წლის საუკეთესო, საშინელი...
წლის საუკეთესო გოლიუეინ რუნის მიერ "ვესტ ჰემის" კარში გატანილი საოცარი გოლი მოედნის ცენტრიდან. შეგახსენებთ ამ მატჩს "იუნაიტედის" ლეგენდა დავიდ ბექემი ესწრებოდა, რომელმაც მსგავსი გოლი გაუტანა "უიმლდონს". ეს უბრალოდ დამთხვევა იყო, თუმცა სასიამოვნო და ლამაზი. ამ გოლს კონკურენციას ალბათ, მხოლოდ ანხელ დი მარიას მიერ კასპერ შმეიხელის გაბითურება გაუწევს.
წლის ყველაზე უცნაური და შეშლილი გამონათქვამიდავიდ მოიესი ასეთი გამონათქვამებით ნამდვილად გვანებივრებდა, მაგალითად "ლივერპულთან" მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე შოტლანდიელმა, "ოლდ ტრაფორდზე" გასამართ შეხვედრაში ფავორიტად "სკაუზერები" დაასახელა, ასევე მას ეკუთვნის "მიუხენის ბაიერნთან" 3-1 მარცხის შემდეგ შეხვედრის ასეთი შეფასება: "კარგად ვითამაშეთ".
თუმცა გამორჩეული და ყველაზე ცუდი მაინც "სტოკთან" მატჩის შემდეგ გაკეთებული კომენტარი იყო:
"მეტოქის კარის აღება 8 ან 9-ჯერ შეგვეძლო" დევიდ მოიესის გუნდმა მატჩი 2-1 წააგო.
წლის საუკეთესო ფეხბურთელიდავიდ დე ხეა. უდავოდ ესპანელი უმაღლესი კლასის მეკრედ ჩამოყალიბდა და გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ იქცა.
წლის ყველაზე ცუდი ფეხბურთელიანდერსონი.
წლის ყველაზე განვითარებული ფეხბურთელიეშლი იანგი. ჯერ კიდევ ადრეა ამაზე საუბარი, თუმცა იმის შემხედვარე თუ როგორ თამაშს აჩვენებს ეშლი შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინგლისელი გუნდში კონტრაკტის ამოწურვის შემდეგაც დარჩება.
წლის წარმატება"ლივერპულთან" მოგებული შეხვედრა, ანგარიშით 3-0.
წლის წარუმატებლობაარჩევანი მართლაც დიდია. FA-ს თასიდან "სუონსის" მიერ გამოგდება, იგივე შედეგი ლიგის თასის ნახევარფინალში "სანდერლენდთან", 2-0 საბერძნეთში "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ, "ოლდ ტრაფორდზე" განცდილი მარცხი თანაქალაქელებისგან.
თუმცა ყველაზე დიდი წარუმატებლობა "მერსესაიდელებთან" მშრალზე წაგებული შეხვედრაა, რის შემდეგაც ბრენდან როჯერსმა განაცხადა რომ, მის გუნდს შესწევდა ძალა ჩემპიონი გამხდარიყო ეს კი ყველა "იუნაიტედის" გულშემატკივარისთვის კოშმარია.
წლის მატჩიამ შემთხვევაში არჩევნის გაკეთება ძნელია, 8 გოლიანი თრილერი ლესტერში და გულის-გამაჩერებელი შეხვედრა "ევერტონთან" ერთი დოზის სიამოვნებას იძლევა. მართალია პირველ შემთხვევაში გუნდი დამარცხა, თუმცა სანახაობა ნამდვილად შედგა, "კანფეტებთან" მატჩი კი მხოლოდ დე ხეას სეივების გამო ღირს ოქროს ფასად.
წასულები და დავიწყებულებიალექსანდერ ბიუტნერი და ბებე.
წლის შენაძენიხუან მატა.
საუკეთესო მოწინააღმდეგეარიენ რობენი. თანამემამულე ბიუტნერთან გაჯიბრების შემდეგ, სადაც ახალგაზრდა "ეშმაკმა" არაფერი დაუთმო ტიტულოვან "რუხ მგელს", არიენი განმეორებით შეხვედრაში მეტოქეზე დაგეშილი გამოვიდა და ძალიან კარგი მატჩიც ჩაატარა, მეტწინად მისი დამსახურებით გავიცა გერმანლი გუნდი შემდეგ ეტაპზე.
ყველაზე ცუდი მოწინააღმდეგერიო ფერდინანდი. ინგლისელი ისე თამაშობდა, თითქოს ისევ "იუნაიტედის" მაისური ცმოდა, რიოს და მისი პარტნიორის "დამსახურებით", წითლებმა მეტოქე 4-0 დაამარცხეს.
წყარო:
M.E.N