29-12-2014, 10:02
ნანახია: 1918,
კომენტარები: 7
"იუნაიტედი" სილვასთვის იბრძოლებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" სილვას შეძენას ეცდება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "კორინთიანსის" ამომავალი ვარსკვლავისთვის, მალკოლმ სილვასთვის ლონდონურ გრანდებს, "არსენალსა" და "ჩელსის" შეეცილება.
17 წლის ფეხბურთელს, რომელსაც 20 მლნ. ფუნტად აფასებენ, "ბარსელონას" ბრაზილიელ შემტევს, ნეიმარს ადარებენ.
სილვამ მანო მენეზესის გუნდში 25 შეხვედრა ჩაატარა და იმედოვნებს, ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებშიც დაიმკვიდრებს ადგილს.
მალკოლმით დაინტერესებულია "ბარსელონაც", მაგრამ მისი შეძენის საუკეთესო შანსი "ჩელსის" აქვს.
თავად ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდსა" და "ემირეიტსზე" გადასვლას კი "სტემფორდ ბრიჯის" ალტერნატივას ამჯობინებს.
წყარო:
express
ახალი ამბები, ტრანსფერები
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.