კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა მცველის, ლუკ შოუს მასპინძელი გახდა. 19 წლის ლუკი, რომელიც ზაფხულში 30 მილიონად შეუერთდა "იუნაიტედს", რონალდუსგან ბინას ქირაობს, რომელიც ჩეშაირში მდებარეობს. სავარაუდოა რომ შოუ რონალდუს 7.000 ფუნტს უხდის ყოველთვიურად.
აღნიშნულ ბინას აქვს გადახურული აუზი, ცენტრალურ გათბობაზე აყვანილი სათითაო ოთახი, ჯაკუზი და ღვინის საცავი. ეს სახლი რონალდუმ 3.85 მილიონ ფუნტად იყიდა 2003 წელს, როდესაც იგი "ოლდ ტრაფორდზე" დაბინავდა. მას შემდეგ რაც მან კარიერა ესპანეთში განაგრძო, პორტუგალიელმა ამ სახლის გაყიდვა სცადა, თუმცა ამაოდ. შემდეგ კი გაქირავება გადაწყვიტა.
ანომიმური წყარო იტყობინება: "ეს გასაოცარი სახლია. ლუკს ძალიან მოსწონს მისი ბინა და ფაქტი ის არის, რომ ეს სახლი თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ გმირს, კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნის. მისი თანაგუნდელები მასთან ახლოს ცხოვრობენ და ეს ადგილი მოსახერხებელია და ადვილი მისასვლელია "ოლდ ტრაფორდამდე."