"სტოკ სიტის" მთავარი მწვრთვნელი და "იუნაიტედის" ყოფილი მოთამაშე, მარკ ჰიუზი მიიჩნევს რომ უეინ რუნის შეუძლია პოლ სქოულზის ადგილი დაიმკვიდროს, მაგრამ მისი მოედნის ცენტრში გადანაცვლება შესაძლოა პოტენციურ რეკორდზე უარის თქმის სანაცვლოდ მოხდეს.
ბოლო მატჩებია უეინ რუნი მოედნის ცენტრში, ნახევარმცველად გვევლინება, რაც მისი ტრადიციული პოზიციისგან განსხვავდება. 29 წლის ფორვარდი 181 ახლა მესამე პოზიციაზე იმყოფება პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში. "ნიუკალსის" და "ბლექბერნის" ლეგენდას, ალან შირერს კი ერთი შეხედვით ხელშეუხებელი რეკორდი - 260 გოლი აქვს მის ანგარიშზე.
"მთელი კარიერის მანძილზე უეინ რუნი ფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა." აცხადებს ჰიუზი. "მაგრამ ახლა ნახევარმცველებთან უფრო მჭიდრო კონტაქტი აქვს და ადვილად ერგება მის ახალ როლს. ასე რომ სულაც არ მიკვირს, რომ რუნი შესანიშნავად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. მას ადაპტაცია უნდა გაევლო, მაგრამ ეს სულაც არ გამოდგა ძნელი."
"როდესაც ფორვარდი ხარ, შენ ხშირად გთხოვენ უკან დახევას და სიღრმიდან თამაშს. საქმე ახლა ამ მოვალეობის სიხშირეზეა და სხვა არაფერზე. ეს ჩემთვის დიდი პრობლემა იყო უელსის ნაკრებში, მე არ ვიყავი ამას მიჩვეული."
"იგი (რუნი) მაინც ახერხებს გოლების გატანას ნახევარმცველის პოზიციიდან, მაგრამ მისთვის დიდი ამოცანა იქნება შირერის რეკორდის მოხსნა. შესაძლოა თუ იგი ყველა პენალტს და ჯარიმას შეასრულებს, დაეწიოს კიდეც მას."
ჰიუზი დავიდ დე ხეასაც შეეხო და აცხადებს რომ იგი პატარა ბიწიდან ჩამოყალიბებულ კაცად გადაიქცა. "სტოკის" თავკაცი აგრძელებს: "ის შესანიშნავ სეივებს აკეთებს."
"როდესაც დე ხეა პირველად ვიხილე ამ სტადიონზე ის პატარა ბიჭს ჰგავდა, რომელიც თავის გზას ეძებდა პრემიერ ლიგაში. მაგრამ ახლა მისი მეკარის მონაცემები აძლევს საშუალებას რომ იყოს სახელგანთქმული და თავდაჯერებული." დაასრულა ჰიუზმა.