ანდერს ლინდეგაარდმა და უეინ რუნიმ "იუნაიტედის" გულშემატკივრებს ახალ წელს ქალაქ სტოკში მდებარე სასტუმროდან მიულოცეს. დანიელმა მეკარემ სურათი თავისი ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე დადო. სურათს ანდერსის კომენტარი დაერთვის:" ახალი წლის საღამოს სასტუმროში გავატარებ უეინთან და სხვა მეგობრებთან ერთად."
რაც შეეხება "იუნაიტედს", გუნდი სულ უფრო და უფრო პროგრესირებს ლუი ვან გაალის აზრით. "ჩვენ ვპროგრესირებთ - ეს ყოველი კვირის ბოლოს უფრო თვალნათლივ ჩანს, ჩვენ უკეთესები ვხდებით. შედეგი მისაღებია, თუმცა გაცილებით მეტი შეგვიძლია. აქ ყოფნისას "იუნაიტედის" გულშემატკივარმა გამაოცა, ისინი საოცრები არიან. ის თუ როგორ უყვართ მათ გუნდი, როგორ სჯერათ მოთამაშეების და მწვრთნელების, ეს დაუჯერებელია."
11 მატჩის შემდეგ ჩვენ მხოლოდ 13 ქულა გვქონდა, რაც კარგი ნამდვილად არ არის, მეტიც ეს საშინელებაა, თუმცა ისინი მაინც ჩვენ გვერდით იდგნენ და ვფიქრობ ეს იმიტომ რომ, ჩემი გუნდი მებრძოლ სულს აჩვენებდა. სწორედ ასეთი სული აქვთ ფანებსაც, ჩვენ არ ვიყავით ყოველთვის კარგები, თუმცა ისინი ბოლო წუთებამდე თავდაუზოგავად გვქომაგობდნენ. მინდა ამ ყველაფრისთვის მათ მადლობა გადავუხადო. "