თბილისი:
მანჩესტერი:
31-12-2014, 22:15
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1714,
კომენტარები: 2
სმოლინგი: "კარგია, რომ ცოტა დრო გამოვტოვე"
კრის სმოლინგი ტრავმის შესახებ საუბრობს.
სმოლინგი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი, კრის სმოლინგი მოხარულია ტრავმის შემდეგ გუნდში დაბრუნებით და იმედოვნებს, რომ ახალ 2015 წელს გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

კრის სმოლინგი "საუთჰემპტონთან" მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ ვერ ახერხებდა თამაშს, მაგრამ გასულ მატჩში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ შეცვლაზე შევიდა და თავის გუნდს ერთი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

"ტრავმა ძალიან სამწუხარო იყო, მაგრამ კარგია, რომ ცოტა დრო გამოვტოვე და იმედი მაქვს, გუნდში დაბრუნებას მოვახერხებ და დახმარებას შევძლებ."

"როცა ტრავმირებული ხარ, სამწუხარო დღეები გაქვს! რთულია იმის ხილვა, რომ სხვა მოთამაშეები სავარჯიშოდ არიან გასულები და შენ მხოლოდ შიგნიდან გიწევს მათი ყურება და რბილი ვარჯიშებით დაკავება. ვწუხდით - შენ სხვადასხვა ფაზებს გადიხარ, როცა ტრავმას არ იღებ და შემდეგ სამი ან ოთხი ერთად შეგემთხვევა. იმედი მაქვს ახალ წელს უფრო მეტი ფეხბურთელი იქნება ხელმისაწვდომი და მათ მნიშვნელოვან მატჩებში გამოვიყენებთ."

"რამდენიმე მცველმა მიიღო ერთად ტრავმა და ამის გამო სხვებისთვის შესაძლებლობის მიცემა წამაქეზებელი იყო. ფორმაციით, რომლითაც ჩვენ ვთამაშობთ, მოედანზე სამი ცენტრალური მცველი იმყოფება, ასე რომ, ჩვენ ახლოს ვართ და როცა მატჩების წინა დღეს ერთად ვართ, ვმუშაობთ."

"სეზონის დასაწყისი იმედის გამაცრუებელი იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში კარგი შედეგების მიღწევა დავიწყეთ. ჩვენ ზედიზედ რამდენიმე დიდებული გამარჯვება მოვიპოვეთ და სამწუხარო იყო, რომ "ტოტენჰემთან" ის შედეგი ვერ მივიღეთ, რასაც ვიმსახურებდით. იმედი მაქვს, როცა ყველა დაგვიბრუნდება, ჩვენ მდგრადობას შევიძენთ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედს" ყოველთვის ახასიათებდა - ვფიქრობ, ამას ვუახლოვდებით."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
2 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
31 დეკემბერი 2014 22:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედი მაქვს, როცა ყველა დაგვიბრუნდება, ჩვენ მდგრადობას შევიძენთ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედს" ყოველთვის ახასიათებდა


ყველა რომც დაბრუნდეს დაცვის ხაზი მაინც ის დარჩება რაცაა, დიდი ხვრელი იმენა
0
№2
ავტორი: bziki
31 დეკემბერი 2014 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
სმოლინგს საგრძნობლად აქ მომატებული. დღევანდელი ფორმაციის დაცვაში ყველაზე კარგი მატჩები ჩაატარა, ჯონსმა თუ არ მოუმატა იჯდება სკამზე 4 მცველიან სქემას რო დავუბრუნდებით. ევანსი გასაშვებია და 2 მცველია დასამატებელი. ერთი ზამთარში ერთი ზაფხულში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top