თბილისი:
მანჩესტერი:
27-12-2014, 00:18
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1627,
კომენტარები: 9
ლუი ვან გაალი ტრავმირებულებზე
ჰოლანდიელმა სპეციალისტმა გუნდის ტრავმირებულებზე ისაუბრა.
ლუი ვან გაალი ტრავმირებულებზე
ლუი ვან გაალმა ანხელ დი მარაის, "ნიუკასლის" წინააღმდეგ არ ყოფნის მიზეზი გაამხილა და ასევე სხვა ტრავმირებულ ფეხბურთელების მდგომარეობასაც შეეხო.

არგენტინელმა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გამოჯანმრთელდა და დაუბრუნდა მოედანს ხელახალი დაზიანება მიიღო და ისევ ლაზარეთში გაემართა. მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე მის შესახებ არეფერი ითქვა, ამიტომაც "კაჭკაჭებთან" მატჩში ანხელის განაცხადში არ ყოფნამ ბევრი გულშემატკივარი შეაშფოთა.

"დი მარიას დროზე ადრე მოუხდა ვარჯიშის დამთავრება"- განაცხადა ლუიმ. "ეს ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო, რადგან იგი ძალიან ბევრს მუშაობდა ვარჯიშზე, თუმცა უკვე მიწურულს დაზიანება მიიღო და გამოგვაკლდა. დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი სამედიცინო შემოწმებას უნდა დაველოდოთ."

მთლიანობაში ჰოლანდიელი სპეციალისტი პოზიტიურ განწყობაზეა, რადგან მისი ვარაუდით სულ რამდენიმე კვირაში გუნდს ერთდროულად ბევრი მოთამაშე დაუბრუნდება: მარკოს როხო, მარუან ფელაინი, ადნან იანუზაი და დეილი ბლინდი.

"დიახ ყველაფერი ნელ-ნელა თავის ადგილზე დგება. ცოტა არ იყოს უდროო დროს მოგვიწია გადატვირთულმა გრაფიკმა, თუმცა ეს არ გვაშინებს. რამდენიმე კვირაში ვფიქრობ ბევრი მოთამაშე დაუბრუნდება მოედანს.

იანუზაი ავად არის. ამ ვირუსმა ბევრი ფეხბურთელი შეაწუხა, თუმცა ადნანს ყველაზე მეტად გაუჭირდა მასთან ბრძოლა. ფელაინიც მის დღეშია... ალბათ ბელგიური ვირუსია! იქნება თუ არა მარუანი "ტოტენჰემთან"? არა, ბელგიელები არ იქნებიან. როხო სწრაფად მომჯობინდა ისევე როგორც სხვები, ბლინდიც ნელ-ნელა კრეფს ფორმას. დაახლოებით 2 კვირაში ის შეძლებს თამაშს.
- დაასრულა ვან გაალმა.


წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
27 დეკემბერი 2014 00:39
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ალბათ ბელგიური ვირუსია!


ქათმის გრიპივითა. დღეს რა სათადარიგოც გვყავდა ეგეთი ქპრ-ს არ ჰყავს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Wardell
27 დეკემბერი 2014 00:43
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
რაებს ლაპარაკობ ქათმის გრიპი და ებოლა გვინდა კიდე :/ კიდე კაი მე არ ვთქვი თორე მართლა რამე მოუვათ H1N1 :D :D :D
0
№3
ავტორი: chudikone
27 დეკემბერი 2014 01:05
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მგონი რა სასტავიც ეხლა გვყავს მაგით ჩავამთავრებთ ბოქსინგ დეის, თუ კიდე არავინ გამოგვაკლდა...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: GeorgeBest
27 დეკემბერი 2014 01:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რას აკეთებინებს ამ ვარჯიშებზე რო ამდენ ტრავმას იკიდებს ხალხი? ეს დი მარია იმენა შუშისაა areyoukiddingme
0
№5
ავტორი: Wardell
27 დეკემბერი 2014 01:20
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
chudikone,
დაჩი boxing day ერთ კონკრეტულ დღეს ქვია 26 დეკემბერს და არა ამ საახალწლო პერიოდს. რატომღაც საქართველოში ყველა ეგრე ეძახის და არ არის სწორი. 26 დეკემბერი იგივე შობის მეორე დღე ანუ საჩუქრების გახსნის დღე და ამიტომ ქვია სწორედ boxing ))
0
№6
ავტორი: RojoDiablo
27 დეკემბერი 2014 01:32
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Wardell,
ახლა არ უნდა გეძინოს? wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: AkkRed
27 დეკემბერი 2014 10:05
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
chudikone,
chudikone,
დაჩი boxing day ერთ კონკრეტულ დღეს ქვია 26 დეკემბერს და არა ამ საახალწლო პერიოდს. რატომღაც საქართველოში ყველა ეგრე ეძახის და არ არის სწორი. 26 დეკემბერი იგივე შობის მეორე დღე ანუ საჩუქრების გახსნის დღე და ამიტომ ქვია სწორედ boxing ))


აი გუშინ რომ გეუბნებოდი
0
№8
ავტორი: Wardell
27 დეკემბერი 2014 11:39
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
ვერ მოვითმინე დავწერე და დავიძინე იმწუთშივე :D :D
0
№9
ავტორი: Macklemore
28 დეკემბერი 2014 03:02
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
აუ ამ დიმარიას რაჭირს რა. :(((
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top