდა, ხოლო მეორე გოლის შემთხვევაში ასისტენტობა რადამელ ფალკაომ გასწია.

ნომინაციის გარეშე არ დარჩენილა არც კოლუმბიელი ფორვარდი და მის მიერ "ასტონ ვილას" კარში გატანილი თავური გოლი ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ გასული წლის ბოლო თვეში.

კიდევ ერთი ავტორი, რომელმაც ასევე თავური გოლი გაიტანა, მარუან ფელაინი გახლავთ, რომელმაც "სტოკ სიტის" კარი საშინაო მატჩში დალაშქრა.

წარმომადგენლის გარეშე არ დარჩენილა არც ახალგაზრდული გუნდი - ზაკ დირნლიმ ასოციაციის თასის 18 წლამდელთა გათამაშებაში "ბერის" ულამაზესი გოლი გაუტანა.

ხმის მისაცემად გადადით ბმულზე




წყარო: manutd.com


რომელ გოლს მიეცით ხმა?

ფელაინი vs "სტოკი"
ვან პერსი vs "საუთჰემპტონი"
რუნი vs "ლივერპული"
დირნლი vs "ბერი"
რუნი vs "ნიუკასლი"
ვან პერსი vs "ნიუკასლი"
ფალკაო vs "ასტონ ვილა"

ვიდეოები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
1 იანვარი 2015 14:45
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ახალგაზრდას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
1 იანვარი 2015 14:59
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რუნის გოლს მივეცი მე ნიუკასლთან

ისე დირნლიმ რა მაგარი შეაგდო winked
0
№3
ავტორი: NUGI
1 იანვარი 2015 16:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
დირნლის ჩემი ხმა
0
№4
ავტორი: RedGirl
2 იანვარი 2015 00:03
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
დირნლის მივეცი მე love მაგარი შეაგდო love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№5
ავტორი: Goginashvili777
2 იანვარი 2015 09:39
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ყოჩაღ დირნლის ! ეს თვე ლამაზი გოლებით ვერ დაგვამახსოვრდაა request
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№6
ავტორი: DiMaria
2 იანვარი 2015 11:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
რუნი მოიგებს, მაგრამ მაინც დირნლის მივეცი ხმა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top