თბილისი:
მანჩესტერი:
29-12-2014, 13:35
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1758,
კომენტარები: 8
მატა: "მოდი განვაგრძოთ წინსვლა"
ხუან მატა 2014 წელს დაემშვიდობა.
მატა:
ხუან მატას სჯერა რომ 2014 წლის წარმატებული დასასრული შესაძლოა მიზეზი იყოს იმისა, რომ მომდევნო წელი გამარჯვებით დაიწყოს გუნდმა, რომელიც "სტოკის" წინააღმდეგ, 1 იანვარს შედგება.

თავად ხუანი შესანიშნავად გამოიყურებოდა "სპურსთან" გამართულ მატჩსი, რომელიც 0-0 დასრულდა და გუნდმა 1 ქულა წამოიღო ოლდ ტრაფორდზე. მატა მთელი მატჩის განმავლობაში ორი ფორვარდის უკან მოქმედებდა და ესპანელ ფლეი-მეიქრს ცოტა დააკლდა რომ ჯარიმიდან გოლი გაეტანა. იგი მთელი მატჩის განმავლობაში შესანიშნავად აკონტროლებდა ბურთს და არღვევდა "მამლების" დაცვას. ფაქტი ერთია, რომ არა ჰუგო ლორისის შესანიშნავი სეივები, მატას გუნდელები პირველივე ტაიმში მოახერხებდნენ სამი ქულის წამოღებას "უაით ჰაერთ ლეინიდან".

ესპანელმა ნახევარმცველმა MUTV-სთან ინტერვიუში განაცხადა: "ვფიქრობ შესანიშნავი შანსები გვქონდა რომ მინიმუმ ორი გოლი გაგვეტანა. ჩვენ ვფიქრობდით რომ პირველივე ტაიმში გაგვეხსნა ანაგარიში. სწორედ ეს დაგვავალა ბოსმა. ჩვენ მოგებისთვის ვთამაშობდით და მგონი ეს ასეც გამოჩნდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, რომელშიც აშკარად უნდა გაგვეტანა."

როდესაც "იუნაიტედმა" უგოლოდ დაასრულა პირველი ტაიმი, მატამ აღიარა რომ მის მოწინააღმდეგე გუნდს უფრო მეტი შანსი ჰქონდა მატჩის მეორე ნახევარში. "მეორე ტაიმში ისინი უფრო მეტად მიმართავდნენ პრესინგს." აგრძელებს მატა. "ისინი უფრო მეტად შემტევ ფეხბურთს გვთავაზობდნენ და დე ხეა შესანიშნავ სეივებს აკეთებდა, როგორც ყოველთვის. მაგრამ ვფიქრობ რომ ორივე გუნდი დაიღალა და მეორე ტაიმი უფრო ნელი იყო, ვიდრე პირველი. უფრო გახსნილი თამაში წარიმართა. ვფიქრობ პირველ ტაიმში ჩვენ აუცილებლად უნდა გაგვეტანა."

მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედმა" ბოქსინგს დეის გამარჯვება ვერ გაიმეორა, მატა მაინც ფიქრობს რომ 2014 წლის დასასრული პოზიტიურ ასპექტში უნდა განვიხილოთ.

"ეს წელიწადის კარგი დასასრულია, კარგი შედეგებით. ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ რაც ჩვენ უკანასკნელად ვიგემეთ მარცხი და ჩვენ უნდა გავნაგრძოთ ისე თამაში, როგორც პირველ ტაიმში ვითამაშეთ. ეს დიდებული სანახავი იყო. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ შედეგის მიღებას."

ესპანელი ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ მომდენო წლის თამაშები უფრო ადვილი განრიგით იქნება და სჯერა რომ მის გუნდს შეუძლია ნებისმეიერ მეტოქსეთან 3 ქულის მოპოვება. ""სტოკს" ძალიან რთული სტადიონი აქვს. იქ ყოველთვის ცივა და ქარია, მაგრამ ჩვენ მაინც შევეცდებით შინ სამი ქულით დაბრუნებას." დაასრულა მატამ.

წყარო: Manutd.com


როგორ შეაფასებით განვლილ წელს "იუნაიტედისთვის" ?

წარმატებული წელი იყო.
წარუმატებელი წელი იყო.
უკეთესს მოველოდი.
მიღწეულმა შედეგმა გამაკვირვა.

ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RedGirl
29 დეკემბერი 2014 13:56
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
სტოკთან მარტივი თამაში არ იქნება მაგრამ სამი ქულა უნდა წამოვიღოთ უეჭველი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№2
ავტორი: RojoDiablo
29 დეკემბერი 2014 14:04
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მომდევნო თამაში 4 დღეში და სამი დღის შემდეგ კიდევ ერთი, უკვე სათასო. იმედია შარშანდელ წარუმატებლობას არ გავიმეორებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Mufc7
29 დეკემბერი 2014 14:29
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მე არ ვიცი, ახალი წელი მოგებით უნდა დავიწყოთ feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: GeorgeBest
29 დეკემბერი 2014 15:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საზიზღრად დაიწყო წელი მარა შეიძლება ითქვას რომ კარგი დასასრული ჰქონდა. მთავარი მიზანი ოთხეულში დაბრუნება იყო და ესეც მოხდა. ამდენი ტრავმირებულის და ესეთი დაცვის ფონზე წაუგებელი სერია მშვენიერი შედეგია. ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი მარა წინსვლა იგრძნობა და მიხარია
0
№5
ავტორი: AkkRed
29 დეკემბერი 2014 16:15
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
წარმატებულის რა ნახეთ ამ წელს? areyoukiddingme
0
№6
ავტორი: DiMaria
29 დეკემბერი 2014 17:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მოდი ხუან, ეგ ვის არ უნდა :D
0
№7
ავტორი: chudikone
29 დეკემბერი 2014 17:19
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ALL IN,
AkkRed,
რატო იყო წარმატებუი? რატო და ჯერ ერთი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი დავიმატეთ მატას სახით. მერე ის იმბეცილი კაცი გავუშვით გუნდიდან თავის ტაქტიკასთამ ერთად. მოვიდა თავის საქმის მცოდნე ვან გაალი და შესანიშნავი ფეხბურთელებიც მოიყვნა. გუნდი ოთხეულში დააბრუნა და საქვეყნოდ დასაცინი აღარ ვართ. დროსთან ერთად თამაში გამოასწორა და მომავლის იმედი მაინც გვაქვს. ამასაც დანახვა უნდა. კიდე ბევრი რამის დაწერა შეიძლებოდა მარა შორს წავალთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: AkkRed
29 დეკემბერი 2014 17:37
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
chudikone,

მაშინ ნახევარ წელს like იმ ნახევარს seen lol
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top