თბილისი:
მანჩესტერი:
1-01-2015, 09:07
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1482,
კომენტარები: 4
შოუ: "ეშლი იანგი საოცრად თამაშობს მარცხენა მცველის პოზიციაზე"
ლუკ შოუ თანაგუნდელზე საუბრობს.
შოუ:
მას შემდეგ რაც ლუკ შოუმ "არსენალთან" გასვით შეხვედრაში დაზიანება მიიღო და შესაცვლელი გახდა, მისი ადგილი ეშლი იანგმა დაიკავა. შეგვიძლია თამამად ვთქვათ ინგლისელმა თანამემამულე კარგად შეცვალა და ერთ-ერთი შეუცველელი მოთამაშეც გახდა.

იანგმა ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი გვაჩუქა ამ მცირე მონაკვეთში, თუნდაც მისი ბოლო წუთებზე კარის ხაზიდან გამოტანილი ბურთი, "სტოკის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, ასევე საგოლე გადაცემა, რომლის შემდეგაც რადამელ ფალკაომ "ასტონ ვილას" კარი აიღო და კიდევ ბევრი სხვა.

"ისინი [იანგი და ვალენსია] ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ"- განუცხადა შოუმ MUTV-ს

"ვფიქრობ, მათმა კარგმა თამაშმა დიდწილად განაპირობა გუნდის წარმატება, განსაკუთერბით კი ეშლი იყო ძალიან კარგი.

ის მოედნის ორივე მხარეს ძალიან შედეგიანი იყო, ეხმარებოდა მცველებს და შეტევაშიც თავისი ჩაწოდებებით ამარაგებდა ფორვარდებს, ეს არის ის რამაც ძალიან მომხიბლა."


შოუმ მხოლოდ 8 მატჩში შეძლო მონაწილეობის მიღება, მისი კარიერა "იუნაიტედში" ტრავმების გამო ისე ვერ აეწყო, როგორც თავად სურდა. 19-წლის ინგლისელი 5-კვირიანი უქმობის შემდეგ მოედანს "ტოტენჰემთან" მატჩში დაუბრუნდა და პოზიტიურად არის განწყობილი.

"ახლა თავს მართლაც კარგად ვგრძნობ. ყოველთვის დიდი იმედგაცრუებაა, როდესაც მოშუშებულ ტრავმას ახალი ემატება.

სამწუხაროა - ჩემი მანჩესტერული კარიერა ჯერ ისეთი ნამდვილად ვერ არის როგორიც მსურდა.

დიდი იმედი მაქვს კარგ ფორმაში ჩავდგები და ლაზარეთში დაბრუნება აღარ მომიწევს, ძალიან მსურს გუნდს დავეხმარო და ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს."



წყარო: M.E.N
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
1 იანვარი 2015 13:04
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
თუ ძმა ხარ, დაბრუნდი ისეთ ფორმაში როგორიც ბოლო მატჩებში იყავი და ნუ დამანახებ მაგ უხსენებლს საერთოდ. კიდე კაი მეორე ლენჩმა ტრავმა აიკიდა და დღეს მაგის საცოდაობას არ ვუყურებ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: GeorgeBest
1 იანვარი 2015 14:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
Mere ra gixaria? :D
0
№3
ავტორი: RojoDiablo
1 იანვარი 2015 14:25
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
არ მგონია, რომ ეშლი ხელის შემშლელი კანდიდატი იქნება შოუსთვის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: RedGirl
1 იანვარი 2015 23:57
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ეს ფორმაში ჩადგეს და ეშლი არა ის კიდე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top