ფედერიკო მაკედას აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი არ შეუერთდება „ჰალ სიტის“ ან „ბლექპულს“ ზამთარში.იგი წავა რომელიმე გერმანულ ან იტალიურ კლუბში. 21 წლის ფორვარდი ამ სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ძირითად გუნდში მხოლოდ 3-ჯერ მოხვდა.როდესაც გუნდში არიან ისეთი ფორვარდები როგორიცაა რუნი,ვან პერსი,ველბეკი და ჩიჩარიტო მაკედას მოუწევს გუნდის არენდით დატოვება. მაკედას აგენტმა ჯოვანი ბიამ უარი განაცხადა ისეთ კლუბებთან მოლაპარაკებაზე, როგორიცაა „ბლექპული“,“ჰალ სიტი“ და „ქპრ“ . ინტერვიუში ბიამ განაცხადა რომ : „მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არის გაუშვას მაკედა რათა სათანადო პრაქტიკა მიიღოს.“ჰალ სიტი“ „ბლექპული“ ? რა თქმა უნდა არა.იგი ამ გუნდებს არ შეუერთდება, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამოდენიმე იტალიურ და გერმანულ კლუბებთან,სახელებს ჯერ არ დავასახელებ.“