თბილისი:
მანჩესტერი:
30-12-2014, 21:09
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1996,
კომენტარები: 10
მატჩის წინა პრეს-კონფერენცია
ლუის ვან გაალის მატჩის წინა პრეს-კონფერენცია.
მატჩის წინა პრეს-კონფერენცია
ახალი წლის პირველივე დღეს, "სტოკ სიტისთან", გასამართი შეხვედრის წინ, "იუნაიტედის" თავკაცი ჟურნალისტებს შეხვდა და მათ კითხვებს პასუხები გასცა. ასევე ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ტრავმირებულთა შესახებ ისაუბრა და სიახლეები გააცნო პრესის თანამშრომლებს.

MUTV-ის ჟურნალისტებმა ვან გაალს გასული 6 თვის შესახებ ჰკითხეს, თუ რა ისწავლა მან, რამ გააოცა და ასე შემდეგ: "ჩვენ ვპროგრესირებთ - ეს ყოველი კვირის ბოლოს უფრო თვალნათლივ ჩანს, ჩვენ უკეთესები ვხდებით. შედეგი მისაღებია, თუმცა გაცილებით მეტი შეგვიძლია. აქ ყოფნისას "იუნაიტედის" გულშემატკივარმა გამაოცა, ისინი საოცრები არიან. ის თუ როგორ უყვართ მათ გუნდი, როგორ სჯერათ მოთამაშეების და მწვრთნელების, ეს დაუჯერებელია.

11 მატჩის შემდეგ ჩვენ მხოლოდ 13 ქულა გვქონდა, რაც კარგი ნამდვილად არ არის, მეტიც ეს საშინელებაა, თუმცა ისინი მაინც ჩვენ გვერდით იდგნენ და ვფიქრობ ეს იმიტომ რომ, ჩემი გუნდი მებრძოლ სულს აჩვენებდა. სწორედ ასეთი სული აქვთ ფანებსაც, ჩვენ არ ვიყავით ყოველთვის კარგები, თუმცა ისინი ბოლო წუთებამდე თავდაუზოგავად გვქომაგობდნენ. მინდა ამ ყველაფრისთვის მათ მადლობა გადავუხადო. "


პრეს-კონფერენციის მთავარი ფიგურები ანდერ ერერა და ადნან იანუზაი იყვნენ, რომლებიც ლუის თქმით ვარჯიშს დაუბრუნდნე და უახლოეს მატჩებში დაეხმარებიან გუნდს, ასევე იგი სხვა მოთამაშეების მდგომარეობასაც შეეხო:

"ფეხბურთელები ბრუნდებიან, ეს ბოლო ორ მატჩშიც გამოჩნდა, როდესაც მე მოედანზე გასვლის უფლება ლუკ შოუს, რაფაელს და კრის სმოლინგს მივეცი, თუმცა ისინი თამაშის რიტმს ვერ აჰყვნენ და ეს არის უდიდესი პრობლემა. ეს სხვა მოთამაშეებსაც ეხებათ. ჩვენ 1 კვირის განმავლობაში 3 მატჩის ჩატარება მოგვიწია, ამიტომ მე მჭირდება ახალი სისხლი. ახლა ჩემთვის რთული იქნება შემადგენლობის არჩევა.

ერერამ დღეს ივარჯიშა, თუმცა ეს პირველად მოხდა ტრავმის შემდეგ და დიახ მას არ აქვს ძალა რიტმს აჰყვეს. ადნანმა უკვე ორჯერ მოასწრო ვარჯიში, მაგრამ ის ავად იყო და ეს გაცილებით ართულებს სიტუაციას, რადგან ავადმყოფობა ძალას გართმევს."


ლუი ვან გაალმა მანჩესტერში ცხოვრებაზეც ისაუბრა: "ინგლისში ცხოვრება ფანტასტიურია. ყოველ დღე ქუჩაში ძალიან მეგობრულ ხალხს ვხვდები. საჭმელი ძალიან კარგია, როდესაც მე ინგლისში მოვდიოდი ყველა მეუბნებოდა რომ არ მომეწონებოდა, თუმცა პირიქით. ასევე ღვინოც ძალიან კარგი გაქვთ. ძალიან საყვარელი მეზობლები მყავს, ყველა მათგანი ჩემზე ხნიერია, თუმცა ისინი მშვენივრად გამოიყურებიან."


წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
10 კომენტარი
№1
ავტორი: Jorbe-Jorbe
30 დეკემბერი 2014 21:20
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ჩემი აზრით წარმატებული წელი იყო. თუ გავიხსენებთ შარშანდელ წელს და შევადარებთ.. სულ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, მე-3 ადგილზე ვართ (რა ცუდია ეს რო გვიხარია მარა რას ვიზავთ) იმედია ტრამვების ეპიდემია დასრულდება ჩვენთან და ვან გაალს შეეძლება სასურველი ფეხბურთელების გამოყენება.
ბევრი ამბობს, რომ ჩემპიონობა შეგვიძლია, მაგრამ ნუ დავფრინავთ :) მაურინიო არაა ის, ვინც ამდენ ქულიან ჰანდიკაპს დაკარგავს. ალბათ, წელს ჩემპიონთა ლიგის ზონა, და მომავალი წელს იუნაიტედი უნდა დაბრუნდეს !!!!
0
№2
ავტორი: Pazu21
30 დეკემბერი 2014 21:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 119
lui martac ert-erti yvelaze dzlieri mwvrtnelia, gundis eset doneze chatarebuli matchebic rasaccxadyofs nu bolo matchs tu ar chavtvlit. gundshi tramvebs zogiertebi aq luis abraleben, magram me ver dagetanxmebit ;)

0
№3
ავტორი: GeorgeBest
30 დეკემბერი 2014 21:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ერერა გვაკლია, იმედია მალე დაბრუნდება

იანუზაისაც უკვე კაი ხანია არ უთამაშია და მგონი დროა რო ათამაშოს. მალე დაბრუნდება ეგეც და იმედია ითამაშებს
0
№4
ავტორი: RedGirl
30 დეკემბერი 2014 22:10
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
აქ ყოფნისას "იუნაიტედის" გულშემატკივარმა გამაოცა, ისინი საოცრები არიან. ის თუ როგორ უყვართ მათ გუნდი, როგორ სჯერათ მოთამაშეების და მწვრთნელების, ეს დაუჯერებელია.


love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№5
ავტორი: Best 7
30 დეკემბერი 2014 22:19
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Martla Lui van genialia imena:D
0
№6
ავტორი: chudikone
31 დეკემბერი 2014 02:08
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ბლიბდს რა სჭირს ამისთანა? დიმარიას?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: Wardell
31 დეკემბერი 2014 02:33
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
chudikone,
რაიოოო ბლინდს რა ჭირსოოო? კიდე გადარჩენილია თორე 6 თვე შეიძლებოდა პენსიაზე გასულიყო. აიი დი მარიაზე არაფერი ვიცი.
0
№8
ავტორი: RojoDiablo
31 დეკემბერი 2014 11:30
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჩვენ 1 კვირის განმავლობაში 3 მატჩის ჩატარება მოგვიწია, ამიტომ მე მჭირდება ახალი სისხლი. ახლა ჩემთვის რთული იქნება შემადგენლობის არჩევა.


ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ტრავმების გამო სკამის სივიწროვეს განვიცდით. ძალიან გვიშლის ეს ხელს და ამის გამო დიდი მითქვა მოთქვა გაჩნდა წინა თამაშში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: AkkRed
31 დეკემბერი 2014 15:06
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ხვალე რა ცუდ დროსაა თამაშიი ((
0
№10
ავტორი: Wardell
31 დეკემბერი 2014 16:00
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
AkkRed,
გადასარევ დროსაა რა გინდა? პახმელიიდან გამოსვლასაც მოასწრებ და ყველაფერი :D :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top