თბილისი:
მანჩესტერი:
31-12-2014, 14:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2380,
კომენტარები: 6
მანქანა შიგნიდან, სახელად - "მანჩესტერ იუნაიტედი"
"იუნაიტედის" ურთიერთობა სპონსორებთან.
მანქანა შიგნიდან, სახელად -
2009 წლის დეკემბერში კომპანია Concha y Toro-ს სათავო ოფისში - ღვინის მწარმოებელი 127 წლიანი ისტორიით, რომელიც ჩილეს სანტიაგოში მდებარეობს - ჩამოვიდა მოულოდნელი პაკეტი. მის შიგნით მიმაგრებული იყო მდიდრულად მორთული ყუთი, რომელსაც მოხვეული ჰქონდა შავი აბრეშუმი, რომელშიც საფეხბურთო ტყავის ბურთი იდო. ბურთზე გაკეთებული იყო წარწერა: Concha y Toro-ს Manchester United-ისგან. წიგნში, რომელიც ამ საჩუქარს თან ახლდა ახსნილი იყო საფეხბურთო კლუბისა და ღვინის საწარმოს თანამშრომლობის ფინანსური მოგება. არაუგვიანეს 36 საათისა "იუნაიტედის" დირექტორები თავიან Concha y Toro-ელ კოლეგებს ტელეფონის საშუალებით ესაუბრებოდნენ და განიხილავდნენ შეთანხმების გეგმებს, რომელიც 2010 წლის 17 მაისს შედგა. ამ თარიღიდან 4 თვის შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" გამართული ცერემონიის საშუალებით კლუბმა ჩილური კომპანია თავისი პირველი გლობალური პარტნიორის რანგში წარადგინა. ხელმოწერილი შეთანხმებიდან გამომდინარე, "ოლდ ტრაფორდის" VIP და დასასვენებელი ლოჟები ამის შემდეგ Concha y Toro-ს ღვინის მარკით, Casillero del Diablo-თი გაფორმდებოდა, ხოლო კომპანიის რეკლამა ელექტრონულ ბილბორდებზე გაჩნდებოდა, რომლებიც საფეხბურთო მოედნის პერიმეტრზე იქნებოდა განლაგებული გუნდის საშინაო მატჩების ტრანსლირებისას.

Concha y Toro-სთან მიღწეული წარმატების შემდეგ "იუნაიტედმა" ინტუიციისა და აგრესიის დემონსტრირება მოახდინა და ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო სპორტული ბრენდების გვერდით დაიმკვიდრა ადგილი. TNS Sport-ს მიერ 2007 წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გუნდს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 333 მლნ. ადამიანის მხარდაჭერის იმედის ქონა შეუძლია. Futures Sport & Entertainment-ის თანახმად, სეზონში, როცა "იუნაიტედმა" 5 წლის განმავლობაში პრემიერ ლიგის ოთხი ტიტული მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, ტელევიზორის საშუალებით გუნდის მატჩებს 4.2 მილიარდი ადამიანი ადევნებდა თვალს. ეს Super Bowl-ის აუდიტორიის ექვივალენტურია. "იუნაიტედის" ბრენდის მოგება იმდენად დიდი გახდა, რომ ტან შვემაც კი, რომელიც ამა წლის მარტამდე მიანმის სამხედრო მმართველობას ედგა სათავეში, "იუნაიტედის" შესაძენად 1 მილიარდი დოლარის ოდენობით შეთავაზე გაუკეთა კლუბის აქციონერებს (თანახმად აშშ-ს დიპლომატიური არხების ინფორმაციისა, რომელიც WikiLeaks-მა 2010 წელს გაავრცელა). შეგიძლიათ მთელი მსოფლიო მოიაროთ და ყველგან იპოვით ვინმეს, ვისთვისაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ცნობილია.

AON და Mister Potato

სპონსორების მოზიდვის უნარმა "იუნაიტედს" 30 გლობალური კორპორატიული პარტნიორის პოვნის საშუალება მისცა და მათ შორის ჩიკაგოს სადაზღვევო კომპანია AON, რომელიც 20 მლნ. ფუნტს უხდის კლუბს ყოველწლიურად იმისთვის, რომ გუნდის მაისურის სატიტულო სპონსორი იყოს; Nike - რომელსაც 13 წლიანი შეთანხმებიდან უკანასკნელი ორი წელიღა დარჩა და რომელიც კლუბს შეთანხმების თანახმად ტექნიკური პარტნიორის რანგში 303 მლნ. ფუნტს უხდის; Mister Potato - მალაიზიური ბრენდი, რომელმაც "იუნაიტედთან" სექტემბერში გააფორმა კონტრაქტი, რათა კლუბის ცხარე საჭმლის ოფიციალური პარტნიორი გამხდარიყო. "რა არის საფეხბურთო მოედანი?" - კითხულობს პიერ პანგი, რომელიც კომპანია Mamee-Double Decker-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორია და რომელსაც Mister Potato ეკუთვნის. "ეს არის მთელი მსოფლიოს მასშტაბით 333 მლნ. გულშემატკივარი, რომელთა თითქმის 2/3 აზიაში ცხოვრობს. აი ხაზთა გადაკვეთა, საიდანაც ჩვენი სტრატეგიის ხედვის ფორმირება ხდება: იყო აზიაში ნომერ 1 კარტოფილის საჭმელებში".

მიმდინარე წლის ივნისში "მანჩესტერ იუნაიტედმა" 331,4 მლნ. ფუნტის მოგების შესახებ განაცხადა, რომელიც 2010 წლის ფინანსური წლის შედეგად მიიღო - ეს არის არა მარტო საკლუბო, არამედ ინგლისურ კლუბებს შორის რეკორდული მაჩვენებელი. განსხვავებით აშშ-ს სპორტისა, რომელშიც ხელფასის ზღვარი არსებობს და მოგების განაწილებისა, რომელიც მდიდარი გუნდების დომინირების აღკვეთას უწყობს ხელს, ფული ჯერ კიდევ მბრძანებლობს ყველაზე. "ჩელსი", "მანჩესტერ სიტი" და სხვა კლუბები ევროპულ ელიტაში მილიარდელი მფლობელების ხარჯზე გამოჩნდნენ, რომელიც ნებისმიერი თანხის დასახარჯად მზად არიან, რათა გაიმარჯვონ.

რეფორმები

ფულის გავლენამ რეფორმის გატარება გამოიწვია. უეფა-მ 2014 წელს გამოსცა ინიციატივა, რომლის თანახმადაც ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებდნენ ის გუნდები, რომლებიც უფრო მეტ ფინანსურ დანაკარგს განიცდიან, ვიდრე მოგებას. ეს "მანჩესტერ იუნაიტედის", "რეალისა" და "ბარსელონას" მსგავსი კლუბების პოზიციას, რომელთაც უფრო მეტი შემოსავალი აქვთ, ძლიერ გაამყარებს და მათ საუკეთესო ფეხბურთელების შეძენის საშუალებას მისცემს.

Hedge Fund Alley

ხალხი, რომელიც პასუხს აგებს იმის გაყიდვაზე, რაც "იუნაიტედის" ბრენდის ქვეშ მოიაზრება, მანჩესტერიდან 200 მილით დასავლეთ ცხოვრობს - ლონდონის რაიონში Mayfair, რომელსაც ასევე Hedge Fund Alley-ს უწოდებენ. კანონზომიერია ისიც, რომ "იუნაიტედის" ლონდონური ოფისი უფრო მეტად ჰგავს საინვესტიციო ბანკს, ვიდრე საფეხბურთო კლუბს, რომელსაც საკონფერენციო დარბაზები აქვს, რომლებიც მუხითაა მოპირკეთებული და აქვს ასევე ღია სამუშაო სივრცე, სადაც ბანკირივით ჩაცმული თანამშრომლები ტელეფონებსა და კომპიუტერებზე მუშაობენ. გაყიდვების ლონდონის ოფისის იჯარა კლუბს წელიწადში 1 მლნ. ფუნტი უჯდება და ასეთი აპარტამენტების გახსნას "იუნაიტედი" ჰონკონგშიც გეგმავს.

ისტორია

"მანჩესტერ იუნაიტედი" ყოველთვის ასეთი ძლევამოსილი ძალა არ ყოფილა. ფეხბურთის ლეგენდები - ჯორჯ ბესტი და ბობი ჩარლტონი - "იუნაიტედს" 1968 წელს ევროპის ჩემპიონთა თასის მოპოვებაში დაეხმარნენ, ამის შემდეგ კლუბს უტიტულო ორი ათწლეული ელოდა. 1974 წელს გუნდი დაბალ დივიზონშიც კი გავარდა. "იუნაიტედის" ბედის დატრიალება 1992 წელს პრემიერ ლიგის შექმნას დაემთხვა, რომელმაც ინგლისური ფეხბურთი გლობალური დაფარვის ინდუსტრიად აქცია. პრემიერ ლიგის მატჩები პირდაპირ ეთერში 211 ქვეყანაში გადაიცემა და სატელევიზიო უფლებების შემოსავალი ახლა 1.4 მილიარდ ფუნტს შეადგენს, რაც ცალკე დანამატია იმ 1.78 მილიარდისა, რომელსაც ლიგა საშინაო სატელევიზიო ბაზარზე იღებს.

პრემიერ ლიგა

"იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ზრდის უმსხვილესი ბენეფიციარი გახდა, რაც უკანასკნელ 20 წელიწადში პრემიერ ლიგის ტიტულის 11-ჯერ მოპოვებით მოახერხა. "მანჩესტერ იუნაიტედი" - ეს დიდებულ დროა" - ამბობს დენ ჯონსი, კომპანია Deloitte-ს აუდიტორიის პარტნიორი, რომელიც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საფეხბურთო ფინანსების ყოველწლიურ მიმოხილვას აკეთებს. "მათ დაიწყეს იქიდან, რომ საფეხბურთო მოედანზე უდიდეს წარმატებას მიაღწიეს, მაშინ, როცა ყველაფერი მედიის ირგვლივ ვითარდებოდა და ეს მათ ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარა."

სტრატეგია

2005 წელს ამერიკელმა ბიზნესმენა, მალკოლმ გლეიზერმა, რომელიც Tampa Bay Buccaneers-ის მფლობელი იყო, კლუბის შეძენის საკითხი ბოლომდე მიიყვანა და რესურსის 790 მლნ. ფუნტის საერთო ოდენობის სანაცვლოდ კლუბი მის მფლობელობაში გადავიდა. გლეიზერმა და მისმა ოჯახმა გუნდის მარკეტინგულ სტრატეგიაზე 40 მლნ. ფუნტი დახარჯა და კლუბის გაყიდვების განყოფილება პრაქტიკულად ნულიდან დაარსა - ადრე "იუნაიტედის" ბრენდის ქვეშ წარმოებული საქონლის გაყიდვაზე მხოლოდ 2 ადამიანი ზრუნავდა. "ვერ წახვალთ სამოგზაუროდ იმის გარეშე, თუ არ იცით რა მარშრუტით მიდიხართ" - ამბობს არნოლდი - "კლუბის მენეჯმენტი უყურებს სამყაროს ისე, როგორც სამაგიდო თამაშის სტრატეგიულ რისკს. პირველი თვეების განმავლობაში მთელ დროს ნაკლებად განმეორებადი სტრატეგიული გადაწყვეტილებების უფრო ღრმა შემუშავებაში ვხარჯავდით. ახლაც კი ამ სტრატეგიის ინტეგრაციას ორ თვეს ვუთმობთ. "

გასულ წელს "იუნაიტედის" კომერციული შემოსავალი 27%-ით გაიზარდა და 100 მლნ. ფუნტს გაადაჭარბა, ხოლო კორპორატიული პარტნიორების საფასური 2008 წლის შემდეგ 10-ჯერ გაიზარდა. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც კლუბმა სარეკლამო შესაძლებლობების ახალი ფორმა შექმნა, რომელიც ინდუსტრიის სტანდარტებს აჭარბებდა. გუნდის გლობალურმა სპონსორებმა, Turkish Airlines-სა და Singha-ს ჩათვლით "ოლდ ტრაფორდზე" ფიზიკური სარეკლამო სივრცე მიიღეს და "იუნაიტედის" საშინაო მატჩების დროს რეკლამის ციფრობრივ რეალიზაციას ახდენდნენ. სხვათაშორის, კლუბი ჯერ კიდევ აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სპონსორებთან.

რეგიონალური პარტნიორები

2008 წელს კლუბმა კონტრაქტი გააფომრა რეგიონალურ პარტნიორებთანაც, რომლებიც "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ამ კომპანიების ერთობლივ უფლებას წარმოადგენენ გარკვეულ გეოგრაფიულ მონაკვეთებზე, თუმცა ისინი საერთოდ ან თითქმის საერთოდ არ ჩანან ქალაქ მანჩესტერსა თუ კლუბის საიტზე.

არნოლდი აცხადებს, რომ ასეთი შეთანხმებების გარანტირებულობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის დრო, რომელიც იხარჯება პოტენციური პარტნიორების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში.

შესაძლოა, მსგავსი კომერციული ძალის დემონსტრირება საჭირო გახდა ლოგისტიკის ლიდერ კომპანიასთან - DHL-თან შეთანხმების მიღწევისას. მცდელობა იმისა, რომ კომპანია კლუბის სავარჯიშო ფორმის კომპლექტის სპონსორი გამხდარიყო, როცა არნოლდის გუნდმა DHL-ში კლუბის საფირმო iPad-ები გააგზავნა, რომელშიც სპეციალურად მომზადებული კორპორატიული პრეზენტაცია იყო ჩატვირთული - მაგალითია მედგარი პრაქტიკისა. და მან გაამართლა: DHL-მა აგვისტოში 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა 40 მლნ. ფუნტის ოდენობით - ეს გაცილებით მეტია, ვიდრე პრემიერ ლიგის ნებისმიერი სხვა ოთხი გუნდის შემოსავლის ჯამი, რომლებსაც ისინი უმსხიველესი პარტნიორებისგან იღებენ.


უფლებათა მკაფიო განაწილება

აი კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ მკაფიოდ ანაწილებს კლუბი თავის უფლებებს. 2009 წელს საფინანსო-საბანკო კომპანია Standard Chartered-ი AON-ს "იუნაიტედის" სატიტულო სპონსორობაში ეცილებოდა. როცა Standard Chartered-მა ბრძოლა წააგო, შეთანხმება "ლივერპულთან" გააფორმა, მაგრამ მკაცრად მოითხოვდა, ამ გუნდის ყველა სახის ფორმაზე თავისი კორპორატიული სახელის დაწერას.

"სავარჯიშო ფორმის კომპლექტი ძალიან საინტერესო რაკურსია, რადგან არსით იგი "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარჯიშებს ამ მოვლენების მედიაში გავრცელების შემთხვევაში ოფიციალურ თამაშებთან ათანაბრებს." - აცხადებს ენდი კორმანი, ბრიტანული იურიდიული ფირმის, Couchmans-ის პარტნიორი, რომელიც სპორტულ შეთანხმებებში სპეციალიზირდება. "ასე რომ, ხალხთა უმრავლესობას უფრო მეტად აინტერესებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელების გადაადგილება ვარჯიშის დროს, ვიდრე სხვა გუნდის თამაშების ყურება."

კონკურენტები

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოპერაციული გაყიდვები ნებისმიერ მის მოწინააღმდეგეს ძირავს. "ჩელსის", რომელიც ბოლო წლებში პრემიერ ლიგაში "იუნაიტედის" მთავარი მოწინააღმდეგეა, სასპონსორო გაყიდვების თანამშრომელთა მთელი "მუჭა" აქვს. "ლივერპულმა", რომელიც მიმზიდველობის მხრივ მსოფლიო მასშტაბით "იუნაიტედთან" ყველაზე ახლოსაა, თავისი პირველი ლონდონელი თანამშრომელი მხოლოდ ამა წლის დასაწყისში აიყვანა და კომერციული დირექტორი 2007 წლამდე არ ჰყავდა. "ნებისმიერმა გუნდმა უნდა შეხედოს მათ და ისწავლოს" - ამბობს ივან გაზიდისი, "არსენალის" აღმასრულებელი დირექტორი, რომელთა კომერციული შემოსავალი "იუნაიტედის" შემოსავლის დაახლოებით 1/3 წარმოადგეს. "მაგრამ ყველა კლუბი არ იმყოფება "მანჩესტერ იუნაიტედის" მდგომარეობაში. ასე რომ, ყოველი კონკრეტული კლუბისთვის გადაწყვეტილებები სხვადასხვაგვარი იქნება."

წილის გაყიდვა?

თუმცა ყველაფერი ისე კარგად არ არის მანჩესტერულ სამეფოში, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მიუხედავად დამატებით მოგებაში მათი წარმატებისა, გლეიზერების მოქმედებას გულშემატკივარში აჟიოტაჟი მოჰყვა, რომლებიც თვლიდნენ, რომ ამერიკელები კლუბის შემოსავალს ფინანსური ვალის დასაფარად იყენებდნენ, რომლებიც მათ მიერ კლუბის გამოსყიდვისას გაჩნდა. "იუნაიტედს", რომლის ლისტინგი ლონდონის საფონდო ბირჟაზე ჯერ კიდევ 1991 წელს მოხდა, თითქმის არ ჰქონია ვალი მანამ, სანამ მალკოლმ გლეიზერმა კლუბი საკუთრებაში არ მოაქცია. ამჟამად კლუბის სუფთა ვალი 300 მლნ. ფუნტს შეადგებს. გლეიზერებმა ბანკი Credit Suisse მიიზიდეს, როგორც კლუბის ერთ მილიარდ დოლარად გაყიდვის 30%-ან ადეირატორად. ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს ფასი არარეალურია, რადგან აქიდან გამომდინარე "იუნაიტედის" საერთო ფასი 3 მილიარდ ფუნტს აღემატება, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე Forbes-ის მიერ შედგენილი რეიტინგი, რომელშიც კლუბი 1.8 მლრდ. დოლარად შეფასდა. როგორც მოსალოდნელია, შემოსავლის გარკვეული ნაწილი ახალი ლისტინგის შემთხვევაში მიმართული იქნება ობლიგაციური გამოსყიდვისკენ, რომლებიც კლუბმა 2010 წლის იანვრიდან 500 მლნ. ფუნტის ოდენობით გამოსცა.

ობლიგაციური გამოცემების ემისიის პროსპექტში აღმოჩენილი ფინანსური დეტალები აჩვენებს, თუ რა ფასად დაუჯდათ გლეიზერებს კლუბის ფლობა, რასაც კლუბის ქომაგთა საპროტესტო აქციები მოჰყვა. ენდრიუ გრინი, Manchester United Supporters Trust-ის (ანტიგლეიზერული ჯგუფი) ფინანსური კონსულტანტი აღნიშნავს, რომ კლუბის კომერციული შემოსავალი "ზღვაში წვეთია" კლუბის მიერ პროცენტული და ფინანსური და სხვა გასავალის 495 მლნ. ფუნტის ოდენობასთან შედარებით, რომელიც ოჯახის მიერ "იუნაიტედის" შეძენას ახლდა თან. ამის გამოსახატად გულშემატკივარმა პროტესტის უმაღლესი დონე გამოიყენა და მწვანე-ოქროსფერ შარფებს სტადიონებზე აქნევდნენ, რაც კლუბის დაარსების ფერებს აღნიშნავს და მაღლა წევდნენ პლაკატებს, წარწერით: «Love United, Hate Glazer». ეს ფერები ნაკლებად შესამჩნევი იყო წელს, მას შემდეგ, რაც კლუბმა შემადგენლობის გასაძლიერებლად 50 მლნ. ფუნტზე გაცილებით მეტი თანხა დახარჯა. არნოლდმა გულშემატკივართა მიერ კლუბის მენეჯმენტის დაბალ შეფასებაზე კომენტარი არ გააკეთა.

მონაცემები მომხმარებელთა შესახებ

არნოლდი უკვე მომდენო შეთანხმებისკენ იხედება. ის აცხადებს, რომ კლუბმა უკვე გამოიკვლია მომხმარებელთა შესახებ საკუთარი მონაცემთა ბაზის მონეტიზაცია, რომელშიც 11 მლნ. გულშემატკივრის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოიპოვებოდა. ეს ბანკებთან ურთიერთობის შესაძლებლობებს გააფართოვებს, რომლებიც საკრედიტო ბარათებს უშვებენ. როგორიცაა მაგალითად Bank Danamon (ინდონეზია), Shinhan Bank (სამხრეთ კორეა) და Public Bank (მალაიზია), რომლებსაც უკვე აქვთ საბანკო პროდუქტის საკრედიტო ბარათები "იუნაიტედის" ლოგოტიპით მორთული.

"მანჩესტერ იუნაიტედი" იზრდება... და ეს ფასზე აისახება." - აცხადებს კორმანთან სპონსორობის ექსპერტი - "რაც მეტია ბრენდის პრესტიჟი, მით ძლიერია მისი მარკეტინგული გუნდი, რომელსაც შეუძლია მივიდეს მწარმოებელთან და უთხრას: შეხედეთ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს შეთანხმება ღირებული იქნება. დამიჯერეთ - დასარწმუნებლად ესეც კი საკმარისი იქნება."

წყარო: carrick.ru
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RedGirl
31 დეკემბერი 2014 14:40
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
აი მართლა ძალიან საინტერესო იყო!

"ნებისმიერმა გუნდმა უნდა შეხედოს მათ და ისწავლოს"


ყველაფერში მისაბაძები როგორ უნდა ვიყოთ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№2
ავტორი: AkkRed
31 დეკემბერი 2014 14:58
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ყველაზე.მდიდარ კლუბებში მესამეზე ვართ მგონი ჰო??

ისე ჯობია გლეიზერები იყონ ვიდრე რომელიღაც ბანკი, საერთოდ ჩაგვძირავს ეგ ბანკები..
0
№3
ავტორი: Mufc7
31 დეკემბერი 2014 16:13
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ჯერ მარტო რა სათაური აქვს♥ საინტერესო იყო და ღირდა ლოდინი♥ ასე მეგონა,მეც ჩართული ვიყავი ამ საქმეებში:დ
"ნებისმიერმა გუნდმა უნდა შეხედოს მათ და ისწავლოს"
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: GeorgeBest
31 დეკემბერი 2014 17:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რომლებსაც უკვე აქვთ საბანკო პროდუქტის საკრედიტო ბარათები "იუნაიტედის" ლოგოტიპით მორთული


okay
0
№5
ავტორი: Count Alucard
31 დეკემბერი 2014 19:58
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მართალია ნახევარი ვერ გავიგე, მაგრამ მაინც საინტერესო იყო გიო lol lol იმის გაგებაც საინტერესო იქნებოდა ლიგაზე რომ არ ვართ რამდენი დაკარგა ამის გამო კლუბმა.
0
№6
ავტორი: RojoDiablo
31 დეკემბერი 2014 20:20
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
nika_123,
სამწუხაროდ ამის შესახებ მონაცემები არ იყო ნიკა, თორემ არ დავიზარებდი მაგასაც wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top