სპეციალურ ხმის მიცემაში, მონაწილეობა დაახლოებით 30 000 ადამიანმა მიიღო, რომლებსაც უნდა აერჩიათ თავისი საყვარელი ფეხბურთელი ინგლისის ჩემპიონატში. ხმების რაოდენობით დადგინდა, რომ გამარჯვებული გახდა უეინ რუნი, რომლიც ვერ მალავდა თავის ემოციებს ამ ფაქტთან დაკავშირებით...
"ძალიან კარგია, როდესაც ფანები გაღიარებენ საუკეთესოდ. მე მივიღე ხალხის წერილები მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ეს იმაზე მიუთითებს, თუ როგორი პოპულარულია ინგლისური პრემიერ ლიგა"- განაცხადა რუნიმ premierleague.com-თან...
აქვე იმასაც გეტყვით, რომ რუნიმ აიღო ხმების 20 პროცენტი, მას შემდეგ მოსდევს რობინ ვან პერსი რომელმაც ხმების 14 პროცენტი დააგროვა, სტივენ ჯერარდი 10 პროცენტით,რაიან გიგზი 7 პროცენტით და ბოლოს ლუის სუარესი ხმების 5 პროცენტით...
ყველა დროსი საუკეთესო მოთამაშედ ინგლისში აღიარეს რაიან გიგზი, მას უკან მოსდევენ ტიერი ანრი და სტივენ ჯერარდი...
ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდად კი ალექს ოქსლენდ-ჩემბერლენი აღიარეს რომელმაც ხმების 17 პროცენტი მიიღო, მას მოსდევს ჯეკ ვილშერი (13 პროცენტი), ტომ კლევერლი (8 პროცენტი), დენი ველბეკი (6 პროცენტი) და ფილ ჯონსი (5 პროცენტი)...
ყველაზე კარგ მწვრთნელად დასახელდა ალექს ფერგიუსონი, რომელმაც ხმების 41 პროცენტი დააგროვა...
ასევე დასახელდა ტვიტერის ყველაზე დიდად მომხმარებელი ფეხბურთელები, სადაც რიო ფერდინანდმა გაიმარჯვა, ხოლო მის შემდეგ კი უეინ რუნი მოდის....
კიდევ ერთი სტატისტიკა დაფიქსირადა ინგლისში. ყველაზე გაყიდვად მაისურებად ჩრდილოეთ ამერიკაში ითვლება მაისური-რობინ ვან პერსის სახელით. ამ დროსითვის კი ლიდერობს უეინ რუნი, რომლის მაისურებიც ყველაზე გაყიდვადია ინგლისში. მას მოსდევს ფერნანდო ტორესი. "იუნაიტედის" გაყიდვადი მაისურებიდან რობინ ვან პერსის და უეინ რუნის შემდეგ არიან ხავიერ ერნანდესი და შინჟი კაგავა...