თბილისი:
მანჩესტერი:
30-12-2014, 12:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1462,
კომენტარები: 9
კაპელო: "რუნის ყველგან შეუძლია თამაში"
ფაბიო კაპელო უეინ რუნის შესახებ.
კაპელო:
ფაბიო კაპელოს მიაჩნია, რომ უეინ რუნის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში.

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი ბოქსინგ დეიზე გამართულ შეხვედრაში ნახევარდაცვაში მოქმედებდა და "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელის, პოლ სქოულზის შექებაც დაიმსახურა.

რუნის სათამაშო პოზიციის შესახებ დავა მიმდინარეობს - ერთნი ფიქრობენ, რომ ნაკრებშიც და კლუბშიც რუნიმ ნახევარდაცვაში უნდა გადაინაცვლოს და თავდასხმაში ადგილი ახალგაზრდებს დაუთმოს, ხოლო მეორენი ფიქრობენ, რომ რუნი ფორვარდის პოზიციაზე უნდა თამაშობდეს.

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა კი რუნის უნივერსალურობაზე გაამახვილა ყურადღება.

"რუნის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში."

"ის ფანტასტიური ფეხბურთელია. ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში იგი თავდამსხმელის უკან თამაშობდა. ეს მართლაც კარგი იყო, რადგან მას სიტუაციის ხედვის კარგი უნარი ჰქონდა."

"ის ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას ირჩევდა და გოლებიც გაჰქონდა."

"კაპიტნად ისეთი ადამიანი გჭირდება, რომელიც მოედანზე მისაბაძი იქნება. ის მოედანზე ლიდერი უნდა იყოს და რუნი არის ლიდერი."
- განაცხადა კაპელომ.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: LizarD
30 დეკემბერი 2014 12:48
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
რა გაუტრაკეს საქმე რუნის. რახან შეუძლია იმას ხომ არ ნიშნავს რომ ვიღაც ღორი სტარიჯის გამო დაცვაში დააყენო. მალე ალბათ მართლა მცველად დააყენებენ! გაატრაკე რუნი, ამათი დაუნახავი დედაც!

areyoukiddingme
0
№2
ავტორი: RojoDiablo
30 დეკემბერი 2014 13:13
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
LizarD,
მწვრთნელი გუნდს უნდა აგებდეს და ათამაშებდეს ისე, როგორც მას მიაჩნია საუკეთესო და ოპტიმალურ ვარიანტად. თუ გუნდს დასჭირდება, რომ რუნიმ ნახევარდაცვაში ითამაშოს და თავდასხმაში სტარიჯი ან თუნდაც ლამბერტი დადგეს, რა არის ამაში ცუდი ვერ ვხვდები.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: AkkRed
30 დეკემბერი 2014 13:40
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
LizarD,

კაპიტანია და სადაც დასჭირდება გუნდს იქ იდგება თან რუნის ნაირი უნივერსალი.კაპიტანი რო გყავს ორმაგი პლიუსია

LizarD,

კაპიტანია და სადაც დასჭირდება გუნდს იქ იდგება თან რუნის ნაირი უნივერსალი.კაპიტანი რო გყავს ორმაგი პლიუსია
0
№4
ავტორი: Count Alucard
30 დეკემბერი 2014 15:47
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
RojoDiablo,
რა სტარიჯი რა ლამბერტი ოსტინი უნდა გამოიძახონ ნაკრებში, ოსტინი წინ და რუნი ოდნავ უკან მეორე თავმდამსხმელად ან გამთამაშებლად, ინგლისშიც საყრდენად არ მინდა რომ ვნახო.
0
№5
ავტორი: RojoDiablo
30 დეკემბერი 2014 16:51
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
nika_123,
არა, ეგ სიტყვაზე მოვაყოლე, რომ თუ გუნდს დასჭირდება ასეც ითამაშებს თქო, თორემ არც მე მინდა მანდ ვნახო, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მინდა რეკორდი მალე დაამყაროს.

ოსტინს რაც შეეხება, ამ ფეხბურთელი პროგრესი უბრალოდ გასაოცარია. არაპროფესიონალი ფეხბურთელობიდან პრემიერ ლიგის თუნდაც აუტსაიდერი გუნდის საუკეთესო ბომბარდირობამდე მისვლა ადვილი არ არის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: LizarD
30 დეკემბერი 2014 20:02
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
RojoDiablo,
კაპიტნობა არაფერ შუაშია უბრალოდ ყველას ვისაც უნდა პოზიციას უცვლის რუნის. რატო პერსის არ უცვლის ვან გალი ? გვახსოვს კაგავა როცა ფლანგზე იყო როგორ უჭირდა, აკეთებდა რაღაცას მაგრამ არა იმ დონეზე როგორც ცენტრში. ასე რომ ფეხბურთელი იქ უნდა იყოს რაც პოზიციითაა და არა სადაც ნორმალურად თამაშობს. რუნი 100% მაშინ ავლენს როცა მეორე ფორვარდია.
0
№7
ავტორი: Jorbe-Jorbe
30 დეკემბერი 2014 21:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
როგორ არ მიყვარს ეს მწვრთნელი რა aggressive2
0
№8
ავტორი: GeorgeBest
30 დეკემბერი 2014 21:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კაპიტნად ისეთი ადამიანი გჭირდება, რომელიც მოედანზე მისაბაძი იქნება. ის მოედანზე ლიდერი უნდა იყოს და რუნი არის ლიდერი


winked
0
№9
ავტორი: RedGirl
30 დეკემბერი 2014 22:00
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ჩემი უნივერსალური კაპიტანი! უეინ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top