ოფიციალური საიტის გამოკითხვა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" დეკემბრის შედეგი 4 მოგება და ორი ფრეა, ხოლო რამდენიმე ფეხბურთელი თვის საუკეთესოს წოდებისთვის იბრძოლებს.
დავიდ დე ხეა, ხუან მატა, და რობინ ვან პერსი თავიანთი თამაშის გამო გამოკითხვაში მონაწილეობას იმსახურებდნენ, მაგრამ კამათის შედეგად ოფიციალურმა საიტმა გადაწყვიტა ასეთი სია შეადგინოს:
მაიკლ კერიკი: "იუნაიტედის" 16 ნომერი ტრავმის მოშუშების შემდეგ წარმატებით დაბრუნდა და თავის გავლენას ნამდვილად აჩვენებდა მოედანზე, თანაც სათამაშო დროის თითქმის ნახევარი ცენტრალურ მცველად გაატარა. თუმცა, თუ მას "მესაჭეს" ვუწოდებთ, ზედგამოჭრილი სიტყვა იქნება მაიკლისთვის, რომელიც დაცვის ხაზში მშვიდად გამოიყურებოდა და თანაგუნდელებს მითითებებს აძლევდა.
უეინ რუნი: თვის პირველი მატჩის გამოტოვების შემდეგ, რომელიც "იუნაიტედმა" "სტოკის" წინააღმდეგ გამართა, კაპიტანი გუნდს დაუბრუნდა და "საუთჰემპტონის" დამარცხებაში დაეხმარა. რუნი ნახევარდაცვაში მოქმედებდა "ლივერპულთან" მატჩში, მაგრამ შეხვედრის პირველი გოლის გატანა მოახერხა, რასაც "ასტონ ვილასთან" წარუმატებელი მატჩი მოჰყვა, რომლის შემდეგ ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ რუნის ხილვა შეტევაში უფრო სურს. ამის შემდეგ რუნიმ ორი გოლი გაუტანა "ნიუკასლს" და ასეთი თამაშისთვის თავად პოლ სქოულზის შექება დაიმსახურა.
ეშლი იანგი: ჩვენი სამეულის ერთადერთი წევრი, რომელმაც დეკემბრის თვეში თითოეული წუთი ითამაშა. იანგი მარცხენა ვინგერად თამაშობდა და მან "სტოკ სიტისთან" მატჩში ყოფილი "წითელი ეშმაკის", მამე ბირამ დიუფის დარტყმული კარის ხაზიდან მოიგერია. მისი ჩაწოდებების შედეგად გოლები გაიტანეს ხუან მატამ "ლივერპულთან" მატჩში და რადამელ ფალკაომ "ასტონ ვილასთან" მატჩში.
ხმის მისაცემად გადადით ბმულზეასევე დააფიქსირეთ თქვენი ხმა ჩვენს გამოკითხვაში
წყარო:
Manutd.com