თბილისი:
მანჩესტერი:
1-01-2015, 09:06
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1982,
კომენტარები: 4
დი მარია ვარჯიშებს უბრუნდება
ანხელ დი მარიას ტრავმა სერიოზული არ გამოდგა.
დი მარია ვარჯიშებს უბრუნდება
არგენტინელი ვინგერი დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოედანს "ვილა პარკზე" დაუბრუნდა და მატჩის ბოლო ნახევარი საათიც ჩაატარა, თითქოს ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა და ანხელი სასტარტოში ადგილს სულ მალე დაიბრუნდებდა, თუმცა "ნიუკასლთან" საშინაო მატჩის წინა ვარჯიშზე მან ახალი დაზიანება მიიღო და ისევ ტრავმირებულთა სიაში ჩაეწერა. სამშაბათს, ჟურნალისტებთან საუბრისას ჰოლანდიელმა სპეციალისტმა გაამხილა, რომ სამხრეთ-ამერიკელი ვარჯიშს სულ მალე დაუბრუნდებ:

"ის ბრუნდება, ვფიქრობ ამ კვირაში უკვე შეძლებს ჩვენთან ერთად ვარჯიშს. ტრავმა სერიოზული არ არის და მე ეს უკვე ვთქვი."

2015-წლის პირველ მატჩს "იუნაიტედი" "ბრიტანია სტეიდიუმზე" გამართავს და ადგილობრივ "სტოკ სიტის" დაუპირისპირდება, ვან გაალის და მისი შეგირდები ეცდებიან ლიდერებთან მინიმუმ სხვაობა შეინარჩუნონ.

ლიდერებმა მე-19 ტურში ქულები დაკარგეს, თუმცა ამით "ეშმაკებმა" ვერ ისარგებლეს და "დეზებთან" მხოლოდ ფრეს დაჯერდნენ, ჰოლანდიელმა კომენტარი ამაზეც გააკეთა: "პირადად ჩემთვის, ჩემი გუნდის შედეგები და თამაში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოპონენტების ჩავარდნა, მიუხედავად იმისა რომ, სპორტში ყველაფერი შედარებითია."

კითხვაზე, აქვს თუ არა უფლება "იუნაიტედს" კიდევ დაკარგოს ქულები, ლუიმ ასეთი პასუხი გასცა:

"ეს "სიტიზე" და "ჩელსიზეა" დამოკიდებული, რადგან მხოლოდ ეს ორი გუნდია ჩვენზე წინ. ბოლო სამ მატჩში -"ასტონ ვილა", "ნიუკასლი", "ტოტენჰემი" - ჩემი აზრით, 9 ქულა უნდა აგვეღო, თუმცა მხოლოდ 5 მივიღეთ, ამიტომ წინასწარ ლაპარაკი რთულია. ყოველთვის მაქსიმუმი უნდა გააკეთო, რადგან არ იყო სხვაზე დამოკიდებული.

მხოლოდ საკუთარი მატჩით უნდა იყო შეწუხებული, მხოლოდ მომავალ მეტოქეზე უნდა ფიქრობდე. ყველა მოთამაშე ასე უნდა მოიქცეს, დაიწყოს თამაში უკვე საწოლში დაწოლის მომენტიდან."




წყარო: manutd.com
სტატიები
4 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
1 იანვარი 2015 14:00
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
დღეს 3 ქულიანები ვართ
0
№2
ავტორი: GeorgeBest
1 იანვარი 2015 14:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
Araushavrs varjishze kide travmas miigebs
0
№3
ავტორი: RojoDiablo
1 იანვარი 2015 14:26
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ორ დღით დაბრუნდება და ისევ შებრუნდება მერე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: RedGirl
1 იანვარი 2015 23:56
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ეს რა ბალერინასავითაა მართლა რა. სულ ტრამვა როგორ უნდა ჰქონდეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top