ოთხშაბათს, "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი ლუი ვან გაალი პირადად შეხვდა ნორვეგიელ ვუნდერკინდს მარტინ ოდეგაარდს, რომელიც კვლავ აგრძელებს კლუბის შერჩევას.
ბოლო კვირების განმავლობაში, "სტრომგოსტედის" 16 წლის ნახევარმცელი საკუთარი თვალით კითხულობდა და განიხილავდა წინადადებებს ისეთი კლუბებისა, როგორებიცაა "ბაიერნი", "მანჩესტერ სიტი" , "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი". იმის გამო, რომ ნორვეგიაში ახლა შესვენებაა მარტინი "ოლდ ტრაფორდს" ეწვია და კარინგტონის სავარჯიშო ბაზაც მოინახულა.
"Manchester Evening News"-ის თქმით, ოდეგაარდი, რომელმაც ითამაშა საკუთარი ნაკრების ძირითად შემადგენლობაში, ესაუბრა ვან გაალს. არ არის გამორიცხული, რომ "იუნაიტედი" ამ გზით შეეცდება სადავეები ხელთ იგდოს ნიჭიერი მოთამაშის ბრძოლაში.
დავამატებთ, რომ სულ რაღაც ერთი კვირის წინ მარტინს 16 წელი შეუსრულდა. ახლა ასაკი საშუალებას აძლევს მარტინს ხელი მოაწეროს პროფესიონალურ კონტრაქტს საზღვარგარეთაც.