"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი ფორვარდი უეინ რუნი მოუთმენლად ელოდება პრემიერ ლიგის მე-17 ტურის მატჩს "სანდერლენდის" წინააღმდეგ.რუნის სურს "სანდერლენდის" წინააღმდეგ შური იძიოს წინა სეზონში მომხდარი ფაქტის გამო.გასულ სეზონში სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა მოახერხეს და დაამარცხეს "შავი კატები" და თითქოს "წითელი ეშმაკები" მეოცე ტიტულის მფლობელნი გახდენ,მაგრამ ესე არ მოხდა.
"როდესაც საბოლოოდ გაისმა არბიტრის სასტვენის ხმა ჩვენ არ ვიცოდით რა ხდებოდა "ეტიჰადზე",მაგრამ მათი გამარჯვება ჩვენ სანდერლენდის ფანებისგან შევიტყვეთ.ეს ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო,რადგან ისინი გულშემატკივრობდნენ არა საკუთარ გუნდს არამედ სხვა გუნდს.მათ სულ დაავიწყდათ,რომ მარცხი იგემეს ჩვენს წინააღმდეგ.მათ ჩვენი მარცხი ისე გაუხარდათ,რომ ამის წარმოდგენაც კი ძნელია.ეს ფაქტი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებს არასოდეს დაავიწყდება." - განაცხადა უეინ რუნიმ
"მიმდინარე სეზონის დასაწყისიდანვე ველოდებოდი მატჩს "სანდერლენდის" წინააღმდეგ.ძალიან საინტერესო მატჩები გველოდებოდა "სიტის","ევერტონის","ლივერპულის" და სხვა კლუბების წინააღმდეგ,მაგრამ მე შურისძიება მინდა "სანდერლენდზე".ძალიან ძნელია უყურო ფანებს,რომლებიც ჩვენი მარცხით სარგებლობდნენ და ჩვენს მძიმე წერტილზე ფეხს გვაჭერდნენ." - აცხადებს რუნი.
"სანდერლენდის" მთავარი მწვრთნელი მარტინ ლეინს მიაჩნია,რომ "წითელი ეშმაკები" მართლაც შურის საძიებლად გამოვლენ მოედანზე.
"ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო,მაგრამ მე დარწმუნებული ვიყავი,რომ "მანჩესტერ სიტის" გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი ფანები ესე მოიქცეოდნენ.ეხლა ჩვენ მძიმე ბრძოლა გველოდება,რადგან ჩვენი მოწინააღმდეგე ამ ფაქტის გამო შურისძიების მიზნით გამოვლენ მოედანზე.ვიცით,რომ ჩვენ არ გამოვიყურებით კარგ ფორმაში,მაგრამ ეს ბრძოლაა და ჩვენ ამ ბრძოლაში უნდა მივიღოთ მონაწილეობა." - განაცხადა მარტინ ლეინმა.