თბილისი:
მანჩესტერი:
27-12-2014, 01:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1672,
კომენტარები: 8
მატა რუნის შესახებ
ხუან მატა უეინ რუნის შესახებ საუბრობს.
მატა რუნის შესახებ
ხუან მატამ განაცხადა, რომ უეინ რუნის გვერდით თამაში მისთვის პრივილეგიაა.

რუნი "ნიუკასლთან" მატჩში შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. კაპიტნის ანგარიშზე ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა გახლავთ.

თავდასხმელმა მოედნის სიღრმეში ითამაშა და მატას მიაჩნია, რომ რუნი ამ პოზიციისთვის კარგი კანდიდატია.

"ვფიქრობ, მას იქ თამაში შეუძლია, დიახ. მას შეუძლია თავდაცვა და თავდასხმა, შეუძლია პასის გაკეთება და საჯარიმოში შესვლით გოლის გატანა."

"ჩვენთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ვფიქრობ "ვაზას" მსგავსი ფეხბურთელის გვერდით თამაში პრივილეგიაა."
- განაცხადა მატამ.

რუნის მსგავსად სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა მატამაც.

"სიამოვნებას ვიღებ რუნის, ფალკაოსა და ვან პერსისთან ერთად თამაშით. როგორც თავდამსხმელები, ისინი ბევრ მოძრაობას გთავაზობენ, ასე რომ, შეგიძლია მათ პასი მიაწოდო."

"უბრალოდ გვინდა კარგად თამაში შევინარჩუნოთ. კვირას გასამართი შეხვედრისთვის ფიზიკურად მომზადება რთულია, მაგრამ მენტალურად მზად ვართ. დღეს და ხვალ ფორმას აღვიდგენთ და "ტოტენჰემს" მაქსიმალურ მყადყოფნაში შევხვდებით"
- დაამატა მატამ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: gilmour
27 დეკემბერი 2014 01:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მთავარი შედეგია მაინც, თუმცა სიღრმიდან თამაშის დროსაც შეიძლება გატანა და ეს ორჯერ გააკეთა რუნიმ:) მატა ძალიან მაგარი იყო დღეს!
0
№2
ავტორი: Jorbe-Jorbe
27 დეკემბერი 2014 09:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
უნდა გადავურბინოთ მაგათ !
0
№3
ავტორი: AkkRed
27 დეკემბერი 2014 09:47
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მატაა რომ ძაან კლასნია და მგონი გუნდში ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელია მაგაში მგონი ეჭვი არავის ეპარება love

მაგრამ თავგაზაც კაი იყო გუშინ და მთიანი სასტავი სანამ ფლეთჩერი გაიჩითებოდა, მაგის გამოსვლა და ცენტრის დაკარგვა ერთი იყო
0
№4
ავტორი: chudikone
27 დეკემბერი 2014 09:48
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
რუნიმ მესამე გოლი გაიტანა საყრდენის პოზიციიდან. მატა კიდე თავის თავზე ფიქრობს, მისი ერთადერთი კონკურენტი ხო რუნია :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: DiMaria
27 დეკემბერი 2014 10:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
უამგრესი ფეხბურთელი ხარ ხუან
0
№6
ავტორი: RojoDiablo
27 დეკემბერი 2014 10:47
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვფიქრობ, მას იქ თამაში შეუძლია, დიახ. მას შეუძლია თავდაცვა და თავდასხმა, შეუძლია პასის გაკეთება და საჯარიმოში შესვლით გოლის გატანა."


სწორედ ამას მიმართავდა "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ ბოლო ორ შეხვედრაში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: GeorgeBest
27 დეკემბერი 2014 14:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"ჩვენთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ვფიქრობ "ვაზას" მსგავსი ფეხბურთელის გვერდით თამაში პრივილეგიაა."


winked
0
№8
ავტორი: Macklemore
28 დეკემბერი 2014 03:01
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ორივე უძლიერესია!!!!!!!!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top