თბილისი:
მანჩესტერი:
28-12-2014, 08:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1373,
კომენტარები: 9
"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
დღევანდელი მატჩის პრევიუ.
"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "უაით ჰარტ ლეინი", ლონდონი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-19 ტური
თარიღი: კვირა, 28 დეკემბერი, 2014 წელი
მთავარი მსაჯი: ჯონათან მოსი
მატჩის დასაწყისი: 16:00, (ჩვენი დროით)

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ტოტენჰემი"

ტრავმირებულები: არავინ
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Lloris, Vorm, Friedel, Walker, Naughton, Dier, Rose, Davies, Fazio, Kaboul, Vertonghen, Chiriches, Stambouli, Dembele, Paulinho, Mason, Capoue, Bentaleb, Lamela, Eriksen, Chadli, Lennon, Townsend, Soldado, Kane, Adebayor.

"დეზების" მეკარე, უგო ლორისი "იუნაიტედთან" თამაშს მოახერხებს, მიუხედავად იმისა, რომ "ლესტერთან" მატჩში ჯიმი ვარდისგან სახეში დარტყმა მიიღო. ასევე მოსალოდნელია, რომ სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდება ნახევარმცველი, რაიან მეისონი, რომელიც "მელიებთან" მატჩში ტრავმის გამო შეცვალეს.


"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ბლინდი, დი მარია, ერერა, როხო, ფელაინი, იანუზაი (გაციება)
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: შოუ
განაცხადი: De Gea, Lindegaard, Amos, Vermijl, Blackett, Shaw, Smalling, Evans, Jones, McNair, Rafael, Pereira, Fletcher, Valencia, Carrick, Young, Mata, Falcao, Rooney, Van Persie, W Keane.

მარუან ფელაინი და ადნან იანუზაი "დეზებთან" შეხვედრას ავადმყოფობის გამო გამოტოვებენ. თუმცა შესაძლოა "იუნაიტედის" შემადგენლობას დაუბრუნდეს ლუკ შოუ, რომელსაც 22 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია.


"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ტოტენჰემი"


მე-7 ადგილი, 30 ქულა
"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-წ-ფ-მ-მ-მ
"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მაურისიო პოჩეტინოს ხელმძღვანელობის ქვეშ ტოტენჰემმა პირველად მოახერხა ზედიზედ 3 მატჩის მოგება.

"დეზებმა" პრემიერ ლიგაში "უაით ჰარტ ლეინზე" გამართულ უკანასკნელ 8 შეხვედრაში სულ რაღაც 7 გოლი გაიტანეს.

"ტოტენჰემის" მიერ პრემიერ ლიგაში ჩატარებული უკანასკნელი 11 შეხვედრიდან ათში სამი ან მეტი გოლი გადიოდა.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-3 ადგილი, 35 ქულა
"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-მ-მ-მ-ფ-მ
"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში ჩატარებულ უკანასკნელ 8 შეხვედრაში 7 მოიგო.

"წითელ ეშმაკებს" ინგლისის ჩემპიონატში უკანასკნელი 7 შეხვედრიდან ექვსში მინიმუმ 2 გოლი გააქვთ.

ვან გაალის გუნდმა ამ სეზონში მხოლოდ ორ მატჩში ვერ მოახერხა მეტოქის კარის აღება - "მანჩესტერ სიტისა" და "ბარნლის" წინააღმდეგ.

პრემიერ ლიგის უკანასკნელ 10 გასვლით შეხვედრაში "იუნაიტედმა" კარი მხოლოდ ერთხელ შეინახა მშრალად - აგვისტოში "ბარნლის" წინააღმდეგ.

ლუი ვან გაალის შეგირდებმა პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 10 გასვლით შეხვედრაში მხოლოდ ორი მოიგეს - 2 მოგება, 5 ფრე, 3 მარცხი.

ლონდონში გამართულ უკანასკნელ 18 შეხვედრაში "იუნაიტედმა" მხოლოდ ერთი წააგო - 11 მოგება, 6 ფრე, 1 წაგება.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ტოტენჰემი"


წამყვანი ბომბარდირი: კეინი - 13 გოლი (5 ლიგაში).

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


"მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ უკანასკნელ 13 შეხვედრაში უეინ რუნის 9 გოლი აქვს გატანილი.

ამ 9 გოლიდან 6 რუნიმ "უაით ჰარტ ლეინზე" გაიტანა.

პრემიერ ლიგაში სტუმრად გატანილი უკანასკნელი 8 გოლიდან უეინ რუნიმ 6 ლონდონური გუნდის კარში გაიტანა.

თუ მოედანზე მაიკლ კერიკი გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

გუნდების ინდივიდუალური სტატისტიკა


"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ტოტენჰემი"


საგოლე პოზიციები


"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო


"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


კარში წასული დარტყმები


"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


კარისკენ წასული დარტყმები


"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)



"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


საგოლე პოზიციები


"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო


"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


კარში წასული დარტყმები


"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


კარისკენ წასული დარტყმები


"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 180-ჯერ შეხვდნენ. "ტოტენჰემმა" 48 მატჩში იზეიმა გამარჯვება, "იუნაიტედმა" 84-ში, ხოლო 48 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"ტოტენჰემმა" "იუნაიტედის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ უკანასკნელ 26 შეხვედრაში მხოლოდ 2 მოიგო (+2=7-17) და "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ "უაით ჰარტ ლეინზე" გამართულ უკანასკნელ 13 შეხვედრაში არც ერთხელ არ გაუმარჯვია (+0=5-8). "დეზებმა" "იუნაიტედი" უკანასკნელად საკუთარ მოედანზე 2001 წელს დაამარცხეს (3-1).

ამ გუნდებს შორის გამართულ უკანასკნელ 6 შეხვედრაში 21 გოლია გასული, საშუალოდ 3.5 გოლი ერთ მატჩში.

ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ბარათები

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


პენალტები

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
\

სახლში და გასვლაზე


ლიგა: "ტოტენჰემი" - 37 მოგება, "იუნაიტედი" - 76 მოგება, ფრე - 41.

პრემიერ-ლიგა "ტოტენჰემი"- 5 მოგება, "იუნაიტედი" - 29 მოგება, ფრე - 10.


"ტოტენჰემის" სტადიონი"


ლიგა: "ტოტენჰემი" - 25 მოგება. "იუნაიტედი" - 25 მოგება, ფრე - 27 .

პრემიერ-ლიგა: "ტოტენჰემი" - 3 მოგება. "იუნაიტედი" - 12 მოგება, ფრე - 7

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გასული წლის ანალოგიური შეხვედრა


"ტოტენჰემი" 2-2 "მანჩესტერ იუნაიტედი"

კვირა, 1 დეკემბერი, 2013 წელი
მსაჯი: მაიკ დინი
გოლები "ტოტენჰემის" რიგებში: უოლკერი 19', სანდრო 53'
გოლები "იუნაიტედი" რიგებში: რუნი 32', 57 (პენალტი)

პრომო

მატჩის წინ
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
28 დეკემბერი 2014 09:08
  • სიახლეები: 7004
  • კომენტარები: 8685
პირველ რიგში მინდა "ლესტერთან" "ტოტენჰემის" თამაშს შევეხო. ფორტუნა ცოტათი მელიების მხარეს რომ ყოფილიყო, ამ მატჩს ტოტენჰემი არათუ ვერ მოიგებდა, არამედ წააგებდა. მაგრამ იღბალმა ტოტენჰემის მხარე დაიჭირა და მას არა მარტო ლესტერის მიერ ვერ გამოყენებული მომენტები, არამედ ერიკსენის გოლიც ადასტურებს.

ჰარი კეინს მე პირადად არ მივიჩნევ მაღალი დონის ფორვარდად, მაგრამ ამ ბიჭს რომ მომენტების გამოყენებისა და დაგვიგვინების ნიჭი აქვს, ეს უდავოა. ბოლო რამდენიმე შეხვედრაში მას გააქვს გოლები და გუნდი მისა და ერიკსენის ხარჯზე აღწევს პატარა წარმატებებს.

მეკარეებს რაც შეეხება, ვერ ვიტყვი, რომ უგო ლორისი რამით ჩამოუვარდება დე ხეას. უმაღლესი დონის კიპერია და საოცარი ბურთების მოგერიება მასაც შეუძლია, მაგრამ მასაც იგივე პრობლემა აქვს, რაც დავიდს, ეს არის დაცვა. გუნდის დაცვა უბრალოდ საშინელება და არარაობაა და თავისუფლად უნდა გაიაროს ეს ზღუდე იუნაიტედის შემტევმა ხაზმა, მაგრამ სხვა საქმეა რამდენად კარგად წარმოაჩენენ ისინი თავს.

ველოდები ტოტენჰემისგან პირველ ნორმად თამაშის მცდელობას, მაგრამ ინიციატივა არ უნდა დავუთმოთ. შეიძლება ამ გუნდთან ბურთის დაჭერაც, კონტროლიც და პირველ ნომრად თამაშიც. მაღალი პასებისა და სტანდარტულების გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ ამ კომპონენტში არც ჩვენ ბრწყინავთ. ყველაზე მეტად კი მაინც ჩვენი დაცვის ხაზის შემადგენლობა მაინტერესებს.

ყურადღება უნდა მიექცეს ჯარიმის აკიდებასაც. საჯარიმოსთან მისი დადება თითქმის გოლის ტოლფასია. ერიკსენი კარგად ასრულებს დარტყმებს და ამის შანსი არ უნდა მივცეთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: dachi_mu
28 დეკემბერი 2014 09:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
karoche unda movigot raa.sul ar mainteresebs me
0
№3
ავტორი: DiMaria
28 დეკემბერი 2014 10:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მთავარია ერიკსენი გავაჩეროთ და რაღAცა ეშველება დანარჩენს. ტიპი ჯარიმებს ასრულებს რა.
0
№4
ავტორი: Lev
28 დეკემბერი 2014 10:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1323
ამათ რო მთელი გუნდით დავაჯდეთ შეიძლება კონტრშეტევებზე დაგვიჭირონ და დავისჯებით სწრაფი გუნდია...ამიტომ ჯობია ჩვენ ვითამაშოთ მეორე ნომრად, თამაში ჩავკეტოთ მაღალი პრესინგით და ჩვენ ვითამაშოთ კონტრშეტევებზე. ვფიქრობ 2 გოლის გამტანები ვართ ამათ კარში მაგრამ დაცვაში ძალიან ყურადღებით უნდა ვითამაშოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 დეკემბერი 2014 10:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
"დეზებმა" "იუნაიტედი" უკანასკნელად საკუთარ მოედანზე 2001 წელს დაამარცხეს (3-1)." მშვენიერი სტატისტიკა გვაქვს winked

ადვილი თამაში არ იქნება, მაგრამ 3 ქულა უეჭველი ჩვენია, მთავარია დაცვაში ვითამაშოთ კარგად.
0
№6
ავტორი: AkkRed
28 დეკემბერი 2014 11:33
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,
გავარტყი მინაშვილსა თუ სხვა დანარჩენს წადი კომენტატორი გახდი ძმაო :D
0
№7
ავტორი: RojoDiablo
28 დეკემბერი 2014 11:40
  • სიახლეები: 7004
  • კომენტარები: 8685
AkkRed,
არა, მე უფრო ფართო მასშტაბებს ვუმიზნებ wink MUTV მინდა bigboss2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: Jorbe-Jorbe
28 დეკემბერი 2014 13:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
RojoDiablo,
100 %-ით გეთანხმები !
არამგონია ტოტენჰემს ის დაცვა ჰყავდეს, რომ მანჩესტერის შეტევის ხაზზს გაუჭირდეს მათი გარღვევა.
ყველაზე მეტად ევანსის თამაში მაშინებს sad
0
№9
ავტორი: RedGirl
28 დეკემბერი 2014 20:20
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
Jorbe-Jorbe,

მეც არ მეგონა თუ ვერ მოვახერხებდით გოლის გატანას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

23 ნოემბერი 2019, 18:00
შეფილდი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
28 ნოემბერი 2019, 19:50
ასტანა
იუნაიტედი
ევროპა ლიგა
30 ნოემბერი 2019, 19:00
იუნაიტედი
ასტონ ვილა
პრემიერ ლიგა
შეფილდი23 ნოემბერი
ასტანა28 ნოემბერი
ასტონ ვილა30 ნოემბერი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

10 ნოემბერი 2019, 18:00
იუნაიტედი3
ბრაიტონი1
პრემიერ ლიგა
7 ნოემბერი 2019, 23:59
იუნაიტედი3
პარტიზანი0
ევროპა ლიგა
2 ნოემბერი 2019, 16:30
ბორნმუთი1
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
ბრაიტონი10 ნოემბერი
პარტიზანი7 ნოემბერი
ბორნმუთი2 ნოემბერი

პრემიერ ლიგა

დამალვა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top