თბილისი:
მანჩესტერი:
29-12-2014, 13:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2350,
კომენტარები: 0
"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)
"ტოტენჰემთან" ნათამაშები ფრის ტაქტიკური ანალიზი.
მეორე ტაიმი

მეორე ტაიმი შეტევის თვალსაზრისით გაცილებით ნაკლებად საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა. "იუნაიტედს" ძალები მხოლოდ 70 წუთამდე ეყო და ამის შემდეგ თავდასხმა უბრალოდ გაქრა, ხოლო დაცვამ მხოლოდ დროული ცვლილებების ხარჯზე გაძლო.

"ტოტენჰემმა" წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობაში 4 ცვლილება განახორციელა და ცოტათი დასვენებულად გამოიყურებოდა.

"იუნაიტედის" შეტევა

ტაიმი "იუნაიტედის" მორიგი სახიფათო შეტევით დაიწყო. რაფაელის გამოსვლის შემდეგ მარჯვენა ფლანგი მთელი ძალით ამოქმედდა. ბრაზილიელმა მცველმა ევანსთან ერთად მატა თავისუფალ ზონაში გაიყვანა. ხუანმა საჯარიმოს ცენტრში სახიფათო ჩაწოდება განახორციელა, მაგრამ რობინმა კარს ააცილა.

შესაძლოა ამაში არსებობს მომენტის გარკვეული იდეალიზაცია, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პასი გაუკეთდა არა რობინს, არამედ უეინს. ბურთი სწორედ ფეხზე დააჯდებოდა რუნის და ასეთი პოზიციიდან ვერც ერთი მეკარე ვეღარ იხსნიდა გუნდს.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  (ტაქტიკური განხილვა)


***


კიდევ ერთი მომენტი, რომელიც 68-ე წუთზე შედგა, გუნდს აუცილებლად უნდა გაეტანა.

კიდევ დაბალი ჩაწოდება რაფაელის ფლანგიდან, ამჯერად თავად ბრაზილიელი ასრულებდა. გადაცემა იდეალური გამოვიდა და მატას მხოლოდ კარში მოხვედრაღა აკლდა. ხუანმა ძლიერად და არაზუსტად დაარტყა, ბურთი კარის მაღლა გაფრინდა.

ამით "იუნაიტედის" მომენტები ამოიწურა.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  (ტაქტიკური განხილვა)


"ტოტენჰემის" მომენტი

შეხვედრის მიწურულს მაიკლ კერიკმა რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა. ჯერ მოედნის ცენტრში "დეზების" თავდამსხმელს მისცა პასი.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  (ტაქტიკური განხილვა)


შემდეგ კი პასიურად გაჰყვა.

თუმცა მთელი დაცვის ხაზი ამ ეპიზოდში ცუდად მოქმედებდა. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ კეინმა ბურთთან ერთად მოძრაობა მოედნის ცენტრიდან დაიწყო და მის წინ ორი მცველი იმყოფება.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  (ტაქტიკური განხილვა)


და თითქმის საჯარიმოს ხაზამდე მივიდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში კი ჯონსი უკან მიაბიჯებდა და არც კი უფიქრია კეინისთვის ბურთის გამორთმევა, რაც ლოგიკური მოქმედება იქნებოდა, თუ გავითვალისწინებთ უკნიდან მორბენალ კერიკსა და დაზღვევაზე მყოფ სმოლინგს.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  (ტაქტიკური განხილვა)


ბოლოს, საჯარიმოს ხაზთან მისვლისას კეინი შეჩერდა და პარტნიორს დაელოდა, რომელსაც კერიკი იყვანდა. მაგრამ მაიკლის ზურგს უკან გაკეთებული ელეგანტური პასის შემდეგ, რომელმაც კერიკი მოკვეთა, "ტოტენჰემის" ფეხბურთელი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  (ტაქტიკური განხილვა)


ეპიზოდის გადასარჩენად კერიკის უკანასკნელი ქმედება - ბურთზე ვარდნა.

"იუნაიტედი" გაშვებული გოლისგან მეისონის უზუსტობამ იხსნა.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  (ტაქტიკური განხილვა)


საერთო დაკვირვება

მსაჯობა

ჯონათან მოსი დაგვამახსოვრდა არა მარტო არ ჩათვლილი გოლით, არამედ ეჭვგარეშე დარღვევით, რომელიც მის თვალებს გამოეპარა და ასევე არც თუ მიმდევარი ყვითელი ბარათების ჩამორიგებით.

მსაჯისადმი პრეტენზიების გამოხატვა არა მარტო "იუნაიტედის" ქომაგს, არამედ "ტოტენჰემის" ქომაგსაც შეეძლო.

მთელი მატჩის განმავლობაში "იუნაიტედის" საჯარიმოში შედგა ორი საკამათო ეპიზოდი, რომელთაც შეეძლო პენალტი გამოეწვია. მოდით, გადავხედოთ მათ.

პირველი მომენტი კუთხურის მოწოდების შემდეგ მოხდა. მაკნეირი დასწრებაზე თამაშობდა. პედი კეინს ვერ ხედავდა, ის ბურთს უყურებდა, ხოლო "ტოტენჰემის" თავდამსხმელი მცველის ზურგსუკან გაჩნდა.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  (ტაქტიკური განხილვა)


ბურთზე თამაშის მცდელობისას მაკნეირი მუხლით ფეხში ურტყამს კეინს და ეს უკანასკნელი ეცემა.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  (ტაქტიკური განხილვა)


ასეთი პენალტის დადება შეიძლებოდა, მაგრამ ალბათ მხოლოდ ჩაკირს შეეძლო. ის კი არ არის იმ ადამიანთა სიაში, ვის აზრსაც ყურადღებას აქცევენ.

აღსანიშნავია, რომ კეინი და მისი ამხანაგები არც კი ცდილობდნენ პენალტის მოთხოვნას. ისინი უბრალოდ აგრძელებდნენ თამაშს, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს ეპიზოდის სისუფთეზე.

***


მეორე მომენტიც ასევე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ შედგა.

იგივე კეინი ცდილობდა რუნისგან თავის დაღწევას, მაგრამ კაპიტანმა ხელები შემოხვია "დეზების" ფეხბურთელს.

ეპიზოდის ამსახველი ვიდეო

ეს პენალტია.

***


ამგვარად, ორივე გუნდისთვის თითო უხეში შეცდომა და რამდენიმე წვრილმანი, რომელმაც მატჩზე გავლენა იქონია. ნათელია, ჯონათან მოსი არ არის ის მსაჯი, რომელსაც "იუნაიტედის" ქომაგი მომდევნო მატჩებში თბილად შეხვდება.

გაგრძელება
სტატიები
0 კომენტარი

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top