თბილისი:
მანჩესტერი:
30-12-2014, 15:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2028,
კომენტარები: 9
ფროგატი იანგისა და შოუს შესახებ
მარკ ფროგატი ეშლი იანგისა და ლუკ შოუს შესახებ.
ფროგატი იანგისა და შოუს შესახებ
ოფიციალური საიტის ჟურნალისტი, მარკ ფროგატი თვლის, რომ ლუი ვან გაალს ლუკ შოუსა და ეშლი იანგს შორის ალტერნატივის არჩევა გაუჭირდება.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლაზარეთი თანდათან ცარიელდება და ეს ლუი ვან გაალისთვის ძალიან კარგი ამბავია. მოედანზე გასასვლელად მზად არის ლუკ შოუც, მაგრამ მის პოზიციაზე არანაკლებად ღირსეული კანდიდატი მოიძებნება."

"ლუკ შოუ "ოლდ ტრაფორდზე" 2014 წლის ივნისის მიწურულს გადავიდა და ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. ნათელი იყო, რომ ის გუნდის ძირითადი მარცხენა მცველი გახდებოდა, მაგრამ ამას ტრავმებმა შეუშალეს ხელი. მისი ადგილი დაიჭირა ეშლი იანგმა, რომელიც თითოეულ შეხვედრაში შესამჩნევად უმატებს. დაცვაში კარგი თამაშის გარდა, ინგლისელი არც შეტევას ივიწყებს, რისი მაგალითიც "ასტონ ვილასთან" რადამელ ფალკაოსთვის მიწოდებული პასი გახდა."

"მიმდინარე სეზონში ეშლი იანგმა თავი წარმოაჩინა, როგორც ლუი ვან გაალის გუნდის ერთ-ერთმა ყველაზე საჭირო ფეხბურთელმა და ამაში მას უნივერსალურობა დაეხმარა. რამდენიმე დღის წინ მწვრთნელმა მიგვანიშნა, რომ ფლანგის მცველების დაბრუნების შემდეგ 3-5-2 ტაქტიკაზე უარს იტყვის. მაგრამ დაკარგავს თუ არა იანგი თავის ადგილს ძირითადში? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს ვან გაალს."
- განაცხა ფროგატმა.

წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: temo-scholes
30 დეკემბერი 2014 16:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
uechveli dakargavs... Mtavaria shou iyos formashi...
0
№2
ავტორი: dati-mata
30 დეკემბერი 2014 16:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 172
dakargavs mara adre megona ro zapasnoizec ar gamodgeboda da mivxdi ro skamze cudi ar iqneba
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Tu mkitxaven romeli mirchevnia old tranfordze 40 metridan golis gatana tu mis msopliostan gamis gatareba gamijirdeba pasuxi.magram ra kargia orive ro gaketwbuli maqvs!!!
George best#7
№3
ავტორი: RojoDiablo
30 დეკემბერი 2014 16:53
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ინაგი ადგილს დაკარგავს, ეს იქნება 4 მცველიანი ტაქტიკა. 3 ცენტრალური მცველის გვერდზე იანგი გაცილებით უკეთესი გარემარბია, ვიდრე შოუ და თავდასხმისა და დაცვით ფუნქციებსაც კარგად ითავსებს. მაგრამ თუ 4 მცველი გვეყოლება, მარცხენა მცველს ამჯობინო ვინგერი ცოტა სისულელედ მეჩვენება მე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Manchester_M
30 დეკემბერი 2014 18:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ვინ იფიქრებდა იანგი ამდენ თავსატეხს თუ გააჩენდა არ მინდა რო დაკარგოს მაგრამ არც მინდა შოუ დაიჩაგროს :X
0
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
30 დეკემბერი 2014 20:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ფაქტია რომ იანგი კარგად მოერგო ამ ტაქტიკას, რაზეც ვან გაალი გადავიდა.(3-5-2) მაგრამ მე უფრო მომწონს 4-4-2 ან 4-3-1-2 წყობა, და იმედია ფლანგის მცველებად შოუს და რაფაელს ვნახავ.
0
№6
ავტორი: GeorgeBest
30 დეკემბერი 2014 21:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შოუ დაბრუნდა და გადავიდეს ისევ 4 მცველზე, მარა ხო უნდა მოიფიქროს ახალი რაღაც winked
0
№7
ავტორი: RedGirl
30 დეკემბერი 2014 22:06
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
შოუ თუ ფორმაში იქნება ოთხ მცველზე გადავა და იანგიც თავის ადგილს დაუბრუნდება-ზამენას.

შოუ თუ ფორმაში იქნება ოთხ მცველზე გადავა და იანგიც თავის ადგილს დაუბრუნდება-ზამენას.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№8
ავტორი: Best 7
31 დეკემბერი 2014 11:01
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Shou Tu formashi chadgeba iangi wava sxva poziciaze
0
№9
ავტორი: AkkRed
31 დეკემბერი 2014 15:17
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რა იანგი ეყო მაგას ცალფეხა ჩაწოდებები
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top