1941 წლის 31 დეკემბერს ქალაქ გლაზგოში (შოტლანდია) დაიბადა სერ ალექს ფერგიუსონი.
მისი პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 1957 წლიდან იღებს სათავეს, როცა ალექსი "ქუინზის" ოფიციალური წევრი გახდა, სადაც 3 წელი იასპარეზე და ჩატარებულ 31 მატჩში 15 გოლის გატანა შეძლო. ამ ყოველივეს ამაოდ არ ჩაუვლია და იმ დროისთვის შედარებით ძლიერ კლუბში გადაბარგდა.
"სტ ჯონსტონი" იყო მისი პირველი სერიოზული გამოწვევა, რომელშიც 4 სეზონი გაატარა და 37 მატჩის ჩატარება მოასწრო, რომელშიც საკმაოდ კარგად გაისარჯა და 19 გოლს მოუყარა თავი. 1964 წელს ალექსი, "დანფერმლაინში" გადავიდა, სადაც ისევ 3 წელი იასპარეზა და თავისი კარიერის პიკი განიცადა. ალექსმა 89 მატჩი ჩაატარა და 66 გოლის გატანა შეძლო. შემდეგ იყო "რეინჯერსი", სადაც 2 სეზონში 41 მატჩს მოუყარა თავი და 25-ჯერ აიღო მეტოქის კარი. შემდეგ მოდის "ფალკირკი", 95 მატჩში 37 გოლით. ფერგიუსონმა საფეხბურთო კარიერა შოტლანდიურ "აირში" დაასრულა და თავი 9 გოლით გამოიჩინა 24 მატჩში. მის ასეთ მიღწევას უკვალოდ არ ჩაუვლია, მან ასევე შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებშიც იასპარეზა, სადაც 7 თამაშში 9 გოლის გატანა შეძლო, რაც დღემდე საუკეთესო მაჩვენებლად ფიქსირდება.
ფერგის სამწვრთნელო კარიერა 1974 წელს დაიწყო "ისტ სტრილნგში", სადაც მხოლოდ ნახევარი სეზონი გაატარა და იმავე სეზონში "სენტ მირენს" ჩაუდგა სათავეში, რომელშიც 4 წელი გაატარა, წლები რომელიც მის სამწვრთნელო კარიერას აღმასვლაში დაეხმარა. შემდეგ იყო "აბერდინში" გატარებული 8 შესანისნავი სეზონი და უამრავი მიღწევა. მან არც თუ ისე ძლიერი კლუბით სასწაული მოახერხა - გუნდი თასის ფინალში გაიყვანა, სადაც სამწუხაროდ დამარცხდა. 1986 წელს ფერგი შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგა სათავეში, თუმცა მხოლოდ 6 თვე იყო დაკავებულ თანამდებობაზე, რის შემდეგაც იწყება მისი ხანა, რომელსაც ხალხი "სერ ალექსის დრო"-დ მოიხსენიებს.
1986 წლის ზაფხული. წინადადება "მანჩესტერ იუნაიტედისგან". ხანის დასაწყისი. ხანის, რომელზეც ყველამ კარგად იცის, თუმცა მოკლედ ავღწერ.
26 შესანიშნავი სეზონი! და უამრავი ტიტული. გარდა ამისა, ფერგიმ შეძლო და იმ დროისთვის არსებული "იუნაიტედი", რომელიც არც თუ დიდ ძალას წარმოადგენდა, აქცია მსოფლიოს მაშტაბით ყველაზე დიდ საშიშ ძალად. ძალად, რომელსაც შეეძლო ნებისმიერი მეტოქის დამარცხება და ნებისმიერ სარბიელზე წარმატების მიღწევა. 2013 წლის 13 მაისში, მან მიიღო გადაწვეტილება და დატოვა საფეხბურთო მარათონი, თუმცა ამჟამად "იუნაიტედის" ელჩი გახლავთ.
317 მატჩი - 171 გოლი.
სამწვრთნელო მიღწევა 2131 მატჩი - 1239 გამარჯვება, 489 ფრე, 403 მარცხი. 3963 გატანილი - 1968 მიღებული ( +1995) გამარჯვების საშუალო პროცენტი 58.15%.