"ევერტონის" ამერიკელმა გოლკიპერმა ტიმ ჰოვარდმა აღიარა, რომ მას არ დაუფლებია შიშის გრძნობა, როცა ტელეფონით ამერიკის პრეზიდენტს ბარაკ ობამას ესაუბრა, ეს იმიტომ, რომ მას ადრე საქმე ჰქონდა სერ ალექს ფერგიუსონთან.
როგორც მოგეხსენებათ, მას შემდეგ, როცა ტიმ ჰოვარდმა ბრწყინვალედ იასპარაზე ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ობამამ პირადად მიულოცა 35 წლის მეკარეს, თუმცა ეს არ ყოფილა ყველაზე საშიში მომენტი ყოფილი "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარისათვის.
"როდის შემეშინდა ყველაზე მეტად? ალბათ, როდესაც მე შევაბიჯე "ოლდ ტრაფორდის" გასახდელში. პრეზიდენტს ჩემთვის არ უყვირია. მაშინ, როცა დევიდ მოიესი და ალექს ფერგიუსონი დაგიყვირებთ, ეს იმ წუთას ყველაზე საშინელი მომენტია მსოფლიოში."
"ფერგიუსონი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია საფეხბურთო ისტორიაში. ხოლო ის, რომ ჩვენ არ ვმუშაობთ მასთან ერთად, არ ამცირებს მის დამსახურებას" - განაცხადა ტიმ ჰოვარდმა "ESPN"თან ინტერვიუში