თბილისი:
მანჩესტერი:
30-12-2014, 17:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1634,
კომენტარები: 8
"იუნაიტედი" გრძელ გადაცემებს ხშირად მიმართავს
კიოუნი "იუნაიტედის" სათამაშო სტილს შეეხო.
"არსენალის" ყოფილი მცველი, მარტინ კიოუნი თავის გრაფაში აღნიშნავს, რომ ლუი ვან გაალის გუნდი გრძელ გადაცემებს წარმატებით მიმართავს.

"ლუი ვან გაალის გუნდი აკეთებს იმას, რასაც არ აკეთებს პრემიერ ლიგის ლიდერთა ჯგუფის არც ერთი გუნდი - გრძელი გადაცემების ხშირად კეთება. მისი მცველები აპირებენ პირველივე შესაძლებლობის ხარჯზე მოძებნონ თავდასხმის ხაზის ფეხბურთელები და პირადად მე ეს ძალიან მომწონს. ჰოლანდიელ სპეციალისტს თავდასხმის შესანიშნავი ნაკრები ჰყავს. უეინ რუნი, რადამელ ფალკაო, რობინ ვან პერსი, ხუან მატა - თითოეულ მათგანს სჭირდება რაც შეიძლება ხშირად მოამარაგონ პასებით. მათ არავითარი აუცილებლობა არ აქვს მოედნის ცენტრში ბურთის შეჩერებისა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათ რიგებში მხოლოდ ერთი მაღალი დონის შემსრულებელია - ეს მაიკლ კერიკია."

"ამ ტაქტიკამ შესანიშნავად გაამართლა "ტოტენჰემთან" მატჩში. ფალკაო ან ვან პერსი შესანიშნავად იგებენ საჰაერო ორთაბრძოლებს, შემდეგ კი ბურთს ხუან მატა ან უეინ რუნი ეუფლება, რომლებიც შეტევის გაგრძელების საუკეთესო ვარიანტს პოულობენ. ეს დაძაბულობას ხსნის "იუნაიტედის" მცველებსაც. ფილ ჯონსი, ჯონი ევანსი და პედი მაკნეირი სიამოვნებით ამჯობინებენ თავდამსხმელებისთვის გრძელი ჩაწოდებების განხორციელებას, ვიდრე თავიანთ საჯარიმოსთან რამის მოფიქრებას."

"ვან გაალის ლოგიკა მარტივია - ინგლისელი ფეხბურთელების ახლანდელი თაობა მიეჩვია, რომ მათ წინააღმდეგ ერთი ფორვარდი მოქმედებს. ამიტომ, როცა "იუნაიტედი" ორი თავდამსხმელით და კიდევ სიღრმიდან შემტევი ფეხბურთელებით უტევს, მათი დაცვა სირთულეებს განიცდის. წითელი ეშმაკები ახლა ამ ტაქტიკისგან დივიდენდს იღებენ. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში სხვა კლუბებიც მიაქცევენ ამას ყურადღებას."


2014/15 წლების სეზონში გრძელი გადაცემების ლიდერები:

1) Burnley (1,485)
2) Manchester United (1,437)
3) Queens Park Rangers (1,401)
4) West Bromwich Albion (1,349)
5) Leicester City (1,348

გასული წლის ანალოგიური მაჩვენებელი:

1) Southampton (2,395)
2) Aston Villa (2,299)
3) Everton (2,239)
4) Fulham (2,180)
10) Manchester United (2,077)

წყარო: redevils.ru


ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
30 დეკემბერი 2014 17:19
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
"ამ ტაქტიკამ შესანიშნავად გაამართლა "ტოტენჰემთან" მატჩში.


areyoukiddingme



ბურთის 15-ჯერ დაკარგვა იმის გამო, რომ შეტევის დაწყება ცენტრალურ მცველებს ევალებათ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: temo-scholes
30 დეკემბერი 2014 17:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
me piradad ar vtli amas raime upiratesobad... Piriqit sisulelea da axlo teqnikuri pasebi bevrad jobia...
0
№3
ავტორი: PaLoMo
30 დეკემბერი 2014 19:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
Kontrshetevaze tu swrafad gadasvla gindda es gamartlebulia
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: Pazu21
30 დეკემბერი 2014 19:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 119
Me piradad da albat yvela manchesteris fans erti suli gvaq rodis dabrundebian lazaretidan fexburtelebi, magalitad shaw, blind, herera da ra tqma unda di maria. gunds meti sashualeba aqvs rotaciistvis
0
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
30 დეკემბერი 2014 20:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
როდის დაბრუნდება ბლინდიიიიიიიიიიიიიიიი... :(
0
№6
ავტორი: GeorgeBest
30 დეკემბერი 2014 21:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დიდად არ მომწონს მე ეს ტაქტიკა, მაგრამ ასე თუ ისე შედეგი იდება და უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს ამას
0
№7
ავტორი: RedGirl
30 დეკემბერი 2014 22:08
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ჩემი აზრით, ეს არ არის უპირატესობა, მაგრამ თუ შედეგს დადებს ხოლმე იყოს :დ წელს მთავარი შედეგია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№8
ავტორი: AkkRed
31 დეკემბერი 2014 15:13
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
კაი მეპასე თუ იქნება რატომაც არა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top