თბილისი:
მანჩესტერი:
30-12-2014, 19:38
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2417,
კომენტარები: 5
დე ხეას გარდასახვა კაპიტან ამერიკად!
დავიდ დე ხეამ საინტერესო შედარება გააკეთა.
დე ხეას გარდასახვა კაპიტან ამერიკად!
დავიდ დე ხეამ თავისი ტრანსფორმაცია, გამხდარი მეკარისგან ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერამდე, კაპიტან ამერიკის გარდასახვას შეადარა.

დე ხეა "იუნაიტედს" 2011 წელს შეუერთდა 20 წლის ასაკში და პირველივე სეზონში ძალიან გაუჭირდა ადაპტაცია. პირველ ექვს თვეში ის მიუტევებელ შეცდომებსაც კი უშვებდა, მაგრამ 24 წლის მეკარე ახლა ამბობს რომ მაში "იუნაიტედის" თავკაცობამ კარგი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც დავიდის ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე დაიწყო ზრუნვა.

კომიქსის გმირი, სტივ როჯერსი გახმდარი ბიჭისგან დაკუნთულ კაცად გარდაისახა და დე ხეა ხუმრობით ადარებს მის ტრანსფორმაციას ზემოთ აღნიშნულ გმირს. "ერთ წელში მე კაპიტან ამერიკის ბედი გავიზიარე." აცხადებს ესპანელი Manutd.com-თან ინტერვიუში.

"მე ახლაც ვვარჯიშობ, მაგრამ არა იმავე დატვირთვით. ახლა შედარებით ცოტას ვვარჯიშობ, მაგრამ დასაწისში გაცილებით მეტს ვშრომობდი და შედეგიც დიდი იყო."

დე ხეას ცხოვრობა ინგლისში მიუტევებელი შეცდომებით დაიწყო. ძალიან ცუდი სადებიუტო მატჩი "ქომუნითი შილდის" თამაშში და პრემიერ ლიგის სტარტზე მრავალი ბავშვური შეცდომა საბაბს გვაძლევდა იმისა, რომ ესპანელი კრიტიკის ქვეშ გვყოლოდა. ამასთან ერთად მან არ იცოდა სალაპარაკო ენა. მისი წინამორბედი, ედვინ ვან დერ საარი "ფულჰემში" 4 წლიანი ასპარეზობის შედეგად თავისუფლად ლაპარაკობდა ინგლისურად.

ახლა კი დავიდ ძალიან დამაჯერებლად საუბრობს ინგლისურად ინტერვიუების დროს. "ვფიქრობ რომ ყველაზე დიდ გავლენას გასახდელში ყოფნა ახდენს. შენ ენის ცოდნა მოედანზეც გჭირდება, მაგრამ გასახდელში უფრო მნიშვნელოვანია. ვფიქრობ რომ ის ფაქტი, რასაც ინტერვიუსების მიცემა ჰქვია, ძალიან დამეხმარა ენის ათვისებაში"

დე ხეას სტატისტიკა ბურთის დაჭერასა და მუშტით მოგერიებას შორის 56.3 პროცენტიდან (2011-2012) 91.7 პროცენტამდე (მიმდინარე სეზონი) გაიზარდა. ამ ფაქტზე ასევე ყურადღება გაამახვილა გარი ნევილმაც, რომელმაც დევიდის შეცდომას მიუტევებელი უწოდა 2 წლის წინ ტოტენჰემთან ბოლო წუთებზე გაშვებული გოლის გამო.

"შესაძლოა თქვენც შეამჩნიეთ, მე ყოველთვის ვცდილობ ბურთი ხელში დავიჭირო. ვარჯისის დროს ამაზე ბევრს ვმუშაობ, რადგან მეკარის პირველი ამოცანაა ბურთის ხელში ჩაგდება. როგორც უკვე ვთქვი, შეიძლება უკვე შენიშნეთ, მაგრამ მე ნამდვილად ვცდილობ ამ ყოველივეს." - დაასრულა დე ხეამ.

წყარო: Mirror
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RedGirl
30 დეკემბერი 2014 21:47
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ამის ინგლისური მაგრად მევასება :დ მაგარი საყვარლად ლაპარაკობს :დდ

ისე სანამ იუნაიტედში მოვიდოდა ტანზე რას გავდა ხოლმე და ბაბუმ დააყენა იმენა :დ

ამის ინგლისური მაგრად მევასება :დ მაგარი საყვარლად ლაპარაკობს :დდ

ისე სანამ იუნაიტედში მოვიდოდა ტანზე რას გავდა ხოლმე და ბაბუმ დააყენა იმენა :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№2
ავტორი: GeorgeBest
30 დეკემბერი 2014 21:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ერთ წელში მე კაპიტან ამერიკის ბედი გავიზიარე


wink
0
№3
ავტორი: Best 7
30 დეკემბერი 2014 22:21
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Imena axla mekares ki ARA falavans gavs:D
0
№4
ავტორი: RojoDiablo
31 დეკემბერი 2014 11:27
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სერიოზულად მოუმატა და ამაში ორი აზრი არ არის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: AkkRed
31 დეკემბერი 2014 15:10
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ძაან მაგარი კაცი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top