თბილისი:
მანჩესტერი:
29-12-2014, 13:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1594,
კომენტარები: 9
ვალენსიამ ტრავმა მიიღო
ლუი ვან გაალმა ვალენსიას ტრავმა დაადასტურა.
ვალენსიამ ტრავმა მიიღო
ლუი, "ასტონ ვილასთან" მატჩის შემდეგ თქვით, რომ ერთი ქულით იმედგაცრუებული ხართ. რას იტყვით დღეს?

დღესაც იმედგაცრუებული ვარ. ჩემი აზრით, პირველი ტაიმი დიდებულად ვითამაშეთ, ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ მათი რეალიზება ვერ შევძელით, ეს ჩვენთვის ჯილდო იქნებოდა. მეორე ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა. ჩვენი ფეხბურთელები დაიღალნენ, მოწინააღმდეგისაც. "ტოტენჰემი" ჩვენზე უკეთესად გამოიყურებოდა წართმევაზე და მეორე ტაიმის საერთო ჯამში უკეთესი იყო. მათაც სამი საგოლე მომენტი შექმნეს, ისევე როგორც ჩვენ, ამიტომ ვფიქრობ, ორი ქულა დავკარგეთ.

პირველ ტაიმში შეგეძლოთ რამდენიმეჯერ გაგეტანათ. ფიქრობთ, რომ გუნდს არ გაუმართლა, თუ სხვა რამემ იქონია გავლენა?

ასე ვერ ვიტყვით. გამართლება ყოველთვის აუცილებელია, მათ შორის გატანილი გოლების შემთხვევაშიც. უბრალოდ გასაკვირია, როგორ ვერ გავიტანეთ პირველ ტაიმში.

უკვე თქვით, რომ მეორე ტაიმი სრულიად განსხვავებული გამოვიდა. მოთამაშეებს გაუჭირდათ. ამას მათ ფიზიკურ მდგომარეობას უკავშირებთ?

დიახ, ასეა. ძალიან რთულია ორ დღეში აღდგენა. "ტოტენჰემის" შემადგენლობაშიც გამოვიდნენ ფეხბურთელები, რომელთაც პარასკევის მატჩში მიიღეს მონაწილეობა. არც მათთვის იყო იოლი.

არც კი მინდოდა ამის შეხსენება, რადგან ტრავმა "იუნაიტედს" მიმდინარე სეზონში თან დაჰყვება, მაგრამ ხომ არ იყო რამე დაზიანება დღეს? შესვენებაზე თქვენ რაფაელი...

დიახ. ვალენსიას ბარძაყის ტრავმა აქვს. შესვენებაზე ნათელი გახდა, რომ მცირე დაზიანება ჰქონდა, ამიტომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. უფრო დაწვრილებით გამოკვლევას დაველოდოთ.

მომდევნო მატჩამდე აღდგენისთვის ოთხი დღე გაქვთ...

დიახ, უნდა გვეყოს. მაგრამ ფეხბურთელებმა უკვე ჩაატარეს ორი შეხვედრა, ამიტომ დასვენებისთვის უფრო მეტი დრო სჭირდებათ.



წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RedGirl
29 დეკემბერი 2014 13:58
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
გვანთსა ვიზიარებ გვანთსა ;დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№2
ავტორი: chudikone
29 დეკემბერი 2014 14:08
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
რაოო ? cerealguy2 ვალენსიამ ტრავმაა მიიიღოოო ? derpstare იეეეეეეეეეეეეეეესსსსსსსს foreveralonehappy foreveralonehappy foreveralonehappy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: RojoDiablo
29 დეკემბერი 2014 14:10
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
chudikone,
ცუდია, ტრავმირებულები ისედაც თავზე საყრელად გვყავს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: bziki
29 დეკემბერი 2014 14:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ვალენსიას დასვენება ისედაც ჭირდებოდა, რაფაელი შოუ დაბრუნდა და დიდი პრობლემა არაა
0
№5
ავტორი: Mufc7
29 დეკემბერი 2014 14:19
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ეს რა დღე გამითენდააააააააააააააა cry2
RedGirl,
3d_6
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: GeorgeBest
29 დეკემბერი 2014 15:42
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამის ტრავმაღა გვაკლდა areyoukiddingme
0
№7
ავტორი: AkkRed
29 დეკემბერი 2014 16:09
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჩემი შოკოლადის კაცი ღმერთმანიიი feel


აუუ ვალენსია მაინც გყვავს გუნდში ნანის მისტირე მარტო პესში რო არი მაგარი chudikone,
lol lol
0
№8
ავტორი: DiMaria
29 დეკემბერი 2014 17:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ვაახ, ვაახ. მეც არა ვთქვი რატომ გაიყვანა თქო?
0
№9
ავტორი: PaLoMo
30 დეკემბერი 2014 00:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
chudikone,
Rafika gevaseba shen xoo:-D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top