თბილისი:
მანჩესტერი:
31-12-2014, 20:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1486,
კომენტარები: 5
ვან გაალი: "გასვლით მატჩებში უნდა მოვუმატოთ"
ლუი ვან გაალი გუნდს გასვლით მატჩებში დომინირებისკენ მოუწოდებს.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალმა თავის ფეხბურთელებს მოუწოდა გასვლით მატჩებში უკეთესი შედეგები აჩვენონ და ეს ახალი წლის პირველ დღეს "სტოკ სიტისთან" მატჩით დაიწყონ.

"წითლები" "ბრიტანიაზე" 9 მატჩიანი წაუგებელი სერიით ჩადიან, მაგრამ უკანასკნელ ორ გასვლით შეხვედრაში ვან გაალის შეგირდებმა ფრე ითამაშეს "ასტონ ვილასა" და "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მატჩებში. "იუნაიტედმა" საშინაო მატჩებში შესაძლო 30-დან 25 ქულა აიღო მაშინ, როცა იგივე მაჩვენებელი გასვლით მატჩებში შესაძლო 27-დან მხოლოდ 11 ქულას უდრის.

სწორედ ამ სტატისტიკის გაუმჯობესება სურს ჰოლანდიელს და ამის გასაკეთებლად ის უახლოეს მატჩს გამოიყენებს.

"მახსოვს "სტოკის" წინააღმდეგ სახლში თამაში, სადაც მატჩის მიწურულს სუსტად გამოვიყურებოდით. შესაძლოა იმ მატჩის შემდეგ გამახსენეთ, რომ მე გუნდის ბალანსი უნდა შემეცვალა. ჩემი გუნდის ბალანსი მაშინ არ იყო იმდენად კარგი, რამდენადაც ახლაა."

"ყოველი კვირის შემდეგ იმას ვამბობ, რომ ვუმჯობესდებით და ეს "სტოკის" წინააღმდეგაც უნდა ვაჩვენოთ. ჩვენ "სუონსისა" და "ჩელსის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრების გარდა ყველა საშინაო მატჩი მოვიგეთ. ხოლო გასვლაზე მხოლოდ "არსენალი" და "საუთჰემპტონი" დავამარცხეთ. როგორც უკვე ვთქვი, "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ გაგვიმართლა."

"ჩვენ თითოეულ საშინაო შეხვედრაში უნდა ვდომინირებდეთ. რაიან გიგზმა მითხრა, რომ "სტოკ სიტის" სტადიონი სათამაშოდ ძალიან რთულია. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ დომინირება შეგვიძლია, მიუხედავად იმისა, რომ "სტოკში" თამაში რთულია."
- განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: LizarD
31 დეკემბერი 2014 21:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
რთული თამაში იქნება, მაგრამ მგონია რომ მოიგებენ..
0
№2
ავტორი: RojoDiablo
31 დეკემბერი 2014 21:10
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
სახლში შენ ათამაშე ლუი და გასვლაზე მოიესი დავაბრუნოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: GeorgeBest
31 დეკემბერი 2014 22:15
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ტოტენჰემისგან განსხვავებით უკეთესი თამაში უნდა ვაჩვენოთ, მოსამზადებლად ჰქონდათ დრო და ისევ ისე არ გამოვლენ

მომენტები უნდა გამოვიყენოთ
0
№4
ავტორი: Z A C K™
31 დეკემბერი 2014 23:10
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
შარშან გასვლაზე ყველაზე კარგი შედეგი გვქონდა და წელს მარტო ორი მოგება გვაქ :/
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№5
ავტორი: bziki
31 დეკემბერი 2014 23:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
სტოკში სულ საშინელი ამინდია. თან ძალისხმიერ ფეხბურთს თამაშობენ და მაგრა გაგვიჭირდება. მაქსიმალურად ჯარმების გარეშე უდა იყომარონ თორე ყველა სტანდარტი ხიფათია ჩვენ კართან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top