დღევანდელი მატჩის საყურებელი ლინკები.
დღეს, ინგლისის პრემიერ ლიგის მე–19 ტურში "იუნაიტედი" "ტოტენჰემს" ეწვევა. "დეზების" მეკარე, უგო ლორისი "იუნაიტედთან" თამაშს მოახერხებს, მიუხედავად იმისა, რომ "ლესტერთან" მატჩში ჯიმი ვარდისგან სახეში დარტყმა მიიღო. ასევე მოსალოდნელია, რომ სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდება ნახევარმცველი, რაიან მეისონი, რომელიც "მელიებთან" მატჩში ტრავმის გამო შეცვალეს. მარუან ფელაინი და ადნან იანუზაი "დეზებთან" შეხვედრას ავადმყოფობის გამო გამოტოვებენ. თუმცა შესაძლოა "იუნაიტედის" შემადგენლობას დაუბრუნდეს ლუკ შოუ, რომელსაც 22 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია.
სტადიონი: "უაით ჰარტ ლეინი", ლონდონი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-19 ტური
თარიღი: კვირა, 28 დეკემბერი, 2014 წელი
მთავარი მსაჯი: ჯონათან მოსი
მატჩის დასაწყისი: 16:00, (ჩვენი დროით)შემადგენლობაძირითადი: De Gea, Jones, McNair, Evans, Valencia, Carrick, Rooney, Mata, Young, van Persie, Falcao.
სათადარიგო: Lindegaard, Rafael, Smalling, Shaw, Fletcher, A. Perreira, Wilson