თბილისი:
მანჩესტერი:
27-12-2014, 14:39
ავტორი: GeorgianDevil,
ნანახია: 2488,
კომენტარები: 7
,,მანჩესტერ იუნაიტედი'' 2014 წელს
ერთად გავიხსენოთ თუ როგორ ჩაატარა ,,იუნაიტედმა'' 2014 წელი
,,მანჩესტერ იუნაიტედი'' 2014 წელს
ეს ძალზედ უცნაური წელი გამოდგა.

26 წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონი წავიდა. კლუბში ორი ახალი მწვრთნელი მოვიდა, განსხვავებული შეხედულებებითა და შედეგებით.

Manchester Evening News კი გვახსენებს თუ როგორც ჩაატარა ,,იუნაიტედმა'' 2014 წელი.

იანვარი. 7 თამაში: 3 მოგება და 4 წაგება.

ახალ 2014 წელს ,,წითლები'' საკუთარ კედლებში ლონდონის ,,ტოტენჰემთან'' დამარცხებით შეხვდნენ. პირველი გოლი ემანუელ ადებაიორმა გაიტანა, გამოიყენა რა კრისტიან ერიკსენის გადაცემა, რომელმაც შემდეგ თვითონაც გაიტანა და ლონდონელები წინ ორ ბურთიანი უპირატესობით გაიყვანა. ,,მანჩესტერმა'' მხოლოდ ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა და ეს ახლა უკვე ,,არსენალის'' ფეხბურთელმა დენი უელბეკმა შეძლო.

აღსანიშნავია რომ ეს იყო პირველი იმ სამ მარცხთაგან, რომელშიც ,,იუნაიტედმა'' მატჩები ერთნაირი ანგარიშით 2-1 წააგო. შემდეგი ორი დამარცხება ,,ეშმაკებმა'' ინგლისის თასზე ,,სუონსისთან'' და ინგლისის ლიგის თასზე ,,სანდერლენდთან'' იწვნიეს.

სატრანსფერო ბაზარზე კი ,,იუნაიტედი'' კარგად გაისარჯა და 37 მილიონად ხუან მატა შეიძინა ლონდონის ,,ჩელსიდან''

,,მანჩესტერ იუნაიტედი'' 2014 წელს

თებერვალი. 5 მატჩი: 1 მოგება, 2 ფრე და 2 წაგება.

გუნდს საქმე სულ უფრო უკან წაუვიდა. ამას ისიც დაემატა რომ ჩატარებული 5 თამაშიდან 4 მათ სტუმრად ითამაშეს.

იმედგაცრუება სახლში ,,ფულჰემთან'' დაკარგული ქულებით დაიწყო, როცა დარენ ბენტმა მასპინძელ გუნდს შეხვედრის ბოლო წუთებში 2 ქულა დააკარგვინა. თუმცა ეს მატჩი ისტორიულიც გამოდგა, ამ თამაშში ,,იუნაიტედის'' ფეხბურთელებმა სარეკორდო 81 ჩაწოდება განახორციელეს. მატჩის შემდგომ ,,ფულჰემის'' ერთ-ერთმა მცველმა დენ ბერნმა კიდევაც განაცხადა რომ მას თავით ამდენჯერ არასოდეს ეთამაშა.

გუნდმა კრახი განიცადა ათენშიც და შეხვედრა დამსახურებულად წააგო ,,ოლიმპიაკოსთან'' ანგარიშით 2-0. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ასპარეზობის გაგრძელება ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე.

,,მანჩესტერ იუნაიტედი'' 2014 წელს


მარტი. 6 მატჩი: 3 მოგება და 3 წაგება.

მარტის თვის პირველი შეხვედრა ,,მანჩესტერმა'' 3-0 მოიგო, გასვლაზე მათ ,,ვესტ ბრომვიჩი'' დაამარცხეს. ეს ანგარიში დაფიქსირდა რამდენიმე დღის შემდეგ ,,ოლდ ტრაფორდზე'' ,,ლივერპულთან'' გამართულ მატჩში, მაგრამ აქ უკვე ,,მერსისაიდელებმა'' იმარჯვეს. ,,ეშმაკებს'' სატურნირო მდგომარეობა უფრო და უფრო ურთულდებოდათ.

დასამახსოვრებელი ამ თვეში ,,ოლიმპიაკოსთან'' 3-0 მოგებული მატჩი იყო, სადაც რობინ ვან პერსიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა და გუნდი 1/4 ფინალში გაიყვანა.

,,მანჩესტერ იუნაიტედი'' 2014 წელს


აპრილი. 5 მატჩი: 2 მოგება, 1 ფრე და 2 წაგება.

,,ბაიერნმა'' ინგლისელები ჩემპიონთა ლიგას გამოამშვიდობა, ამის ატანას ალბათ ხელმძღვანელობა შეძლებდა, მაგრამ ,,ევერტონთან'' 2-0 გასვლაზე წაგებული მატჩის შემდეგ დევიდ მოიესი გაათავისუფლეს.

მოიესის გათავისუფლებას ,,იუნაიტედმა'' ,,ნორვიჩზე'' გამარჯვებით უპასუხა: სანახაობრივი თამაშითა და დამაჯერებელი ანგარიშით 4-0. ეს რაიან გიგზის მწვრთნელის რანგში ჩატარებული პირველი შეხვედრაც იყო, რომელიც მან გამარჯვებით დაიწყო.

მაისი. 5 მატჩი: 3 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება.

,,იუნაიტედის'' ისტორიაში ერთ-ერთი კატასტროფული სეზონი ,,საუთჰემპტონთან გასვლითი მატჩით დასრულდა ფრედ 1-1. თვის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ჯეიმს უილსონის დებიუტი და ,,ჰალ სიტის'' კარში მისი ორი გატანილი გოლი იყო.

საბოლოოდ სეზონი ,,იუნაიტედმა'' მე-7 პოზიციაზე დაასრულა, ჩემპიონ ,,სიტისთან'' ჩამორჩენა 22 ქულას შეადგენდა. 25 წლის განმავლობაში კლუბი პირველად დარჩა ევროთასების გათამაშების მიღმა. ოფიციალურად გამოცხადდა რომ ახალ სეზონში გუნდს ლუი ვან გაალი ჩაიბარებდა.

ივნისი. მსოფლიო ჩემპიონატი.

,,მანჩესტერის'' რიგებიდან მუნდიალზე 14 ფეხბურთელი გაემგზავრა: დავიდ დე ხეა, ხუან მატა (ესპანეთი), პატრის ევრა (საფრანგეთი), ფილ ჯონსი, უეინ რუნი, დენი უელბეკი, კრის სმოლინგი (ინგლისი), ნანი (პორტუგალია), რობინ ვან პერსი (ჰოლანდია), ანტონიო ვალენსია (ეკვადორი), სინძი კაგავა (იაპონია), მარუან ფელაინი, ადნან იანუზაი (ბელგია), ხავიერ ერნანდესი (მექსიკა).

კლუბის ხელმძღვანელობა სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა, რის შედეგადაც ანდერ ერერასა და ლუკ შოუს შეძენა მოახერხა.

,,მანჩესტერ იუნაიტედი'' 2014 წელს


ივლისი. ''ველქამ ლუი'' ! საზაფხულო ტურნე.

მსოფლიო ჩემპიონატი ვან გაალმა ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მე-3 ადგილზე დაასრულა და ამის შემდეგ ის ,,ოლდ ტრაფორდზე'' ჩამოვიდა ახალი საქმიანობის დასაწყებად. ლუიმ ,,იუნაიტედი'' ოფიციალურად ჩაიბარა.

ჰოლანდიელი ბობი ჩარლტონის მიერ იქნა წარდგენილი.

ამის შემდეგ ლუი გუნდთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა. მათ ტურნე ,,გალაქსის'' განადგურებით დაიწყეს (,,იუნაიტედი''-,,გალაქსი 7-0''), რის შემდეგაც ,,მანჩესტერი'' ,,international champions cup''-ის გათამაშებაში ჩაერთო და ,,რომასა'' და ,,ინტერის'' დამარცხება მოახერხა.

,,მანჩესტერ იუნაიტედი'' 2014 წელს


აგვისტო. 4 მატჩი: 2 ფრე და 2 წაგება. (ამხანაგური მატჩების შედეგების გარეშე)

წინასასეზონო თასის გათამაშება ,,იუნაიტედმა'' ,,რეალსა'' და ,,ლივერპულზე'' გამარჯვებით დაასრულა, რის შედეგადაც ისინი გათამაშების ჩემპიონები გახდნენ. მანჩესტერში დაბრუნებულებმა კი კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი გამართეს, ამჯერად უკვე ,,ოლდ ტრაფორდზე'', სადაც ,,ეშმაკებმა'' ესპანურ ,,ვალენსიას'' 2-1 სძლიეს.

ამის შემდეგ კი უკვე ინგლისის ჩემპიონატი იწყება, სადაც ,,წითელი ეშმაკები'' პირველივე ტურში საკუთარ მოედანზე მარცხდებიან ,,სუონსისთან'' (,,მანჩესტერი''-,,სუონსი'' 1-2). ეს გახდა პირველი საშინაო მარცხი ჩემპიონატის სტარტზე 1972 წლის შემდეგ. გარდა ამისა სტუმრებმა ჩემპიონატის ფარგლებში პირველად იმარჯვეს ,,ოლდ ტრაფორდზე''.

,,მკ დონსთან'' 4-0 წაგებული მატჩის შემდეგ ,,იუნაიტედი'' თასის გათამაშებასაც გამოეთიშა.

კარგი ამბები კვლავ სატრანსფერო ბაზრიდან მოდიოდა. სარეკორდო 60 მილიონ ფუნტად კლუბმა მადრიდის ,,რეალისგან'' არგენტინელი ვინგერი ანხელ დი მარია გაიფორმა, რომელმაც სადებიუტო მატჩი ,,ბარნლისთან'' ჩაატარა. (,,ბარნლი''-,,იუნაიტედი'' 0-0)

სექტემბერი. 3 მატჩი: 2 მოგება და 1 წაგება.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამოდენიმე საათით ადრე კოლუმბიელი რადამელ ფალკაო იჯარით იქნა აყვანილი ფრანგული ,,მონაკოდან''.

,,იუნაიტედმა'' 2 გამარჯვების მოპოვება მოახერხა ,,ოლდ ტრაფორდზე''. ,,ქპრ''-თან მატჩში პირველი გოლი გაიტანეს ანხელ დი მარიამ და ანდერ ერერამ, მოედანზე გამოჩნდა და სადებიუტო მატჩი ჰქონდა ასევე რადამელ ფალკაოსაც.

თვე კი საკმაოდ ცუდად დასრულდა. გასვლით მატჩში ,,ლესტერთან'' ,,წითლები'' ჯერ 2-0, ხოლო შემდეგ კი 3-1 იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ მატჩი 5-3 დათმეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ გამარჯვების შემდეგ ნაიჯელ პირსონის შეგირდებს შემდეგი 12 მატჩის განმავლობაში არ გაუმარჯვიათ.

ოქტომბერი. 3 მატჩი: 1 მოგება და 2 ფრე.

კლუბი დაუმარცხებელი დარჩა ამ თვეში, მაგრამ გასვლით შეხვედრაში მათ კვლავ ვერ გაიმარჯვეს. ,,ვესტ ბრომვიჩთან'' მარცხისგან ,,წითლები'' დეილი ბლინდმა იხსნა და საბოლოოდ ,,იუნაიტედი'' 1 ქულას დასჯერდა. თვის მთავარი გმირი დავიდ დე ხეა გახდა. ,,ევერტონთან'' მატჩში მან სენსაციური სეივები განახორციელა. არაჩვეულებრივად ითამაშა მან ,,ჩელსის'' წინააღმდეგაც, სადაც ,,მანჩესტერმა'' 1 ქულა ვან პერსის მიერ შეხვედრის ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიპოვა.

,,მანჩესტერ იუნაიტედი'' 2014 წელს


ნოემბერი. 4 მატჩი: 3 მოგება და 1 წაგება.

თვე არასასიამოვნოდ დაიწყო, გუნდი დერბში დამარცხდა. მაგრამ ეს ჯერ-ჯერობით ბოლო წაგებაა ,,იუნაიტედის'' მიმდინარე სეზონში. კრის სმოლინგის დაუფიქრებელი თამაშის გამო ,,ეშმაკებმა'' მატჩი 10 კაცით ჩაატარეს და დაისაჯნენ კიდეც, გოლი მათ სერხიო აგუერომ გაუტანა.

მას შემდეგ ,,მანჩესტერმა'' ზედიზედ 3 მატჩში იმარჯვა, მათ შორის გასვლით შეხვედრაში ,,არსენალის'' წინააღმდეგ.

ამ თვის ბოლო მატჩი კი ,,ოლდ ტრაფორდზე,, ,,ჰალ სიტის'' განადგურებით დასრულდა. (,,მანჩესტერი''-,,ჰალი'' 3-0)

,,მანჩესტერ იუნაიტედი'' 2014 წელს


დეკემბერი. 4 მატჩი: 3 მოგება და 1 ფრე.

ნოემბერში დაწყებული გამარჯვებები ,,იუნაიტედმა'' დეკემბერშიც განაგრძო. ,,სტოკ სიტისა'' და ,,საუთჰემპტონის'' დამარცხების შემდეგ ,,წითელმა ეშმაკებმა'' მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლეს. საკუთარ გულშემატკივრებს არაჩვეულებრივი მატჩი აჩუქეს ,,ლივერპულის'' განადგურებით (,,იუნაიტედი''-,,ლივერპული'' 3-0). ზედიზედ მე-7 მატჩში 3 ქულის აღებას კი ხელი ,,ასტონ ვილამ'' შეუშალა. თუმცა ამას ,,იუნაიტედის'' განწყობაზე ცუდი ზეგავლენა არ მოუხდენია და ,,ბოქსინგ დეის'' პირველ მატჩში მათ ,,ოლდ ტრაფორდზე'' ,,ნიუკასლი'' დამაჯერებლად 3-1 დაამარცხეს. მიმდინარე წელს კი ,,წითელი ეშმაკები'' ლონდონში ,,ტოტენჰემთან'' გასამართი მატჩით დაასრულებენ.

,,მანჩესტერ იუნაიტედი'' 2014 წელს


წყარო: carrick.ru
სტატიები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
27 დეკემბერი 2014 11:08
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ეს იყო წელი, რომელიც დაიწყო საშინლად. ამას ცუდს ვერ დაარქმევ, ახალი წლის პირველ დღეს ისტორიაში პირველი მარცხი განვიცადეთ და ეს მორიგი წაგება იყო 2013 წლის სეზონის შემდეგ. ალბათ ბევრი ელოდა ფერგის წასვლის შემდეგ ასეთ რამეს და უფრო მეტსაც, მაგრამ თავისი პლუსები ამას ჰქონდა.

ერთ-ერთი არის ადნან იანუზაი. მეორე რაიან გიგზი, მესამე ის, რომ განვიცადეთ დიდი ტკივილი და ახლა ვიცით გამარჯვების ფასი. ახლა ვიცით რასაც ნიშნავს დაცემის შემდეგ აღდგენა. ახლა სხვა პერიოდით ვართ, ოლდ ტრაფორდი ისევ საშიშია, მანჩესტერ იუნაიტედი ისევ თამაშობს ფეხბურთს, წელს ლივერპულს 3-0 მოვუგეთ, წელს ლუი ვან გაალი გვყავს.

არსებობს რამდენიმე ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ თვლის, რომ დევიდ მოიესისთვის დროის მიცემა აუცილებელი იყო და იმასაც თვლიდნენ, რომ იუნაიტედმა სატრანსფერო ბაზარზე გასვლით სული დაკარგა, რომ ჩვენ გალაქტიკოსები გავხდით და ა.შ. მაგრამ ძალიან მაინტერესებს დღეს რას ფიქრობენ ისინი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
27 დეკემბერი 2014 11:47
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
იმედია ასე გავაგრძელებთ სეზონის ბოლომდე აქაც ეტყობა ჩვენი პროგრესირებადობა და ძლიერ მეიმედება იმისა, რომ არა მარტო სამეულს დავჯერდებით უფრო მეტს შევძლებთ და დაცდა გვჭირდება
0
№3
ავტორი: GeorgeBest
27 დეკემბერი 2014 14:38
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბოლო პერიოდში გუნდი გუნდს დაემსგავსა, როგორც ლუი შეგვპირდა 3 თვე დასჭირდა აზრზე მოსაყვანად. წელს ყველაზე გამორჩეული ოლიპიაკოსთან და ლივერპულთან თამაშები იყო ჩემთვის
0
№4
ავტორი: Best 7
27 დეკემბერი 2014 19:10
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Cot Cotati vbrundebit formashi!

Cot Cotati vbrundebit formashi!
0
№5
ავტორი: love united
27 დეკემბერი 2014 20:45
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
აუ ოლიმპიაკოსთან თამაში რა კაი რაღაცა იყო derphappycry
0
№6
ავტორი: SAF
28 დეკემბერი 2014 00:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
მაგას ნუ გამახსენებ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№7
ავტორი: Macklemore
28 დეკემბერი 2014 03:13
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ზაფხულამდე ცუდი წელი იყო, ზაფხულის შემდეგ არაუშავდა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top