თბილისი:
მანჩესტერი:
29-12-2014, 13:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2172,
კომენტარები: 0
"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)
"ტოტენჰემთან" ნათამაშები ფრის ტაქტიკური ანალიზი.
შეტევის დასაწყისი

მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედმა" "ნიუკასლსა" და "ტოტენჰემთან" ორი კარგი მატჩი ჩაატარა, "იუნაიტედის" ქომაგს ურჩევნია ზედმეტად კმაყოფილი არ იყოს. "იუნაიტედის" ტკივილი მწვავეა და ის, რომ ვან გაალმა მისი გაყუჩება დროებით მოახერხა, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზეა.

ხოლო თუ ალეგორიას თავს დავანებებთ და საქმეზე გადავალთ, დავინახავთ, რომ ყველაფერი ასე სასიხარულოდ არ არის.

მოდით გრძელი პასების სურათს გადავხედოთ. "ასტონ ვილასთან" მატჩის დროს ამ საკითხს მცირედით უკვე შევეხეთ, ახლა კი ჩაღრმავება ვცადოთ.

გრაფიკაზე "იუნაიტედის" სამი ცენტრალური მცველის გრძელი პასებია წარმოდგენილი.

ჯონი ევანსმა 6 ასეთი გადაცემა გააკეთა, რომელთაგან მხოლოდ ორი იყო ზუსტი; მაკნეირმა სულ რაღაც 3 და თითოეული მათგანი მოწინააღმდეგეს მისცა; ხოლო ჯონსმა 11, რომელთაგან 3-მა მიაღწია პარტნიორამდე.

ჯამი: 5 ზუსტი გადაცემა 20-დან.

უფრო ზუსტად, ბურთის 15-ჯერ დაკარგვა იმის გამო, რომ შეტევის დაწყება ცენტრალურ მცველებს ევალებათ.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  (ტაქტიკური განხილვა)


ცალკე გამოვყოთ მეკარის პასები. 23-დან მხოლოდ 4 ზუსტი. ანუ, კიდევ 19 დაკარგვა.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  (ტაქტიკური განხილვა)


ჯამი: 19 + 15 = 34 დაკარგვა 90 წუთში.

90 გავყოთ 34-ზე = 2,65.

ანუ, საშუალოდ 2 წუთ ნახევარში "იუნაიტედი" ბურთს კარგავს მცველების ან მეკარის მიერ გაკეთებული გრძელი გადაცემის გამო.

რატომ ხდება ასე?

იმიტომ, რომ საყრდენი ზონა სათანადოდ ვერ მოქმედებს.

მას შემდეგ, რაც რუნიმ მაღლა აიწია, კერიკის გავლით თამაში საერთოდ არ მუშაობს. ის უბრალოდ არ მოქმედებს გუნდის შეტევის აგებაში, თუ რობინ ვან პერსიზე გაკეთებულ იშვიათ პასს არ გავითვალისწინებთ.

მაიკლ კერიკმა თამაშში მხოლოდ 34 პასი გააკეთა.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  (ტაქტიკური განხილვა)


ცვლილებები

ლუი ვან გაალს ნამდვილად აქვს ხალხის გაოცების უნარი, თანაც ყველაფრით. არც შეცვლებია გამონაკლისი.

"დეზებთან" მატჩში ყველა ცვლილება დაცვით ხაზში მოხდა. ვფიქრობ, რთულია ასეთი მატჩის გახსენება.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  (ტაქტიკური განხილვა)

მარცხნივ - სასტარტო შემადგენლობა; მარჯვნივ - ცვლილელების შემდეგ

ამასთან ერთად, ყველა ცვლილება საქმიდან გამომდინარე გაკეთდა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ვალენსიამ მცირე დაზიანება მიიღო, ხოლო მის ნაცვლად რაფაელი გამოვიდა.

როგორც ეტყობოდა, მაკნეირი და ევანსი ბოლომდე უპრობლემოდ თამაშს ვერ შეძლებდნენ. პატრიკი ნამდვილად ვეღარ ასწრებდა. და ეს შეიძლებოდა გუნდისთვის სავალალოდ დასრულებულიყო, თუ გავითვალისწინებთ საერთო დაღლასა და ბოლო 20 წუთს.

რა თქმა უნდა, გულშემატკივარს თავდასხმის გაძლიერებისკენ მიმართული ცვლილელების ხილვა უნდოდა, მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ, ვან გაალს ასეთი ვარიანტი არ ჰქონდა.

ბოლოს

ეს 2014 წლის უკანასკნელი განხილვაა. გმადლობთ, რომ იმყოფებოდით ჩვენთან ერთად, განიხილავდით, კამათობდით, აზრებს გვიზიარებდით. ერთად შესაძლოა მცირედით, მაგრამ მაინც უკეთ გავერკვიეთ ჩვენი მშვენიერი გუნდის თამაშში.

ახალ წელს შევხვდებით. რაც შორს - მით მეტი!

ავტორი: ალექსანდრ კორენევი

წყარო: carrick.ru
სტატიები
0 კომენტარი

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top